მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსახლეობასთან დავაკელით კომუნიკაცია - მეტი უნდა გვემუშავა, რათა დაგვერწმუნებინა, რომ აცრა არის მთავარი" - ამირან გამყრელიძე
"მოსახლეობასთან დავაკელით კომუნიკაცია - მეტი უნდა გვემუშავა, რათა დაგვერწმუნებინა, რომ აცრა არის მთავარი" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩა­მორ­ჩე­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია“ იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტემ­პის ჩა­მორ­ჩე­ნის შე­სა­ხებ სამი მი­ზე­ზი და­ა­სა­ხე­ლა.

ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დრო არის გა­კეთ­დეს ორი წლის სე­რი­ო­ზუ­ლი ანა­ლი­ზი.

"ანა­ლი­ზი არა­მარ­ტო ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის გა­და­სა­ხე­დი­დან, რა ხდე­ბო­და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში, რა შეც­დო­მე­ბი იყო, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა რა და­ვა­კე­ლით ან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, ან მთლი­ა­ნად სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ, რად­გან პან­დე­მია არ არის ერთი სექ­ტო­რის პრობ­ლე­მა, ეს არის მრა­ვალ­სექ­ტო­რუ­ლი პა­სუ­ხი. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში იმარ­თე­ბა და მარ­თავს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო, სა­დაც საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად ვართ წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

და­მის­ვეს კი­თხვა, იმუ­ნი­ზა­ცი­ა­ში ჩა­მორ­ჩე­ნის მთა­ვა­რი მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ. მე ვუ­თხა­რი, ერთ მი­ზეზს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ - მეთ­ქი, მაგ­რამ სამი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი გა­მოვ­ყა­ვი. პირ­ვე­ლი, რა თქმა უნდა, აცრა პან­დე­მი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­მა­კა­ვე­ბე­ლია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი აც­რის მხრივ 70-80%-ზე არი­ან გა­სუ­ლი, ჩვენ 40%-ზე გავ­დი­ვართ. ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და­ვა­კე­ლით კო­მუ­ნი­კა­ცია. სხვა­დას­ხვა სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­კი­თხვე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 60%, ცოტა ან ნაკ­ლე­ბი, აც­რის­თვის მზად იყო. და­ახ­ლო­ე­ბით 20-30% მერ­ყე­ობ­და, ხოლო 20% არის, რო­მელ­საც ვერ და­ა­ჯე­რებ, ვერ აცრი, უბ­რა­ლოდ არ იც­რე­ბა. ალ­ბათ, იმ მერ­ყევ 30%-ს და­ვა­კე­ლით მუ­შა­ო­ბა. ვფიქ­რობ, რომ მათ­თან მეტი უნდა გვე­მუ­შა­ვა, რათა დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა ეს ხალ­ხი იმა­ში, რომ აცრა არის მთა­ვა­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, 60 წლის ზე­ვით მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, რად­გან სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის 85% ამ ასაკ­ზე მო­დის. 10% მო­დის 50-დან 60 წლამ­დე. ამი­ტომ, ამ ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მუ­შა­ო­ბა ნამ­დვი­ლად და­ვა­კე­ლით, მეტი იყო სა­ჭი­რო. მუ­შა­ო­ბა მხო­ლოდ იმ მხრივ კი არა, რომ აუხ­სნა, არა­მედ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა.

მე­ო­რე არის შემ­დე­გი: კრი­ტი­კა არ მაკ­ლია, მაგ­რამ კი­დევ უფრო მეტი კრი­ტი­კა წა­მო­ვი­და, როცა ვთქვი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბი­სა და თვით­შეგ­ნე­ბის დონე არ აღ­მოჩ­ნდა ისე­თი, რო­გო­რიც ჩვენ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა. ანუ ჩვენ­თან მო­სახ­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლო დონე არ არის მა­ღა­ლი, რო­მე­ლიც აღიქ­ვამს, რომ იმუ­ნი­ზა­ცია მე­დი­ცი­ნა­ში არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, რო­მელ­საც მი­ლი­ო­ნო­ბით სი­ცო­ცხლე აქვს გა­დარ­ჩე­ნი­ლი და კი­დევ გა­და­არ­ჩენს. ამა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ და­ვარ­წმუ­ნეთ.

მე­სა­მე - ეს ორი წე­ლი­წა­დი ქვე­ყა­ნა­ში არის დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი რყე­ვე­ბის წე­ლი­წა­დი. ეს გავ­ლე­ნას ყვე­ლა­ფერ­ზე ახ­დენს. მეს­მის, რომ კრი­ტი­კა ბევ­რია. ოპო­ზი­ცია უნდა აკ­რი­ტი­კებ­დეს მთავ­რო­ბას, მთავ­რო­ბა უნდა პა­სუ­ხობ­დეს და ა.შ. მე ყო­ველ­თვის აპო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია მაქვს, არას­დროს ვე­რე­ვი, მაგ­რამ ერთი მო­წო­დე­ბა ყო­ველ­თვის მაქვს, მას ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი და ვი­ტყვი - ხომ შე­იძ­ლე­ბა ერთი თე­მის ირ­გვლივ ყვე­ლა ვი­ყოთ ერ­თი­ა­ნი, ამ ვირუს­მა ხომ არ იცის, ვინ არის პო­ზი­ცია და ვინ ოპო­ზი­ცია? ანუ ამ პო­ლი­ტი­კურ­მა პო­ლა­რი­ზა­ცი­ამ, რაც ქვე­ყა­ნა­ში ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა საკ­მა­ოდ დიდი როლი ითა­მა­შა სწო­რედ იგი­ვე პა­სუხ­ში“, - აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე

მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თუ აი­წე­ვა 95%-მდე, აპ­რი­ლამ­დე 2 000-მდე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამირან გამყრელიძეს
0

თქვენ და დანარჩენები "ამტკიცებთ" სოფიზმს , რომ 2 x 2 = 5, ხოლო ვისაც საგანი ესმის იმან იცის, რომ 2 x 2 = 4 !!! აი ამიტომ არის, რომ ადამიანები უარს ამბობენ ვაქცინაციაზე !!! რაც უფრო მეტად "მიაწვებით" უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებთ !

mamo
1

ბატ.ამირან ერთი სააკაშვილი მახსოვს,რომელმაც ხალხის ნდობა და სიყვარული ასე უცებ გაანიავა და მეორე თქვენ გამოდექით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მოსახლეობასთან დავაკელით კომუნიკაცია - მეტი უნდა გვემუშავა, რათა დაგვერწმუნებინა, რომ აცრა არის მთავარი" - ამირან გამყრელიძე

"მოსახლეობასთან დავაკელით კომუნიკაცია - მეტი უნდა გვემუშავა, რათა დაგვერწმუნებინა, რომ აცრა არის მთავარი" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესში ჩამორჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა.

ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ იმუნიზაციის ტემპის ჩამორჩენის შესახებ სამი მიზეზი დაასახელა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დრო არის გაკეთდეს ორი წლის სერიოზული ანალიზი.

"ანალიზი არამარტო ჯანდაცვის სისტემის გადასახედიდან, რა ხდებოდა ჯანდაცვის სისტემაში, რა შეცდომები იყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რა დავაკელით ან ჯანდაცვის სამინისტრომ, ან მთლიანად საკოორდინაციო საბჭომ, რადგან პანდემია არ არის ერთი სექტორის პრობლემა, ეს არის მრავალსექტორული პასუხი. ყველა ქვეყანაში იმართება და მართავს საკოორდინაციო საბჭო, სადაც საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილი.

დამისვეს კითხვა, იმუნიზაციაში ჩამორჩენის მთავარი მიზეზების შესახებ. მე ვუთხარი, ერთ მიზეზს ვერ დავასახელებ - მეთქი, მაგრამ სამი მთავარი მიზეზი გამოვყავი. პირველი, რა თქმა უნდა, აცრა პანდემიის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელია, წარმატებული ქვეყნები აცრის მხრივ 70-80%-ზე არიან გასული, ჩვენ 40%-ზე გავდივართ. ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან დავაკელით კომუნიკაცია. სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით დაახლოებით 60%, ცოტა ან ნაკლები, აცრისთვის მზად იყო. დაახლოებით 20-30% მერყეობდა, ხოლო 20% არის, რომელსაც ვერ დააჯერებ, ვერ აცრი, უბრალოდ არ იცრება. ალბათ, იმ მერყევ 30%-ს დავაკელით მუშაობა. ვფიქრობ, რომ მათთან მეტი უნდა გვემუშავა, რათა დაგვერწმუნებინა ეს ხალხი იმაში, რომ აცრა არის მთავარი, განსაკუთრებით კი, 60 წლის ზევით მოსახლეობისათვის, რადგან სიკვდილიანობის 85% ამ ასაკზე მოდის. 10% მოდის 50-დან 60 წლამდე. ამიტომ, ამ ასაკის მოსახლეობასთან მუშაობა ნამდვილად დავაკელით, მეტი იყო საჭირო. მუშაობა მხოლოდ იმ მხრივ კი არა, რომ აუხსნა, არამედ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება.

მეორე არის შემდეგი: კრიტიკა არ მაკლია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კრიტიკა წამოვიდა, როცა ვთქვი, სამწუხაროდ, ჩვენი განათლებისა და თვითშეგნების დონე არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა. ანუ ჩვენთან მოსახლეობის საშუალო დონე არ არის მაღალი, რომელიც აღიქვამს, რომ იმუნიზაცია მედიცინაში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, რომელსაც მილიონობით სიცოცხლე აქვს გადარჩენილი და კიდევ გადაარჩენს. ამაში მოსახლეობა ვერ დავარწმუნეთ.

მესამე - ეს ორი წელიწადი ქვეყანაში არის დიდი პოლიტიკური რყევების წელიწადი. ეს გავლენას ყველაფერზე ახდენს. მესმის, რომ კრიტიკა ბევრია. ოპოზიცია უნდა აკრიტიკებდეს მთავრობას, მთავრობა უნდა პასუხობდეს და ა.შ. მე ყოველთვის აპოლიტიკური პოზიცია მაქვს, არასდროს ვერევი, მაგრამ ერთი მოწოდება ყოველთვის მაქვს, მას ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი - ხომ შეიძლება ერთი თემის ირგვლივ ყველა ვიყოთ ერთიანი, ამ ვირუსმა ხომ არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ ოპოზიცია? ანუ ამ პოლიტიკურმა პოლარიზაციამ, რაც ქვეყანაში ამ ორი წლის განმავლობაში გრძელდება საკმაოდ დიდი როლი ითამაშა სწორედ იგივე პასუხში“, - აცხადებს გამყრელიძე

მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი თუ აიწევა 95%-მდე, აპრილამდე 2 000-მდე ადამიანის სიცოცხლე გადარჩება.