მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომიკრონი" დომინანტური, სავარუდოდ, იანვარში გახდება... შესაძლოა, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15 000-მდე იყოს" - ივანე ჩხაიძე
"ომიკრონი" დომინანტური, სავარუდოდ, იანვარში გახდება... შესაძლოა, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15 000-მდე იყოს" - ივანე ჩხაიძე

"შე­საძ­ლოა, რო­დე­საც "ომიკ­რო­ნი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში დო­მი­ნან­ტუ­რი შტა­მი გახ­დე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბის რი­ცხვი 10 000-დან 15 000-მდე იქ­ნე­ბა. ეს არის ერთ-ერთი სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც გა­ნი­ხი­ლე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად" - ამის შე­სა­ხებ იმუ­ნი­ზა­ცი­ის მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ, იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ჩხა­ი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ომიკ­რო­ნი“ დო­მი­ნან­ტუ­რი შტა­მი და­ახ­ლო­ე­ბით იან­ვრის ბო­ლოს გახ­დე­ბა.

"რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობთ რო­დის შე­იძ­ლე­ბა იყოს ქვე­ყა­ნა­ში ომიკ­რო­ნის პიკი, აუ­ცი­ლებ­ლად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბას. ესე­ნია: აშშ, და­ნია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი და სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა, სა­დაც "ომიკ­რო­ნის“ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვი­დან დო­მი­ნან­ტუ­რად გახ­დო­მამ­დე 3-4-კვი­რა­ნი პე­რი­ო­დი დას­ჭირ­და. სწო­რედ ამი­ტომ, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში "ომიკ­რო­ნი“ გა­მოჩ­ნდა დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დო­მი­ნან­ტუ­რი გახ­დე­ბა იან­ვრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. ეს არის მო­ლო­დი­ნი გა­მომ­დი­ნა­რე ამ ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან.

ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვირუ­სის ამ ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ არის ორ­ჯე­რა­დი ვაქ­ცი­ნა­ცია, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და სამ­ჯე­რა­დი, ანუ "ბუს­ტერ“ დო­ზით ვაქ­ცი­ნა­ცია, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რა, ისე ინ­ფი­ცი­რე­ბაც.

"ომიკ­რო­ნის­გან“ თა­ვის დაც­ვის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არის "ბუს­ტერ“ დოზა. "ბუს­ტერ" დოზა ჰის­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის­გან თით­ქმის 100%-ით და­ი­ცავს. ის 25-ჯერ ამ­ცი­რებს ჰის­პო­ტა­ლი­ზა­ცი­ის­გან და გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან დაც­ვის რისკს“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩხა­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
0

ამ რჩევებს ჯობია ბატონმა ივანემ იაშვილის კლინიკაში ის საკითხი მოაგვაროს, რომ კოვიდსიპტომებიან პაციენტებს სხვა ცალკე შესასვლელით იღებდნენ და სწრაფ ტესტს და პსრ კვკევასაც ცალკე ფლიგერში უკეთებდნენ და არა იმ ოთახში, რომლის გვრიით ჩვეულებრივ ბავშვები ელოდებიან გეგმიურ ვიზიტზე ტრამვატოლოგს თუ სხვა პროფილის ექიმს .სირცხვილია უბრალოდ. ისეთ პირობებში რაც იაშვილის ბავშვთა კლინიკაშია კი გეთანხმებით ბატონო ივანე 15000 გახდება და მეტიც. 

r
0

გაჩუმდით, 😠 არაფერიც არ იქნება მიდით რაა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ომიკრონი" დომინანტური, სავარუდოდ, იანვარში გახდება... შესაძლოა, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15 000-მდე იყოს" - ივანე ჩხაიძე

"ომიკრონი" დომინანტური, სავარუდოდ, იანვარში გახდება... შესაძლოა, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15 000-მდე იყოს" - ივანე ჩხაიძე

"შესაძლოა, როდესაც "ომიკრონი“ საქართველოში დომინანტური შტამი გახდება, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15 000-მდე იქნება. ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც განიხილება სხვა ქვეყნებზე დაკვირვების შედეგად" - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ, იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, საქართველოში "ომიკრონი“ დომინანტური შტამი დაახლოებით იანვრის ბოლოს გახდება.

"როდესაც ვლაპარაკობთ როდის შეიძლება იყოს ქვეყანაში ომიკრონის პიკი, აუცილებლად ვითვალისწინებთ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებას. ესენია: აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სადაც "ომიკრონის“ პირველი შემთხვევიდან დომინანტურად გახდომამდე 3-4-კვირანი პერიოდი დასჭირდა. სწორედ ამიტომ, თუ საქართველოში "ომიკრონი“ გამოჩნდა დეკემბრის შუა რიცხვებში, სავარაუდოდ, ჩვენს ქვეყანაში დომინანტური გახდება იანვრის მეორე ნახევარში. ეს არის მოლოდინი გამომდინარე ამ ქვეყნების გამოცდილებიდან.

ერთადერთი შესაძლებლობა ვირუსის ამ ვარიანტის წინააღმდეგ არის ორჯერადი ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შემთხვევების განვითარება და ჰოსპიტალიზაცია და სამჯერადი, ანუ "ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ როგორც საავადმყოფოში მოხვედრა, ისე ინფიცირებაც.

"ომიკრონისგან“ თავის დაცვის რეალური შესაძლებლობა არის "ბუსტერ“ დოზა. "ბუსტერ" დოზა ჰისპიტალიზაციისგან თითქმის 100%-ით დაიცავს. ის 25-ჯერ ამცირებს ჰისპოტალიზაციისგან და გართულებებისგან დაცვის რისკს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.