ავტორი:

"მილიონზე მეტი მოქალაქე გვყავს, რომელსაც არც ვაქცინა აქვს გაკეთებული და არც ინფექცია აქვს გადატანილი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა... "- ბიძინა კულუმბეგოვი

"მილიონზე მეტი მოქალაქე გვყავს, რომელსაც არც ვაქცინა აქვს გაკეთებული და არც ინფექცია აქვს გადატანილი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა... "- ბიძინა კულუმბეგოვი

"მილიონზე მეტი მოქალაქე გვყავს, რომელსაც არც ვაქცინა აქვს გაკეთებული და არც ინფექცია აქვს გადატანილი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა - თუ ყველა რეკომენდაციას არ დავიცავთ, როგორიცაა, ვაქცინაში ჩართვა, "ბუსტერის“ დამატება და პირბადის პირუთვნელი, სწორი გამოყენება, შეიძლება გვქონდეს ძალიან რთული და საზიანო სცენარი ჩვენი მოქალაქეებისთვის" - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

კულუმბეგოვის შეფასებით, სხვა ქვეყნების მაგალითების გადმოტანა საქართველოში, არ გამოდგება, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის დონე, ჩვენთან შედარებით, მაღალია.

"საქართველოში სრული მოდელირების გადმოტანა - ბრიტანეთის, დანიის და ნორვეგიის მაგალითი არ გამოგვადგება, სადაც მოზრდილი მოსახლეობის, განსაკუთრებით 70 წლის ზემოთ 90% არის აცრილი. ბუნებრივია, დაბალი ჰოსპიტალიზაციის რიცხვი ამ ადამიანების აცრის მაჩვენებელს უკავშირდება. დაცვის მაჩვენებელი ყველა ვაქცინას თითქმის შენარჩუნებული აქვს. ჩვენ, სამწუხაროდ, მილიონზე მეტი მოქალაქე გვყავს, რომელსაც არც ვაქცინა აქვს გაკეთებული და არც ინფექცია აქვს გადატანილი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა თუ ჩვენ ყველა რეკომენდაციას არ დავიცავთ, როგორიც არის ვაქცინაში ჩართვა, "ბუსტერის" დამატება და პირბადის პირუთვნელი, სწორი გამოყენება, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ძალიან რთული და საზიანო სცენარი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის საქართველოში შემოსვლის პირობებში, კლუბებთან დაკავშირებით რეგულაციების მოხსნა, არასწორი იქნება.

"ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვხედავთ, რომ ევროპის წარმატებული ვაქცინაციის და პანდემიის მართვის ქვეყნებმაც კი უკან შემოაბრუნეს შეზღუდვები. ამიტომ, ეს სრულიად ალოგიკური იქნება, ქვეყანამ "ომიკრონის“ "ცუნამის“ და "ქარიშხალის“ წინ, მისცეს შესაძლებლობა ასეთი მაღალი ეპიდემიური საფრთხის შემცველი ღონისძიებების ყოველკვირეულად გამართვის. ეს იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მესმის ეკონომიური რისკები ძალიან მაღალია ბიზნესის დაზიანების კუთხით, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ძალიან სერიოზულ კომპენსაციაზე, რომ მათ საერთოდ არ გაუჩნდეთ სურვილი, რომ ეს დაწესებულებები გაიხსნას“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.