პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაიზერსა“ და "ასტრაზენეკაზე“ "ბუსტერის“ პერიოდი 3 თვემდე შემცირდა
"ფაიზერსა“ და "ასტრაზენეკაზე“ "ბუსტერის“ პერიოდი 3 თვემდე შემცირდა

"ფა­ი­ზერ­სა“ და "ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზე“ "ბუს­ტე­რის“ პე­რი­ო­დი 3 თვემ­დე შემ­ცირ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭო­ზე მი­ი­ღეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, თუკი აქამ­დე "ბუს­ტერ“ დოზა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო "ფა­ი­ზე­რის“ და "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მე­ო­რე დო­ზი­დან 5 თვე­ში, ხოლო "სი­ნო­ფარ­მის“ და "სი­ნო­ვა­კის“ ვაქ­ცი­ნის მე­ო­რე დო­ზის ჩა­ტა­რე­ბი­დან 3 თვე­ში, ახლა საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­აა ნე­ბის­მი­ე­რი ვაქ­ცი­ნის­თვის "ბუს­ტერ“ დო­ზის ჩა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს უკვე მე­სა­მე თვი­დან.

"2022 წელს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მის სა­მიზ­ნე­ე­ბი გა­და­ხედ­ვას სა­ჭი­რო­ე­ბის. ის დო­ზე­ბი, რომ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბაც ქვე­ყა­ნამ უზ­რუნ­ველ­ყო, რათა ჩვენ მი­ვაღ­წი­ოთ "ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის“ მიერ დას­მულ სა­მიზ­ნეს და და­ვიც­ვათ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე "ბუს­ტერ“ დო­ზე­ბის დამ­ცვე­ლო­ბით ეფექ­ტზე ბოლო პე­რი­ოდ­ში დიდი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა, რად­გან "ომიკ­რო­ნის“ შტა­მის გავ­რცე­ლე­ბას­თან ერ­თად, აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა "ბუს­ტერ“ დო­ზე­ბის გა­კე­თე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა.

"ბუს­ტერ“ დო­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხვალ აი­სა­ხე­ბა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა­ში და ორ­შა­ბა­თი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ მე­სა­მე თვი­დან მი­ი­ღოს ვაქ­ცი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, შე­იც­ვლე­ბა თუ არა სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი "ბუს­ტერ“ დო­ზის გა­კე­თე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ.

"სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის კონ­ტექ­სტში ემ­ყა­რე­ბა "ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის“ გან­მარ­ტე­ბას. ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს გან­მარ­ტავს, რო­გორც 2 დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს, გარ­და "ჯონ­სო­ნის და ჯონ­სო­ნის“ ვაქ­ცი­ნი­სა. ეს გან­მარ­ტე­ბა თუ შე­იც­ვლე­ბა და ამას და­ე­მა­ტე­ბა "ბუს­ტერ“ დო­ზის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც, ჩვენც გან­ვი­ხი­ლავთ გან­მარ­ტე­ბის გა­და­ხედ­ვის სა­კითხს.

”სი­ნო­ვა­კის“ და "სი­ნო­ფარ­მის“ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ მოგ­ვმარ­თა­ვენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვი­საც მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის სჭირ­დე­ბათ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სტა­ტუ­სის შეც­ვლა. იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნაა სხვა ვაქ­ცი­ნა, მა­გა­ლი­თად, "ფა­ი­ზე­რი“, "ას­ტრა­ზე­ნე­კა“, "ჯონ­სო­ნი და ჯონ­სო­ნი“. ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქემ გარ­კვე­უ­ლი მარ­ტი­ვი და­სა­ბუ­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა მი­მარ­თოს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, სა­დაც მას თა­ვი­დან, ხე­ლახ­ლა ჩა­უ­ტა­რე­ბენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას და ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია "სი­ნო­ფარ­მით“ ან "სი­ნო­ფარ­მით“ მე­ო­რე დო­ზის ჩა­ტა­რე­ბი­დან უკვე 1 თვე­ში - 21 დღე არის საკ­მა­რი­სი ინ­ტერ­ვა­ლი ამის გა­სა­კე­თებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნა გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Rr
1

ჩვენ დაგვირიგეთ და კოველდღე ჭამის წინ გავიკეებთ

კ ო მ ბ ლ ე
2

თქვენ იმდენს იზავთ, რომ მთელ ქვეყანას წამალზე დასვავთ, თან რა მაგარი ბიზნესია ერთჯერადების სტანოკი პლასტმასი დენი და წავიდაააააა! 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, 365 დღე და ღამე..... წელიწადში დგაფან დგაფანში იჭრება დიდი მაყუთიიი,,,,,ესე, ნება ნება ჭრიან მაყულატურას და გადაიღებენ მხატვრულ ფულმ შედევრს, სადაც მემაწვნე სოსანას როლზე ითამაშებს ჩვენი უდიიდესი მსახიობი და რაიონის პარტორგი, გაიჭი მეგა იჭიმ ესა ვერმო გართ ვისო ფონ ხუან ხოსანა. . ,,.ასე რომ ბიუჯეტი არ მაიწყენს ძმობილოოო, მოგუდულში ყარნაოზა ქვიაა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"ფაიზერსა“ და "ასტრაზენეკაზე“ "ბუსტერის“ პერიოდი 3 თვემდე შემცირდა

"ფაიზერსა“ და "ასტრაზენეკაზე“ "ბუსტერის“ პერიოდი 3 თვემდე შემცირდა

"ფაიზერსა“ და "ასტრაზენეკაზე“ "ბუსტერის“ პერიოდი 3 თვემდე შემცირდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოზე მიიღეს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუკი აქამდე "ბუსტერ“ დოზა შესაძლებელი იყო "ფაიზერის“ და "ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის მეორე დოზიდან 5 თვეში, ხოლო "სინოფარმის“ და "სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის ჩატარებიდან 3 თვეში, ახლა საბჭოს რეკომენდაციაა ნებისმიერი ვაქცინისთვის "ბუსტერ“ დოზის ჩატარება შესაძლებელი გახდეს უკვე მესამე თვიდან.

"2022 წელს ვაქცინაციის გეგმის სამიზნეები გადახედვას საჭიროების. ის დოზები, რომლის მობილიზებაც ქვეყანამ უზრუნველყო, რათა ჩვენ მივაღწიოთ "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ დასმულ სამიზნეს და დავიცვათ ეპიდვითარება ქვეყანაში, ასევე "ბუსტერ“ დოზების დამცველობით ეფექტზე ბოლო პერიოდში დიდი აქცენტი კეთდება, რადგან "ომიკრონის“ შტამის გავრცელებასთან ერთად, აშკარად იკვეთება "ბუსტერ“ დოზების გაკეთების აუცილებლობა.

"ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან შესაძლებელი იქნება, რომ მოსახლეობამ მესამე თვიდან მიიღოს ვაქცინა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, შეიცვლება თუ არა სრულად ვაქცინირებულის სტატუსი "ბუსტერ“ დოზის გაკეთების რეკომენდაციის ძალაში შესვლის შემდეგ.

"სრულად ვაქცინირებულის განმარტება ჩვენი ქვეყნის კონტექსტში ემყარება "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ განმარტებას. ჯერჯერობით, ეს ორგანიზაცია სრულად ვაქცინირებულს განმარტავს, როგორც 2 დოზით ვაქცინირებულს, გარდა "ჯონსონის და ჯონსონის“ ვაქცინისა. ეს განმარტება თუ შეიცვლება და ამას დაემატება "ბუსტერ“ დოზის აუცილებლობაც, ჩვენც განვიხილავთ განმარტების გადახედვის საკითხს.

”სინოვაკის“ და "სინოფარმის“ შემთხვევაში ჩვენ მოგვმართავენ მოქალაქეები, ვისაც მოგზაურობისთვის სჭირდებათ ვაქცინაციის სტატუსის შეცვლა. იმ ქვეყანაში, სადაც მიემგზავრებიან აუცილებელი მოთხოვნაა სხვა ვაქცინა, მაგალითად, "ფაიზერი“, "ასტრაზენეკა“, "ჯონსონი და ჯონსონი“. ამ შემთხვევაში მოქალაქემ გარკვეული მარტივი დასაბუთების საფუძველზე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მას თავიდან, ხელახლა ჩაუტარებენ ვაქცინაციას და ამის გაკეთება შესაძლებელია "სინოფარმით“ ან "სინოფარმით“ მეორე დოზის ჩატარებიდან უკვე 1 თვეში - 21 დღე არის საკმარისი ინტერვალი ამის გასაკეთებლად“, - აღნიშნა გაბუნიამ.