მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სათამაშოების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება - რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ ქართული კომპანიები
სათამაშოების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება - რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ ქართული კომპანიები

ბავ­შვე­ბი და მათი უსაფრ­თხო­ე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბია, სა­თა­მა­შო­ე­ბის მი­მართ მო­თხოვ­ნე­ბი მკაცრ­დე­ბა. არის თუ არა ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი მზად და რა სირ­თუ­ლე­ებს შე­იძ­ლე­ბა წა­ა­წყდნენ კომ­პა­ნი­ე­ბი - ამის გა­სარ­კვე­ვად და­სა­ხე­ლე­ბულ სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე სა­მარ­თლის ჯგუფს და მის იუ­რის­ტებს მივ­მარ­თეთ.

რა სირ­თუ­ლე­ე­ბი შეგ­ხვდათ სა­თა­მა­შო­ე­ბის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის ამოქ­მე­დე­ბი­სას და რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო?

ანა ბაქ­რა­ძე, სა­მარ­თლის ჯგუ­ფის იუ­რის­ტი: სა­მარ­თლის ჯგუ­ფი აღ­ნიშ­ნუ­ლი რეგ­ლა­მენ­ტის ამოქ­მე­დე­ბამ­დე აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი მისი გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში. რიგ აქ­ტი­ვო­ბებ­თან ერ­თად, სა­თა­მა­შო­ე­ბის ორი უმ­სხვი­ლე­სი მა­ღა­ზი­ის - „პე­პე­ლა“ და „XS TOYS“ - წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად და­ვეს­წა­რით არა­ერთ შეხ­ვედ­რას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და შევ­ხვედ­რო­დით და უშუ­ა­ლო კი­თხვე­ბი დაგ­ვეს­ვა ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რო­მელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბი­თაც მოხ­და ახა­ლი რეგ­ლა­მენ­ტის შექ­მნა და ამოქ­მე­დე­ბა.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო ის ფაქ­ტი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულ სირ­თუ­ლე­ებს, მა­გა­ლი­თად, ამ ორი კომ­პა­ნი­ის შემ­თხვე­ვა­ში თით­ქმის არ ჰქო­ნია ად­გი­ლი, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ XS TOYS არის ერ­თა­დერ­თი ევ­რო­პუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის ქსე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მა­ღა­ზი­ა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­თა­მა­შო არის ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ „პე­პე­ლას“, ის თა­ნამ­შრომ­ლობს ისეთ მწარ­მო­ებ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­თა­მა­შო­ე­ბის წარ­მო­ე­ბას.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია სა­თა­მა­შო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის­თვი­საც სა­ჭი­რო გახ­და ეტი­კე­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა ქარ­თულ ენა­ზე. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს სა­თა­მა­შოს მოხ­მა­რე­ბა ისე, რომ უსაფრ­თხო იყოს ბავ­შვე­ბის­თვის.

ასე­ვე სი­ა­მა­ყით გვინ­და ვაც­ნო­ბოთ ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს, რომ „პე­პე­ლამ“ მათ შეს­თა­ვა­ზა ისე­თი ახა­ლი უსაფრ­თხო სა­თა­მა­შო­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი „ჟი­რა­ფი ჟოზე“ და „მე­ზღაპ­რე და­თუ­ნია“.

რეგ­ლა­მენ­ტის ამოქ­მე­დე­ბი­დან თით­ქმის 6 თვე გა­ვი­და, რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად შეძ­ლო სა­თა­მა­შო­ე­ბის ბიზ­ნეს­მა და­ეძ­ლია ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც რეგ­ლა­მენ­ტის ამოქ­მე­დე­ბას ახ­ლდა თან.

ანა ბაქ­რა­ძე, სა­მარ­თლის ჯგუ­ფის იუ­რის­ტი: დღეს თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია იმის თქმა, რომ პე­პე­ლა და XS TOYS აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა იმ მო­თხოვ­ნას, რომ­ლე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რეგ­ლა­მენ­ტით. ეს იყო სა­მარ­თლის ჯგუ­ფი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი და მომ­ხმა­რე­ბელს აქვს გა­რან­ტია, რომ ორი­ვე მა­ღა­ზი­ა­ში შე­უძ­ლია შე­ი­ძი­ნოს უსაფრ­თხო, ევ­რო­კავ­შირ­ში არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­თა­მა­შო­ე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე არი­ან ასე­ვე მწარ­მო­ებ­ლე­ბი, დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი, იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი, რომ­ლებ­საც, ვფიქ­რობ, უფრო მეტი გა­მოწ­ვე­ვა აქვთ, თუმ­ცა ამ სა­კი­თხში ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, მა­თაც და­ეხ­მა­რე­ბა და შეგ­ვიძ­ლია მათი სა­მარ­თლებ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რა.

რა მო­თხოვ­ნებს უწე­სებს „სა­თა­მა­შო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი“ ბიზ­ნეს სუ­ბი­ექ­ტებს?

ანა ჯა­ნუ­ყაშ­ვი­ლი, სა­მარ­თლის ჯგუ­ფის იუ­რის­ტი: „სა­თა­მა­შო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის“ ამოქ­მე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­როს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ამოქ­მე­დე­ბა სწო­რედ ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბით არის ნა­კის­რი. რეგ­ლა­მენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ბა­ზარ­ზე უსაფრ­თხო სა­თა­მა­შოს გან­თავ­სე­ბას, რაც მთელ რიგ მო­თხოვ­ნებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, კერ­ძოდ, მო­თხოვ­ნე­ბი სა­თა­მა­შოს ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის, ისე ფი­ზი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია EN71 უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტით, ასე­ვე დო­კუ­მენ­ტუ­რი შე­სა­ბა­მი­სო­ბა, რაც თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხმობს, მა­გა­ლი­თად, სა­თა­მა­შო­ზე ეტი­კე­ტი­რე­ბის (ნი­შან­დე­ბის) და­ტა­ნას, შე­სა­ბა­მი­სო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ი­სა და ტესტრე­პორ­ტე­ბის (სა­თა­მა­შო­ე­ბის) უსაფრ­თხო­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი შე­მოწ­მე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნა­სა და სხვ. ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც მო­თხოვ­ნებს არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, შე­სა­ბა­მის სან­ქცი­რე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. კერ­ძოდ, ეს სან­ქცია შე­საძ­ლოა იყოს სა­თა­მა­შოს ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბის შე­ზღუდ­ვა ან აკ­რძალ­ვა, ან უკვე გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­თა­მა­შოს ამო­ღე­ბა ბაზ­რი­დან.

რა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს სა­მარ­თლის ჯგუ­ფი ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც სა­თა­მა­შო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა და რე­ა­ლი­ზე­ბის სფე­რო­ში არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი?

ანა ჯა­ნუ­ყაშ­ვი­ლი, სა­მარ­თლის ჯგუ­ფის იუ­რის­ტი: რო­გორც აღი­ნიშ­ნა, სა­მარ­თლის ჯგუ­ფი მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევს, მა­გა­ლი­თად, ისეთ უმ­სხვი­ლეს სა­თა­მა­შო­ე­ბის ქსელს, რო­გო­რი­ცაა „XS TOYS“ და „პე­პე­ლა“. რეგ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლა­დი ვერ­სია, რო­მე­ლიც 2021 წლის 1 ივ­ლისს უნდა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი­ყო, მი­უ­ხე­და­ვად რეგ­ლა­მენ­ტი­სე­უ­ლი სა­თა­მა­შოს გან­მარ­ტე­ბი­სა, ბაზ­რის მო­ნა­წი­ლე­თათ­ვის ტო­ვებ­და გარ­კვე­ულ ღია კი­თხვებს, თუ რა ტი­პის პრო­დუქ­ცია უნდა მიჩ­ნე­უ­ლი­ყო სა­თა­მა­შოდ და სხვ. სა­მარ­თლის ჯგუ­ფი­სა და ჩვე­ნი კლი­ენ­ტი კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რე­ბი, რო­გორც ბა­ზარ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან, ასე­ვე ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნის აპა­რატ­თან და სხვ. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა სა­მუ­შა­ო­ებ­მა ერ­თგვა­რი პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, და­კონ­კრეტ­და სა­თა­მა­შო­ე­ბის ნუს­ხა პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბით და სა­სა­ქონ­ლო ნო­მენკლა­ტუ­რით, ასე­ვე 2022 წლის 1 იან­ვრამ­დე გა­და­ი­წია სა­თა­მა­შო წიგ­ნებ­ზე რეგ­ლა­მენ­ტის, მათ შო­რის სან­ქცი­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტის, ამოქ­მე­დე­ბის ვა­დამ. შე­დე­გად, გარ­კვე­უ­ლი ბიზ­ნეს სუ­ბი­ექ­ტე­ბი უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვდე­ბი­ან სა­თა­მა­შო­ე­ბის სფე­როს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლად ამოქ­მე­დე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თლის ჯგუფს, ჯგუ­ფის იუ­რის­ტე­ბი, კონ­სულ­ტა­ცი­ას უწე­ვენ კლი­ენ­ტებს, მათ შო­რის, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რი შე­სა­ბა­მი­სო­ბის ირ­გვლივ, კერ­ძოდ, ესაა სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო ნა­წი­ლი, ეტი­კე­ტი­რე­ბის სწო­რად შედ­გე­ნა, გა­მარ­თუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბის დეკ­ლა­რა­ცია, ტესტრე­პორ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა, „სა­თა­მა­შოს იმ­პორ­ტის წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის“ წარ­დგე­ნა და სხვ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია და­ვეხ­მა­როთ კომ­პა­ნი­ებს მათი საქ­მი­ა­ნო­ბა იცავ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებს. ვი­ნა­ი­დან სა­კი­თხი ახა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რი­სათ­ვის, ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, სა­მარ­თლებ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფარ­თო წრი­სათ­ვის. ჩვე­ნი მხრივ, მზა­ო­ბას ვა­ცხა­დებთ ამ სპე­ცი­ფი­კურ სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სათამაშოების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება - რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ ქართული კომპანიები

სათამაშოების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება - რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ ქართული კომპანიები

ბავშვები და მათი უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია, ამ მიმართულებით კანონმდებლობაში სიახლეებია, სათამაშოების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება. არის თუ არა ქართული ბაზარი მზად და რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ კომპანიები - ამის გასარკვევად დასახელებულ საკითხებზე მომუშავე სამართლის ჯგუფს და მის იურისტებს მივმართეთ.

რა სირთულეები შეგხვდათ სათამაშოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებისას და რა ღონისძიებების გატარება გახდა საჭირო?

ანა ბაქრაძე, სამართლის ჯგუფის იურისტი: სამართლის ჯგუფი აღნიშნული რეგლამენტის ამოქმედებამდე აქტიურად იყო ჩართული მისი განხილვის პროცესში. რიგ აქტივობებთან ერთად, სათამაშოების ორი უმსხვილესი მაღაზიის - „პეპელა“ და „XS TOYS“ - წარმომადგენლებთან ერთად დავესწარით არაერთ შეხვედრას, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული, საშუალება გვქონდა შევხვედროდით და უშუალო კითხვები დაგვესვა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომელთა ჩართულობითაც მოხდა ახალი რეგლამენტის შექმნა და ამოქმედება.

მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ განსაკუთრებულ სირთულეებს, მაგალითად, ამ ორი კომპანიის შემთხვევაში თითქმის არ ჰქონია ადგილი, რადგან მოგეხსენებათ, რომ XS TOYS არის ერთადერთი ევროპული სათამაშოების ქსელი საქართველოში და მაღაზიაში განთავსებული ყველა სათამაშო არის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი. რაც შეეხება მაღაზიათა ქსელ „პეპელას“, ის თანამშრომლობს ისეთ მწარმოებლებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის სათამაშოების წარმოებას.

ჩვენი მიზანი იყო ქართველი მომხმარებლისთვის, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მიგვეწოდებინა ინფორმაცია სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რისთვისაც საჭირო გახდა ეტიკეტების მომზადება ქართულ ენაზე. ასევე მნიშვნელოვანი იყო მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს სათამაშოს მოხმარება ისე, რომ უსაფრთხო იყოს ბავშვებისთვის.

ასევე სიამაყით გვინდა ვაცნობოთ ქართველ მომხმარებელს, რომ „პეპელამ“ მათ შესთავაზა ისეთი ახალი უსაფრთხო სათამაშოები, როგორიცაა ყველასათვის საყვარელი „ჟირაფი ჟოზე“ და „მეზღაპრე დათუნია“.

რეგლამენტის ამოქმედებიდან თითქმის 6 თვე გავიდა, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლო სათამაშოების ბიზნესმა დაეძლია ის გამოწვევები, რომლებიც რეგლამენტის ამოქმედებას ახლდა თან.

ანა ბაქრაძე, სამართლის ჯგუფის იურისტი: დღეს თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ პეპელა და XS TOYS აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც გათვალისწინებულია რეგლამენტით. ეს იყო სამართლის ჯგუფისა და კომპანიების ერთობლივი მუშაობის შედეგი და მომხმარებელს აქვს გარანტია, რომ ორივე მაღაზიაში შეუძლია შეიძინოს უსაფრთხო, ევროკავშირში არსებული სტანდარტების შესაბამისი სათამაშოები. საქართველოს ბაზარზე არიან ასევე მწარმოებლები, დისტრიბუტორები, იმპორტიორები, რომლებსაც, ვფიქრობ, უფრო მეტი გამოწვევა აქვთ, თუმცა ამ საკითხში ჩვენი გამოცდილება, მათაც დაეხმარება და შეგვიძლია მათი სამართლებრივი მხარდაჭერა.

რა მოთხოვნებს უწესებს „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ ბიზნეს სუბიექტებს?

ანა ჯანუყაშვილი, სამართლის ჯგუფის იურისტი: „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ამოქმედება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებით არის განპირობებული. აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ამოქმედება სწორედ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით არის ნაკისრი. რეგლამენტი ითვალისწინებს ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოს განთავსებას, რაც მთელ რიგ მოთხოვნებთან არის დაკავშირებული, კერძოდ, მოთხოვნები სათამაშოს ქიმიური შემადგენლობის, ისე ფიზიკური მახასიათებლების მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულია EN71 უსაფრთხოების სტანდარტით, ასევე დოკუმენტური შესაბამისობა, რაც თავის თავში გულისხმობს, მაგალითად, სათამაშოზე ეტიკეტირების (ნიშანდების) დატანას, შესაბამისობის დეკლარაციისა და ტესტრეპორტების (სათამაშოების) უსაფრთხოების ლაბორატორიული შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და სხვ. ბიზნესოპერატორი, რომელიც მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შესაბამის სანქცირებას დაექვემდებარება. კერძოდ, ეს სანქცია შესაძლოა იყოს სათამაშოს ბაზარზე განთავსების შეზღუდვა ან აკრძალვა, ან უკვე განთავსებული სათამაშოს ამოღება ბაზრიდან.

რა სახის მომსახურებას სთავაზობს სამართლის ჯგუფი ბიზნესოპერატორებს, რომლებიც სათამაშოების წარმოებისა და რეალიზების სფეროში არიან წარმოდგენილნი?

ანა ჯანუყაშვილი, სამართლის ჯგუფის იურისტი: როგორც აღინიშნა, სამართლის ჯგუფი მომსახურებას უწევს, მაგალითად, ისეთ უმსხვილეს სათამაშოების ქსელს, როგორიცაა „XS TOYS“ და „პეპელა“. რეგლამენტის პირველადი ვერსია, რომელიც 2021 წლის 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო, მიუხედავად რეგლამენტისეული სათამაშოს განმარტებისა, ბაზრის მონაწილეთათვის ტოვებდა გარკვეულ ღია კითხვებს, თუ რა ტიპის პროდუქცია უნდა მიჩნეულიყო სათამაშოდ და სხვ. სამართლის ჯგუფისა და ჩვენი კლიენტი კომპანიების აქტიური ჩართულობით გაიმართა შეხვედრები, როგორც ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთან, ასევე ბიზნესომბუდსმენის აპარატთან და სხვ. განხორციელებულმა სამუშაოებმა ერთგვარი პოზიტიური შედეგი გამოიღო, დაკონკრეტდა სათამაშოების ნუსხა პროდუქტის დასახელებით და სასაქონლო ნომენკლატურით, ასევე 2022 წლის 1 იანვრამდე გადაიწია სათამაშო წიგნებზე რეგლამენტის, მათ შორის სანქცირების კომპონენტის, ამოქმედების ვადამ. შედეგად, გარკვეული ბიზნეს სუბიექტები უფრო მომზადებულები შეხვდებიან სათამაშოების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულად ამოქმედებას.

რაც შეეხება სამართლის ჯგუფს, ჯგუფის იურისტები, კონსულტაციას უწევენ კლიენტებს, მათ შორის, დოკუმენტაციის ტექნიკური შესაბამისობის ირგვლივ, კერძოდ, ესაა სახელშეკრულებო ნაწილი, ეტიკეტირების სწორად შედგენა, გამართული შესაბამისობის დეკლარაცია, ტესტრეპორტების არსებობა, „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენა და სხვ. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს მათი საქმიანობა იცავდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ვინაიდან საკითხი ახალია საქართველოს ბაზრისათვის, ჩვენი დაკვირვებით, სამართლებრივი მხარდაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანია ფართო წრისათვის. ჩვენი მხრივ, მზაობას ვაცხადებთ ამ სპეციფიკურ სფეროში თანამშრომლობისთვის.