მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებული და აქტიური სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებული და აქტიური სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი სტუ­დენ­ტე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა წლის მან­ძილ­ზე სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­მელ­თა მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც დღეს სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში და­ჯილ­დოვ­დნენ. პრო­ექ­ტე­ბის - ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­თე­მა­ტი­კის ფეს­ტი­ვა­ლის, მა­თე­მა­ტი­კის ზამ­თრის სკო­ლა 2021-ის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ზა­ფხუ­ლის სკო­ლა 2021-ის, Extra Curricular Academic Service (ECAS)-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს, ასე­ვე მა­ღა­ლი GPA-ის მქო­ნე სტუ­დენ­ტებს KIU-ს რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ და მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა რა­მაზ ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბი გა­დას­ცეს.

ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­თე­მა­ტი­კის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში KIU-ს მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ შე­ექ­მნათ ინო­ვა­ცი­უ­რი და შთამ­ბეჭ­და­ვი პრო­ექ­ტე­ბი. ასეთ გა­სა­ო­ცარ პრო­ექ­ტებს შო­რი­საა - მა­თე­მა­ტი­კუ­რი ფორ­მუ­ლე­ბის შე­დე­გე­ბი და მათი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია, ჰარ­მო­ნოგ­რა­ფი, მა­თე­მა­ტი­კუ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, აბა და­მი­ჭი­რე, სამ­ყა­რო - უდი­დე­სი მა­თე­მა­ტი­კო­სი, შავი ხვრე­ლი, ზუს­ტი ანა­რეკ­ლის ობი­ექ­ტუ­რი ასახ­ვა.

„დღეს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც გა­მო­ვავ­ლი­ნეთ და და­ვა­ჯილ­დო­ვეთ სა­უ­კე­თე­სო აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­თე­მა­ტი­კის ფეს­ტი­ვა­ლის, მა­თე­მა­ტი­კის ზამ­თრის სკო­ლი­სა და მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ზა­ფხუ­ლის სკო­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი. მათ გა­და­ვე­ცით სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბი. იმე­დი გვაქვს, რომ ეს და­ეხ­მა­რე­ბა და წა­ა­ხა­ლი­სებს ახალ­გაზ­რდებს, რათა ის­წავ­ლონ ჩვენს აკა­დე­მი­ურ სივ­რცე­ში და გახ­დნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მსგავ­სი ტი­პის გა­მოც­დი­ლე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით გა­მო­ად­გე­ბათ.

„ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­თე­მა­ტი­კის ფეს­ტი­ვალ­ში, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მე და ჩემი გუნ­დი შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა გრა­ვი­ტა­ცი­ის სი­მუ­ლა­ცია და, ასე­ვე საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ამო­ცა­ნის - 4 ჭი­ა­მა­ი­ას გან­ზო­გა­დე­ბის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია. ჩვენს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ავი­ღეთ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე რექ­ტორ­მა წა­ა­ხა­ლი­სა სტუ­დენ­ტთა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბაც და 4.0 GPA-ის მქო­ნე სტუ­დენ­ტებს პლან­შე­ტე­ბი გად­მოგ­ვცა, 3.5-ზე მა­ღა­ლი GPA-ის მქო­ნე პი­რებს კი, ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ჰუ­დე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და რექ­ტო­რის სტი­პენ­დი­ან­ტმა თომა ფირ­ცხე­ლან­მა.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტთა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით მსგავს პრო­ექ­ტებს მო­მა­ვალ­შიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებული და აქტიური სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებული და აქტიური სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებული და აქტიური სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. უნივერსიტეტმა წლის მანძილზე სხვადასხვა მასშტაბური პროექტი განახორციელა, რომელთა მონაწილეებიც დღეს საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ. პროექტების - ვიზუალური მათემატიკის ფესტივალის, მათემატიკის ზამთრის სკოლა 2021-ის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ზაფხულის სკოლა 2021-ის, Extra Curricular Academic Service (ECAS)-ის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს, ასევე მაღალი GPA-ის მქონე სტუდენტებს KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების ხელმძღვანელმა რამაზ ბოჭორიშვილმა სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები გადასცეს.

ვიზუალური მათემატიკის ფესტივალის ფარგლებში KIU-ს მეორე კურსის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ შეექმნათ ინოვაციური და შთამბეჭდავი პროექტები. ასეთ გასაოცარ პროექტებს შორისაა - მათემატიკური ფორმულების შედეგები და მათი ვიზუალიზაცია, ჰარმონოგრაფი, მათემატიკური თავგადასავალი, აბა დამიჭირე, სამყარო - უდიდესი მათემატიკოსი, შავი ხვრელი, ზუსტი ანარეკლის ობიექტური ასახვა.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, ვიზუალური მათემატიკის ფესტივალის, მათემატიკის ზამთრის სკოლისა და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ზაფხულის სკოლის გამარჯვებულები. მათ გადავეცით სპეციალური პრიზები. იმედი გვაქვს, რომ ეს დაეხმარება და წაახალისებს ახალგაზრდებს, რათა ისწავლონ ჩვენს აკადემიურ სივრცეში და გახდნენ წარმატებულები“, - აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

გამარჯვებული სტუდენტები საკუთარი პროექტების შესახებ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის გამოცდილება კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გამოადგებათ.

„ვმონაწილეობდი ვიზუალური მათემატიკის ფესტივალში, რომლის ფარგლებშიც მე და ჩემი გუნდი შევეცადეთ გაგვეკეთებინა გრავიტაციის სიმულაცია და, ასევე საკმაოდ ცნობილი ამოცანის - 4 ჭიამაიას განზოგადების ვიზუალიზაცია. ჩვენს ნომინაციაში ავიღეთ პირველი ადგილი. ღონისძიებაზე რექტორმა წაახალისა სტუდენტთა აკადემიური მოსწრებაც და 4.0 GPA-ის მქონე სტუდენტებს პლანშეტები გადმოგვცა, 3.5-ზე მაღალი GPA-ის მქონე პირებს კი, ბრენდირებული ჰუდები“, - განაცხადა რექტორის სტიპენდიანტმა თომა ფირცხელანმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების მიზნით მსგავს პროექტებს მომავალშიც განახორციელებს.

NS