ავტორი:

Coldplay "პენსიაზე გადის" - კრის მარტინის განცხადება,  რომელმაც ჯგუფის მილიონობით ფანი დაამწუხრა

Coldplay "პენსიაზე გადის" - კრის მარტინის განცხადება,  რომელმაც ჯგუფის მილიონობით ფანი დაამწუხრა

Coldplay-ს სოლისტი, კრის მარტინი ამბობს, რომ შესაძლოა, ჯგუფი 2025 წლიდან "პენსიაზე გავიდეს" და მსმენელს ახალი სიმღერები აღარ შესთავაზოს. მილიონობით ფანისთვის სამწუხარო საკითხზე კრისმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ჯგუფს დებიუტიდან 25 წელი შეუსრულდება.

Zoe Ball Breakfast Show-ში მარტინმა ჯგუფის სამომავლო გეგმებზე ასეთი რამ თქვა: "მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, ჩვენი ჯგუფის უკანასკნელი ალბომი 2025 წელს გამოვა და შემდეგ, მგონი, მხოლოდ ტურებზე ვივლით ხოლმე. შეიძლება კოლაბორაციებიც გვქონდეს, მაგრამ თავად Coldplay-ს კატალოგი აქ დამთავრდება.“

ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბრიტანულმა ჯგუფმა შოუ-ბიზნესიდან წასვლაზე მიგვანიშნა.

Coldplay საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია. მათ 9 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული და ყველა მათგანი პირველ ადგილს იკავებდა დიდი ბრიტანეთის მუსიკალურ ჩარტებში.

ჯგუფისთვის გამონაკლისი არც 2021 წელი იყო. წელს Coldplay-სა და სამხრეთ კორეული ჯგუფის - BTS-ის კოლაბორაციულმა სიმღერამ - My Universe, "ბილბორდის" პირველი ადგილი დაიკავა. მათი პოპულარული ტრეკის, Viva La Vida-ს შემდეგ, ჯგუფი "ბილბორდის" ჩარტში პირველი აღარ ყოფილა.

Coldplay-ს, საერთო ჯამში, 9 ბრიტანული მუსიკის დაჯილდოვების და 7 გრემის ჯილდო აქვთ მიღებული.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა