ავტორი:

სილვიო ბერლუსკონის დაბრუნება - გახდება თუ არა 85 წლის ყოფილი პრემიერ მინისტრი იტალიის ახალი პრეზიდენტი?

სილვიო ბერლუსკონის დაბრუნება - გახდება თუ არა 85 წლის ყოფილი პრემიერ მინისტრი  იტალიის ახალი პრეზიდენტი?

ბოლო დღეებია 85 წლის სილვიო ბერლუსკონის პოლიტიკაში დაბრუნება იტალიური მედიის განხილვის მთავარი თემაა.

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მიღწევები მისმა სისხლის სამართლის ბრალდებებმა გადაფარა - საგადასახადო თაღლითობა და წვეულებები, რომლებსაც ის "ბუნგა-ბუნგას“ ეძახდა, ყველასთვისაა ცნობილი.

მას ბრალი ედებოდა არასრულწლოვანი მაროკოელი გოგონასთვის (მეტსახელად - "გულების დამპყრობელი რუბი"), სექსისთვის ფულის გადახდასა და მოწმეების მოსყიდვაში.

"გულების დამპყრობელი რუბი"

ბერლუსკონის მხარდამჭერებს სჯერათ, რომ მისი ბრალდებები პოლიტიკის გავლენითაა გამწვავებული და ის მსხვერპლია.

"ისტორიაში, პროკურორების მიერ ყველაზე დევნილი ადამიანი მე ვარ“, - თქვა ბერლუსკონიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

"სილვიო ბერლუსკონი განუმეორებელი ფიგურაა, ძალიან სკანდალური, მაგრამ მნიშვნელოვანი და ახლა ის რეაბილიტაციისთვის ემზადება", - ამბობს ჯოვანი ორსინა, რომის უნივერსიტეტის პროფესორი.

პროფესორი ვარაუდობს, რომ "მას სურს, რომ იტალიის მოსახლეობამ ის, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, ისე მიიღოს და არა როგორც მსჯავრდებული.“

ხალხს ებადება კითხვა, თავის სასიკეთოდ უნდა მას პრეზიდენტობა, თუ იტალიის.

სილვიო ბერლუსკონის ცხოვრება საპნის ოპერის სიუჟეტებს მოგვაგონებს, ის გულების დამპყრობელიც იყო, გმირიც და გადარჩენილიც და ალბათ მისი ბოლო სიუჟეტი დაბრუნება იქნება.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა