საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამზან კადიროვი რეჯეფ ერდოღანს, თურქეთში ჯოხარ დუდაევის ძეგლის გახსნის გამო, ემუქრება - რას ამბობენ მოსკოვსა და ანკარაში?
რამზან კადიროვი რეჯეფ ერდოღანს, თურქეთში ჯოხარ დუდაევის ძეგლის გახსნის გამო, ემუქრება - რას ამბობენ მოსკოვსა და ანკარაში?

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია ბი-ბი-სი-ს რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი (BBC Russian) აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "რამ­ზან კა­დი­რო­ვი თურ­ქეთ­ში ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის ძეგლის გახ­სნის წი­ნა­აღ­მდე­გია: რას ამ­ბო­ბენ მოს­კოვ­სა და ან­კა­რა­ში“.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის შე­მოკ­ლე­ბულ ში­ნა­არსს:

"ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ტე­რო­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბა­სა და წა­ქე­ზე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. კრი­ტი­კის სა­ბა­ბი გახ­და ქა­ლაქ კორ­ფე­ზე­ში ) სტამ­ბო­ლი­დან 90 კმ-ის მო­შო­რე­ბით) ჩეჩ­ნე­თის (იჩ­ქე­რი­ის) პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის სა­ხე­ლო­ბის პარ­კი­სა და იქვე მისი ძეგლის გახ­სნა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჯო­ხარ დუ­და­ე­ვი თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რი იყო, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან კონ­ფლიქ­ტის დროს, 1996 წლის აპ­რილ­ში და­ი­ღუ­პა.

რამ­ზან კა­დი­რო­ვი და­ი­მუქ­რა, რომ სა­პა­სუ­ხოს იგი გროზ­ნო­ში ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის და­მა­არ­სებ­ლის აბ­დუ­ლა ოჯა­ლა­ნის ძეგლს გახ­სნის, მისი სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია თურ­ქეთ­ში ტე­რო­რის­ტუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, მისი ლი­დე­რი აბ­დუ­ლა ოჯა­ლა­ნი კი იმ სა­პყრო­ბი­ლე­ში იხ­დის სას­ჯელს, რო­მე­ლიც კუნ­ძულ იმ­რალ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

"ღიად მივ­მარ­თავ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტს რე­ჯეფ ერ­დო­ღანს - გონს მო­დით! თქვენ ან ისე­თი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუსს იღებთ, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტებს სა­ჯა­როდ მხარს უჭერს, ან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ნორ­მა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას გა­აგ­რძე­ლებთ და მის ზურგს უკან პო­ლი­ტი­კას არ შე­იც­ვლით“, - და­წე­რა რამ­ზან კა­დი­როვ­მა 22 დე­კემ­ბერს თა­ვის "ტე­ლეგ­რა­მარხში", - "ვიდ­რე თურ­ქეთ­ში თავს აფა­რე­ბენ ძებ­ნი­ლი ბან­დი­ტე­ბი და კა­ცისმკვლე­ლე­ბი, ვიდ­რე ისი­ნი ღიად აწყო­ბენ ღო­ნის­ძი­ე­ბებს პარ­კე­ბი­სათ­ვის იმ ტე­რო­რის­ტე­ბის სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვის მიზ­ნით, რომ­ლებ­საც ხელი ათა­სო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის სის­ხლში აქვთ გას­ვრი­ლი, მა­ნამ ჩვენ ვი­ტო­ვებთ სა­პა­სუ­ხო მოქ­მე­დე­ბის უფ­ლე­ბას“.

  • რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის პო­ზი­ცია

ოთხშა­ბათს კრემლში ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვანს დი­მიტ­რი პეს­კოვს ჰკი­თხეს, თუ რა კო­მენ­ტარს გა­უ­კე­თებ­და იგი რამ­ზან კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბას.

"ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად გა­მოხ­ტა, მაგ­რამ ამის ახ­სნა შე­იძ­ლე­ბა. ეს არის იმ რე­გი­ო­ნის ლი­დე­რის რე­აქ­ცია, რომ­ლე­მაც რამ­დე­ნი­მე ომი და ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი გა­და­ი­ტა­ნა. მათ რუ­სე­თის ამ რე­გი­ო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა სურ­დათ“, - აღ­ნიშ­ნა პრესმდი­ვან­მა და და­ა­კონ­კრე­ტა:

"ერთ-ერთი ტე­რო­რის­ტი, რო­მე­ლიც ასე აკეთ­და, რა­ღაც მო­მენ­ტში მათი წი­ნამ­ძღო­ლი ჯო­ხარ დუ­და­ე­ვიც იყო... ასე რომ, როცა რამ­ზან კა­დი­როვ­მა გა­ი­გო, რომ თურ­ქეთ­ში პარკს ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის სა­ხე­ლი უწო­დეს და იქ მისი ძეგლიც გახ­სნეს, მისი რე­აქ­ცია სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია“.

აბ­დუ­ლა ოჯა­ლა­ნი

დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ რუ­სეთ­მა პო­ზი­ცია მსგავს ფაქ­ტებ­ზე ჯერ კი­დევ 15 დე­კემ­ბერს გა­მო­ხა­ტა, როცა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ განა­ცხა­და - "რუ­სე­თი­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია ყვე­ლა ჯუ­რის ექ­სტრე­მის­ტის, ტე­რო­რის­ტი­სა და კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტი­სათ­ვის ძეგ­ლე­ბის დად­გმა“.

თურ­ქეთ­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბა მთავ­რო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ გა­ზეთ "დე­ი­ლი სა­ბაჰ­ში" (Daily Sabah) ასე­თი ფორ­მუ­ლი­რე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდა - "რუ­სე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი და­ი­მუქ­რა, რომ ლე­გენ­და­რუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის­თვის ძეგლის გახ­სნის სა­პა­სუ­ხოდ იგი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­თა­უ­რის აბ­დუ­ლა ოჯა­ლა­ნის ძეგლს გახ­სნის“. კი­დევ ერ­თმა გა­ზეთ­მა - "იენი სა­ფაკ­მა" (Yeni Safak) აღ­ნიშ­ნა, რომ ჩე­ჩე­ნე­თის ლი­დერ­მა თურ­ქე­თი ტე­რო­რიზ­მის მხარ­და­ჭე­რა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლაო... იგი­ვე გა­ი­მე­ო­რეს სხვა გა­ზე­თებ­მაც.

თურ­ქუ­ლი მა­ს­მე­დია კო­მენ­ტარს უკე­თებს რამ­ზან კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბას: ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი პირ­და­პირ ამ­ბობს თურ­ქეთ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­უ­რე­სე­ბა­ზე და ან­კა­რას მო­უ­წო­დებს ფრთხი­ლად იყოს, ხოლო მოს­კოვს - აქ­ტი­უ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას.

რო­გორც "დე­ი­ლი სა­ბა­ჰი“ წერს, თურ­ქეთს და რუ­სეთს ერ­თმა­ნეთ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვთ და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რე­გი­ო­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, სი­რი­ის კრი­ზის­ში, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და სხვა­გან. მოს­კოვ­სა და ან­კა­რას ფარ­თო კონ­ტაქ­ტე­ბი აქვთ სამ­ხედ­რო სფე­რო­შიც - თურ­ქეთ­მა რუ­სუ­ლი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა С-400 შე­ის­ყი­და.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
0

ქურთ მუშათა პარტია ოჯალანის დაარსებულია თუ მუსტაფა ბარზანის რომელიც სსრკ-ს კაცი იყო...

პეპო
4

პუტინი რომ აღარ იქნება მერე იქნება გასუსული ეს უბედური

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

რამზან კადიროვი რეჯეფ ერდოღანს, თურქეთში ჯოხარ დუდაევის ძეგლის გახსნის გამო, ემუქრება - რას ამბობენ მოსკოვსა და ანკარაში?

რამზან კადიროვი რეჯეფ ერდოღანს, თურქეთში ჯოხარ დუდაევის ძეგლის გახსნის გამო, ემუქრება - რას ამბობენ მოსკოვსა და ანკარაში?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახური (BBC Russian) აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "რამზან კადიროვი თურქეთში ჯოხარ დუდაევის ძეგლის გახსნის წინააღმდეგია: რას ამბობენ მოსკოვსა და ანკარაში“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ შინაარსს:

"ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მკაცრად გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლება და ტერორიზმის ხელშეწყობასა და წაქეზებაში დაადანაშაულა. კრიტიკის საბაბი გახდა ქალაქ კორფეზეში ) სტამბოლიდან 90 კმ-ის მოშორებით) ჩეჩნეთის (იჩქერიის) პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის სახელობის პარკისა და იქვე მისი ძეგლის გახსნა. როგორც ცნობილია, ჯოხარ დუდაევი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაური იყო, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის დროს, 1996 წლის აპრილში დაიღუპა.

რამზან კადიროვი დაიმუქრა, რომ საპასუხოს იგი გროზნოში ქურთისტანის მუშათა პარტიის დამაარსებლის აბდულა ოჯალანის ძეგლს გახსნის, მისი სახელის უკვდავსაყოფად. ეს ორგანიზაცია თურქეთში ტერორისტულად მიიჩნევა, მისი ლიდერი აბდულა ოჯალანი კი იმ საპყრობილეში იხდის სასჯელს, რომელიც კუნძულ იმრალზე მდებარეობს.

"ღიად მივმართავ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს - გონს მოდით! თქვენ ან ისეთი სახელმწიფოს სტატუსს იღებთ, რომელიც ტერორისტებს საჯაროდ მხარს უჭერს, ან რუსეთის ფედერაციასთან ნორმალურ ურთიერთობას გააგრძელებთ და მის ზურგს უკან პოლიტიკას არ შეიცვლით“, - დაწერა რამზან კადიროვმა 22 დეკემბერს თავის "ტელეგრამარხში", - "ვიდრე თურქეთში თავს აფარებენ ძებნილი ბანდიტები და კაცისმკვლელები, ვიდრე ისინი ღიად აწყობენ ღონისძიებებს პარკებისათვის იმ ტერორისტების სახელის დარქმევის მიზნით, რომლებსაც ხელი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სისხლში აქვთ გასვრილი, მანამ ჩვენ ვიტოვებთ საპასუხო მოქმედების უფლებას“.

  • რუსეთისა და თურქეთის პოზიცია

ოთხშაბათს კრემლში ჟურნალისტებმა პრეზიდენტის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს, თუ რა კომენტარს გაუკეთებდა იგი რამზან კადიროვის განცხადებას.

"ჩეჩნეთის ლიდერმა თავისი გრძნობები ძალიან ემოციურად გამოხტა, მაგრამ ამის ახსნა შეიძლება. ეს არის იმ რეგიონის ლიდერის რეაქცია, რომლემაც რამდენიმე ომი და ტერორისტების მიერ ინიცირებული კონფლიქტი გადაიტანა. მათ რუსეთის ამ რეგიონის გაკონტროლება სურდათ“, - აღნიშნა პრესმდივანმა და დააკონკრეტა:

"ერთ-ერთი ტერორისტი, რომელიც ასე აკეთდა, რაღაც მომენტში მათი წინამძღოლი ჯოხარ დუდაევიც იყო... ასე რომ, როცა რამზან კადიროვმა გაიგო, რომ თურქეთში პარკს ჯოხარ დუდაევის სახელი უწოდეს და იქ მისი ძეგლიც გახსნეს, მისი რეაქცია სრულიად გასაგებია“.

აბდულა ოჯალანი

დიმიტრი პესკოვმა გაიხსენა, რომ რუსეთმა პოზიცია მსგავს ფაქტებზე ჯერ კიდევ 15 დეკემბერს გამოხატა, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა - "რუსეთისათვის მიუღებელია ყველა ჯურის ექსტრემისტის, ტერორისტისა და კოლაბორაციონისტისათვის ძეგლების დადგმა“.

თურქეთში რამზან კადიროვის განცხადება მთავრობასთან დაახლოებულ გაზეთ "დეილი საბაჰში" (Daily Sabah) ასეთი ფორმულირებით გამოქვეყნდა - "რუსეთის რეგიონული ლიდერი რამზან კადიროვი დაიმუქრა, რომ ლეგენდარული პიროვნების ჯოხარ დუდაევისთვის ძეგლის გახსნის საპასუხოდ იგი ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურის აბდულა ოჯალანის ძეგლს გახსნის“. კიდევ ერთმა გაზეთმა - "იენი საფაკმა" (Yeni Safak) აღნიშნა, რომ ჩეჩენეთის ლიდერმა თურქეთი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულაო... იგივე გაიმეორეს სხვა გაზეთებმაც.

თურქული მასმედია კომენტარს უკეთებს რამზან კადიროვის განცხადებას: ჩეჩნეთის ლიდერი პირდაპირ ამბობს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის სავარაუდო გაურესებაზე და ანკარას მოუწოდებს ფრთხილად იყოს, ხოლო მოსკოვს - აქტიური დიპლომატიური ნაბიჯები გადადგას.

როგორც "დეილი საბაჰი“ წერს, თურქეთს და რუსეთს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვთ და აქტიურად მონაწილეობენ რეგიონული პრობლემების მოგვარებაში, მაგალითად, სირიის კრიზისში, სამხრეთ კავკასიაში და სხვაგან. მოსკოვსა და ანკარას ფართო კონტაქტები აქვთ სამხედრო სფეროშიც - თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემა С-400 შეისყიდა.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ