მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში კოვიდ 19-ის სამკურნალოდ "ფაიზერის“ ანტივირუსული აბები დაამტკიცეს - რას ამბობენ მეცნიერები: ინარჩუნებს თუ არა მედიკამენტი ეფექტიანობას "ომიკრონის" მიმართ?
აშშ-ში კოვიდ 19-ის სამკურნალოდ "ფაიზერის“ ანტივირუსული აბები დაამტკიცეს - რას ამბობენ მეცნიერები: ინარჩუნებს თუ არა მედიკამენტი ეფექტიანობას "ომიკრონის" მიმართ?

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის რის­კის ქვეშ მყო­ფი 12 წლის ზე­მოთ ასა­კის პი­რე­ბის­თვის "ფა­ი­ზე­რის“ მიერ შექ­მნი­ლი კო­ვიდ 19-ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტი და­ამ­ტკი­ცა.

კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, ორა­ლუ­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი "პაქსლო­ვი­დი“ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით 89 %-ით ეფექ­ტი­ა­ნია.

ამე­რი­კა­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ, პრე­პა­რა­ტი 2200 ადა­მი­ან­ზე გა­მოს­ცა­და.

"ფა­ი­ზე­რის“ ახა­ლი წამ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტებ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი სა­ერ­თოდ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რაც შე­ე­ხე­ბა მათ, ვინც პლა­ცე­ბოს იღებ­და მე­დი­კა­მენ­ტის ნაც­ვლად, აქ 12 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა ვირუსს.

"გა­დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებ­ში ჩვენ გან­საც­ვიფ­რე­ბელ რი­ცხვებ­თან გვაქვს საქ­მე და ბევ­რი იხ­სნა ჩვენ­მა მე­დი­კა­მენ­ტმა ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან. თუ და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან მა­ლე­ვე მი­ი­ღებს ხალ­ხი ამ წა­მალს, სა­ერ­თოდ, ამით ვირუ­სის სწრაფ გავ­რცე­ლე­ბა­საც ხელი შე­ეშ­ლე­ბა", - ამ­ბობს "ფა­ი­ზე­რის“ მთა­ვა­რი მეც­ნი­ე­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­კა­ელ დოლსტე­ი­ნი.

"ფა­ი­ზე­რის“ პრე­პა­რა­ტი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის იმ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­საც პრო­ტე­ა­ზას ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი ეწო­დე­ბა და ისი­ნი აივ-ინ­ფექ­ცი­ის, C ჰე­პა­ტი­ტის და სხვა ვირუ­სე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა

კომ­პა­ნია "ფა­ი­ზერ­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ ახ­ლა­ხანს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ პრე­პა­რა­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ინარ­ჩუ­ნებს ეფექ­ტი­ა­ნო­ბას კო­რო­ნა­ვირუ­სის "ომიკ­რონ“ ვა­რი­ან­ტის მი­მართ.

შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მე­დი­კა­მენ­ტის 10 მი­ლი­ო­ნი კურ­სის­თვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა­ზე კონ­ტრაქ­ტი გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს. ერთი კურ­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 530 აშშ დო­ლა­რია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფაიზერა
0

ჩიპებს

eka
1

იქნებ ეს სიახლე მუშკეტერებს მიაწოდოს ვინმე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

აშშ-ში კოვიდ 19-ის სამკურნალოდ "ფაიზერის“ ანტივირუსული აბები დაამტკიცეს - რას ამბობენ მეცნიერები: ინარჩუნებს თუ არა მედიკამენტი ეფექტიანობას "ომიკრონის" მიმართ?

აშშ-ში კოვიდ 19-ის სამკურნალოდ "ფაიზერის“ ანტივირუსული აბები დაამტკიცეს - რას ამბობენ მეცნიერები: ინარჩუნებს თუ არა მედიკამენტი ეფექტიანობას "ომიკრონის" მიმართ?

შეერთებულმა შტატებმა მძიმე ავადმყოფობის რისკის ქვეშ მყოფი 12 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის "ფაიზერის“ მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა.

კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, ორალური ანტივირუსული პრეპარატი "პაქსლოვიდი“ მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89 %-ით ეფექტიანია.

ამერიკაში დაფუძნებულმა მედიკამენტების მწარმოებელმა კომპანიამ, პრეპარატი 2200 ადამიანზე გამოსცადა.

"ფაიზერის“ ახალი წამლის მიღების შემდეგ, პაციენტებში გარდაცვალების ფაქტი საერთოდ არ დაფიქსირებულა, რაც შეეხება მათ, ვინც პლაცებოს იღებდა მედიკამენტის ნაცვლად, აქ 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ვირუსს.

"გადარჩენილ ადამიანებში ჩვენ განსაცვიფრებელ რიცხვებთან გვაქვს საქმე და ბევრი იხსნა ჩვენმა მედიკამენტმა ჯანმრთელობის გართულებებისგან. თუ დაინფიცირებიდან მალევე მიიღებს ხალხი ამ წამალს, საერთოდ, ამით ვირუსის სწრაფ გავრცელებასაც ხელი შეეშლება", - ამბობს "ფაიზერის“ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი მიკაელ დოლსტეინი.

"ფაიზერის“ პრეპარატი მედიკამენტების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც პროტეაზას ინჰიბიტორები ეწოდება და ისინი აივ-ინფექციის, C ჰეპატიტის და სხვა ვირუსების სამკურნალოდ გამოიყენება

კომპანია "ფაიზერში“ აცხადებენ, რომ ახლახანს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ პრეპარატი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს ეფექტიანობას კორონავირუსის "ომიკრონ“ ვარიანტის მიმართ.

შეერთებულ შტატებს მედიკამენტის 10 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობაზე კონტრაქტი გაფორმებული აქვს. ერთი კურსის ღირებულება 530 აშშ დოლარია.