ავტორი:

"ძალიან წყნარი წყვილი იყო... ასეთი ჩხუბი არ ჰქონიათ" - რას ამბობენ მეზობლები ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაზე

"ძალიან წყნარი წყვილი იყო... ასეთი ჩხუბი არ ჰქონიათ" - რას ამბობენ მეზობლები ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაზე

თბილისში, ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ორსული მეუღლის მკვლელობის შესახებ დეტალები ხდება ცნობილი.

მეზობლების განმარტებით, მკვლელობის მოტივი მათთვის უცნობია, თუმცა იციან მხოლოდ ის, რომ ფეხმძიმე ქალს სასიკვდილო ჭრილობა მეუღლემ დანით მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

"ორსული გოგო 22 წლის იყო, 5 თვის ფეხმძიმე იყო. როგორც გავიგე, კონფლიქტის შედეგად გაბრაზებულმა დანით დაჭრა. როგორც ვიცი, მეუღლე დააკავეს... კონფლიქტი მოსდიოდათ ხოლმე, მაგრამ ყოველდღიურად არა, ასეთი ჩხუბი არ ჰქონიათ“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

"ძალიან წყნარი წყვილი იყო და არ ვიცი, რა მოხდა, დაბნეულები ვიყავით“, - აცხადებს კიდევ ერთი მეზობელი "ტვ. პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, თბილისში მკვლელობა მოხდა. ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ფეხმძიმე მეუღლე მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.