მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეროვნული თანხმობის პროცესში ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება" - სალომე ზურაბიშვილი
"ეროვნული თანხმობის პროცესში ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება" - სალომე ზურაბიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ელ­ჩე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნაწლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ­ფორ­მატ­ში გა­ი­მარ­თა და ახა­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კურ გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას მი­ე­ძღვნა.

რო­გორც გა­მოს­ვლი­სას პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის პრო­ცეს­ში ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, რად­გან ის მხარ­და­ჭე­რი­ლი უნდა იყოს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი­სა და დი­ას­პო­რის­გან.

"ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ იმით, რომ თა­ვის დრო­ზე აქ და­ვა­არ­სე ამ­ბა­სა­დო­რი­ა­ლის ეს ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ჭი­როა და დღეს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­შია მი­ღე­ბუ­ლი.

თუმ­ცა, დღეს როცა უნდა ვიმ­ყო­ფე­ბო­დეთ სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში, რე­ლა­უ­რად არც და არც კო­ვი­დი, არც დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა­ტი და ამის გამო არც გან­წყო­ბა დი­დად არაა სა­ზე­ი­მო.

რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში ასე­ვე, მსოფ­ლი­ო­ში ეს­კა­ლა­ცია და და­ძა­ბუ­ლო­ბაა. შიგ­ნით, ისე­ვე რო­გორც გა­რეთ პა­სუ­ხი ამ და­ძა­ბუ­ლო­ბა­ზე და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე რე­ა­ლო­ბას აც­დე­ნი­ლია: ულ­ტი­მა­ტუ­მის ენა თუ შიმ­ში­ლო­ბა არ ხსნის და­ძა­ბუ­ლო­ბას და ვერ გვთა­ვა­ზობს გა­მო­სა­ვალს ჩი­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან და ეს ვერც ჩვენ და ვერც მსოფ­ლი­ოს ამ ვი­თა­რე­ბი­დან ვერ გა­მოგ­ვიყ­ვანს.

პან­დე­მი­ამ გვაჩ­ვე­ნა, რომ სო­ლი­და­რო­ბის გა­რე­შე მას ვერ და­ვა­მარ­ცხებთ. ეს­კა­ლა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად გვიჩ­ვე­ნებს, რომ რე­ა­ლუ­რი დი­ა­ლო­გის გა­რე­შე დე­ეს­კა­ლა­ცია და მდგრა­დი სტა­ბი­ლუ­რო­ბა ვერ მი­იღ­წე­ვა და შიგ­ნით და­პი­რის­პი­რე­ბას და პო­ლა­რი­ზა­ცი­ას ჩიხ­ში შეჰ­ყავს ქვე­ყა­ნა. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო დღე­ვან­დე­ლი ჩემი გა­მოს­ვლით და ამ უაღ­რე­სად მძი­მე ეტაპ­ზე, სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო უკ­რა­ი­ნას, სო­ლი­და­რო­ბა და მხარ­და­ჭე­რა მის სუ­ვე­რე­ნო­ბას და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, ასე­ვე, სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო ყვე­ლა დი­ა­ლო­გის მცდე­ლო­ბას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია რე­ა­ლურ დე­ეს­კა­ლა­ცი­ი­სა და კონ­ფლიქ­ტის გა­დაჭ­რის­კენ.

არ­სე­ბუ­ლი და ანაქ­რო­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა მხო­ლოდ ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. დიპ­ლო­მა­ტე­ბი იმის­თვის არი­ან, რომ ეს გზე­ბი გა­მო­ნა­ხონ, რაც არ უნდა უი­მე­დოდ ჩან­დეს მო­ცე­მულ მო­მენ­ტში მშვი­დო­ბი­ა­ნი გზა.

იმა­ვე დას­კვნამ­დე მი­ვე­დი შიდა პო­ლი­ტი­კას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ამი­ტომ და­ვი­წყე ეროვ­ნუ­ლი სა­უბ­რი­სა და თან­ხმო­ბი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი პრო­ცე­სი. ამ პრო­ცეს­ში თქვე­ნი, ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა მჭირ­დე­ბა, რა­მე­თუ თუ ეს პრო­ცე­სი უნდა იყოს მხარ­და­ჭე­რი­ლი ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი­სა და ჩვე­ნი დი­ას­პო­რის­გან, რო­მელ­თა­ნაც უნდა და­ამ­ყა­როთ ბევ­რად ღრმა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ პა­ტა­რა ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტია ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რია, თქვენ ხელ­შია ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცია, მის მი­მართ ნდო­ბა, და მა­შა­სა­და­მე მისი მხარ­და­ჭე­რა. რო­გორც ყვე­ლა ჩვენ­განს, თქვენც ბევ­რად მეტი გმარ­თებთ, არა­სო­დეს არ უნდა იფიქ­როთ, რომ რა­საც აკე­თებთ საკ­მა­რი­სია და ამით დაკ­მა­ყო­ფილ­დეთ, ყო­ველ­თვის მეტი უნდა ისურ­ვოთ და მეტს მი­ვაღ­წევთ.

მჯე­რა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ქა­ლებს კი­დევ გა­აჩ­ნი­ათ გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი რე­სურ­სი კონ­ფლიქ­ტე­ბის და­საძ­ლე­ვად, მო­მა­ვალ წლის მა­ის­ში ეუ­თოს ეგი­დი­თა და ეუ­თოს თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის პო­ლო­ნე­თის მხარ­და­ჭე­რით, ქალ­თა ლი­დე­რე­ბის კონ­ფე­რენ­ცია მო­ვიწ­ვიე. ასე­თი კონ­ფე­რენ­ცი­ის წარ­მა­ტე­ბა ცხა­დია, დიდ­წი­ლად, თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და თქვე­ნი აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის იმე­დი მაქვს.

მინ­და ვი­სარ­გებ­ლო დღე­ვან­დე­ლი დღით და მო­გი­ლო­ცოთ დამ­დე­გი შობა-ახა­ლი წელი თქვენ, თქვენს ოჯა­ხებს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და ყვე­ლას ვუ­სურ­ვო, რომ ეს წელი იყოს ჩვენ­თვის წარ­მა­ტე­ბის, მშვი­დო­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და წინსვლის წე­ლი­წა­დი”, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

: )))))))
0

ჩვენო ბრძენო პრეზიდენტო, ჯობია თქვენი რეკომენდაციით საელჩოებში დანიშნულ დიპლომატებზე იზრუნოთ, რომლებიც სრულ ბუტაფორიას წარმოადგენენ და არცთუ მყარი ფსიქიკით გამოირჩევიან

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ეროვნული თანხმობის პროცესში ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება" - სალომე ზურაბიშვილი

"ეროვნული თანხმობის პროცესში ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაში მიიღო მონაწლეობა, რომელიც ონლაინფორმატში გაიმართა და ახალი გეოპოლიტიკურ გამოწვევების ფონზე საქართველოს საგარეო პოლიტიკას მიეძღვნა.

როგორც გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, ეროვნული თანხმობის პროცესში ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ის მხარდაჭერილი უნდა იყოს პარტნიორი ქვეყნებისა და დიასპორისგან.

"ძალიან ვამაყობ იმით, რომ თავის დროზე აქ დავაარსე ამბასადორიალის ეს ფორმატი, რომელიც ძალიან საჭიროა და დღეს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია მიღებული.

თუმცა, დღეს როცა უნდა ვიმყოფებოდეთ საზეიმო ვითარებაში, რელაურად არც და არც კოვიდი, არც დისტანციური ფორმატი და ამის გამო არც განწყობა დიდად არაა საზეიმო.

როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში ესკალაცია და დაძაბულობაა. შიგნით, ისევე როგორც გარეთ პასუხი ამ დაძაბულობაზე და გამოწვევებზე რეალობას აცდენილია: ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან და ეს ვერც ჩვენ და ვერც მსოფლიოს ამ ვითარებიდან ვერ გამოგვიყვანს.

პანდემიამ გვაჩვენა, რომ სოლიდარობის გარეშე მას ვერ დავამარცხებთ. ესკალაცია ყოველდღიურად გვიჩვენებს, რომ რეალური დიალოგის გარეშე დეესკალაცია და მდგრადი სტაბილურობა ვერ მიიღწევა და შიგნით დაპირისპირებას და პოლარიზაციას ჩიხში შეჰყავს ქვეყანა. მინდა ვისარგებლო დღევანდელი ჩემი გამოსვლით და ამ უაღრესად მძიმე ეტაპზე, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მის სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა დიალოგის მცდელობას, რომელიც მიმართულია რეალურ დეესკალაციისა და კონფლიქტის გადაჭრისკენ.

არსებული და ანაქრონული მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ ძალიან დიდი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დიპლომატები იმისთვის არიან, რომ ეს გზები გამონახონ, რაც არ უნდა უიმედოდ ჩანდეს მოცემულ მომენტში მშვიდობიანი გზა.

იმავე დასკვნამდე მივედი შიდა პოლიტიკასთან მიმართებაში და ამიტომ დავიწყე ეროვნული საუბრისა და თანხმობისაკენ მიმავალი პროცესი. ამ პროცესში თქვენი, ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება, რამეთუ თუ ეს პროცესი უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და ჩვენი დიასპორისგან, რომელთანაც უნდა დაამყაროთ ბევრად ღრმა ურთიერთობები.

არაერთხელ მითქვამს, რომ პატარა ქვეყნის დიპლომატია ეგზისტენციალურია, თქვენ ხელშია ქვეყნის რეპუტაცია, მის მიმართ ნდობა, და მაშასადამე მისი მხარდაჭერა. როგორც ყველა ჩვენგანს, თქვენც ბევრად მეტი გმართებთ, არასოდეს არ უნდა იფიქროთ, რომ რასაც აკეთებთ საკმარისია და ამით დაკმაყოფილდეთ, ყოველთვის მეტი უნდა ისურვოთ და მეტს მივაღწევთ.

მჯერა, რომ მსოფლიოში ქალებს კიდევ გააჩნიათ გამოუყენებელი რესურსი კონფლიქტების დასაძლევად, მომავალ წლის მაისში ეუთოს ეგიდითა და ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პოლონეთის მხარდაჭერით, ქალთა ლიდერების კონფერენცია მოვიწვიე. ასეთი კონფერენციის წარმატება ცხადია, დიდწილად, თქვენზეა დამოკიდებული და თქვენი აქტიური ჩართულობის იმედი მაქვს.

მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი თქვენ, თქვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს და ყველას ვუსურვო, რომ ეს წელი იყოს ჩვენთვის წარმატების, მშვიდობის, ჯანმრთელობისა და წინსვლის წელიწადი”, - განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.