პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტექნოლოგიებში ქალთა როლის გასაძლიერებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამზადების პროგრამა იწყება
ტექნოლოგიებში ქალთა როლის გასაძლიერებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამზადების პროგრამა იწყება

500 ქალი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში - სა­ქარ­თვე­ლო­ში მას­შტა­ბუ­რი გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ექ­ტი იწყე­ბა, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც BTU-მ პრო­ექ­ტის პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში ქალ­თა რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და მეტი ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 500 ქა­ლის გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას იწყებს. გა­დამ­ზა­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მათ შო­რის:

  • Front-end დე­ვე­ლოპ­მენ­ტი;
  • Back-end დე­ვე­ლოპ­მენ­ტი;
  • UI/UX დი­ზა­ი­ნი;
  • გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი;
  • ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გი;
  • ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ტეს­ტი­რე­ბა;

მო­ნა­წი­ლე­ებს შე­არ­ჩე­ვენ რო­გორც თბი­ლი­სი­დან, ისე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან: კა­ხე­თი, ქვე­მო ქარ­თლი, შიდა ქარ­თლი, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი, იმე­რე­თი, რაჭა-ლე­ჩხუ­მი, ქვე­მო სვა­ნე­თი, აჭა­რა, გუ­რია, სა­მეგ­რე­ლო და ზემო სვა­ნე­თი.

გა­დამ­ზა­დე­ბის ტექ-მო­დუ­ლე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა რო­გორც დამ­წყე­ბე­ბის­თვის, ასე­ვე მათ­თვის ვი­საც აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში, ტექ მო­დუ­ლე­ბის გარ­და, ჩა­ტარ­დე­ბა ინ­გლი­სუ­რი ენის ინ­ტენ­სი­უ­რი კურ­სე­ბი და კა­რი­ე­რუ­ლი ბუთ­ქემ­ფი, რო­მე­ლიც შეს­ძენს კან­დი­და­ტებს, ტექ­ნო­ლო­გი­ურ სფე­რო­ში სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვებს. ბუთ­ქემ­ფის ფორ­მატ­ში, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ივ­ლი­ან ტრე­ნინ­გებს ლი­დე­რო­ბის, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, მე­წარ­მე­ო­ბის, ბიზ­ნეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი და­გეგ­მვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ­თან ინ­ტენ­სი­უ­რად იმუ­შა­ვე­ბენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მენ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ეხ­მა­რე­ბი­ან კა­რი­ე­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში და შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბა­ში.

სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით დო­ნე­ე­ბად და­ყო­ფი­ლი კურ­სე­ბის გავ­ლა მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მაქ­სი­მა­ლუ­რად მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პროგ­რა­მით მი­ი­ღონ ცოდ­ნა და და­საქმდნენ.

გა­დამ­ზა­დე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აფა­სე­ბენ:

"პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია არამ­ხო­ლოდ ქა­ლე­ბის ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში, არა­მედ - მათი და­საქ­მე­ბა სხვა­დას­ხვა ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო IT კომ­პა­ნი­ა­ში. ქა­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა ტექ­ში, რა თქმა უნდა, ვერ და­ა­მარ­ცხებს იმ გა­მოწ­ვე­ვას, რაც არ­სე­ბობს, დღეს­დღე­ო­ბით ამ სფე­რო­ში, მაგ­რამ ეს არის ძა­ლი­ან დიდი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იმის­თვის, რომ და­ვარ­წმუ­ნოთ ქა­ლე­ბი სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში - მზარ­დი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის შექ­მნა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დი იდე­აა“, - ნინო ენუ­ქი­ძე, BTU-ს რექ­ტო­რი.

„კომ­პა­ნია Sweeft Digital-ი მუდ­მი­ვად გა­მოთ­ქვამს ინ­ტე­რესს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სტუ­დენ­ტი და­ა­საქ­მოს სხვა­დას­ხვა მზარ­დი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. პრო­ექ­ტის „500 ქალი ტექ­ში“ ფარ­გლებ­ში ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს, რომ ქა­ლე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი და­ვა­საქ­მოთ, შემ­დეგ წელს ვგეგ­მავთ 150-ზე მეტი სტა­ჟი­ო­რის და­საქ­მე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდი მხარ­და­ჭე­რი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით ვერ­თვე­ბით ამ პრო­ექ­ტში“, - ქეთო თო­ფუ­რი­ძე, Sweeft Digital-ის მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

“თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვეთ, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, რომ მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, გა­მოვ­ყოთ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ი­დან რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი სტა­ჟი­რე­ბის­თვის. ზო­გა­დად, ჩვე­ნი კომ­პა­ნია იწყებს ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბას Gamify და NFT პრო­ექ­ტე­ბის კუ­თხით, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რის­თვის ახა­ლია, და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, რომ შე­ვი­ტა­ნოთ ჩვე­ნი წვლი­ლი ქა­ლე­ბის კა­რი­ე­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში“, - გი­ორ­გი ქუ­თა­თე­ლა­ძე, მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი, Sambrela.

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ერ­თვე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მსხვი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენ­ტში გა­და­ამ­ზა­დე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ებს და ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ მათ­თან შემ­დგო­მი და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის.

პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ა­თა რი­ცხვი სის­ტე­მა­ტი­უ­რად იზ­რდე­ბა, ამ ეტაპ­ზე, პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რის­თვის მზა­ო­ბა გა­მოთ­ქვეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა: GITA, თი­ბი­სი, Epam, Exadel, ExactPro, GeoSTQB, ნოქსტო­ნი, b2c, Phubber, სამ­ბრე­ლა, Sweeft Digital, ციფ­რუ­ლი ინ­დუსტრი­ის აკა­დე­მია, Travel Guide, Total Courage - Georgia, და სხვ..

კურ­სებ­ზე რე­გის­ტრა­ცია შე­უძ­ლი­ათ რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში გა­მოც­დილ, ასე­ვე გა­მო­უც­დელ ქა­ლებს - 16 წლის ასა­კი­დან.

კურ­სებ­ზე რე­გის­ტრა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ტექნოლოგიებში ქალთა როლის გასაძლიერებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამზადების პროგრამა იწყება

ტექნოლოგიებში ქალთა როლის გასაძლიერებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამზადების პროგრამა იწყება

500 ქალი ტექნოლოგიებში - საქართველოში მასშტაბური გადამზადების პროექტი იწყება, რომლის პრეზენტაციაც BTU-მ პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა. ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებისა და მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით, 500 ქალის გადამზადების პროგრამას იწყებს. გადამზადება ტექნოლოგიების სფეროში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. მათ შორის:

  • Front-end დეველოპმენტი;
  • Back-end დეველოპმენტი;
  • UI/UX დიზაინი;
  • გრაფიკული დიზაინი;
  • ციფრული მარკეტინგი;
  • ციფრული პროდუქტების ტესტირება;

მონაწილეებს შეარჩევენ როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი.

გადამზადების ტექ-მოდულები ჩატარდება როგორც დამწყებებისთვის, ასევე მათთვის ვისაც აქვს გამოცდილება ტექნოლოგიების სფეროში, ტექ მოდულების გარდა, ჩატარდება ინგლისური ენის ინტენსიური კურსები და კარიერული ბუთქემფი, რომელიც შესძენს კანდიდატებს, ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაოს მოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ბუთქემფის ფორმატში, მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, მეწარმეობის, ბიზნეს კომუნიკაციისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით. მათთან ინტენსიურად იმუშავებენ ინდივიდუალური მენტორები, რომლებიც დაეხმარებიან კარიერულ განვითარებაში და შესაბამისი სამუშაოს მოძიებაში.

სირთულის მიხედვით დონეებად დაყოფილი კურსების გავლა მონაწილეებს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად მათზე მორგებული პროგრამით მიიღონ ცოდნა და დასაქმდნენ.

გადამზადების მნიშვნელობას პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციები აფასებენ:

"პროექტის მიზანია არამხოლოდ ქალების ცოდნის ამაღლება ტექნოლოგიების სფეროში, არამედ - მათი დასაქმება სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო IT კომპანიაში. ქალების გადამზადება ტექში, რა თქმა უნდა, ვერ დაამარცხებს იმ გამოწვევას, რაც არსებობს, დღესდღეობით ამ სფეროში, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ქალები საკუთარ შესაძლებლობებში - მზარდი ტექნოლოგიური მიმართულებით მუშაობა და წარმატებული კარიერის შექმნა განხორციელებადი იდეაა“, - ნინო ენუქიძე, BTU-ს რექტორი.

„კომპანია Sweeft Digital-ი მუდმივად გამოთქვამს ინტერესს, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი დაასაქმოს სხვადასხვა მზარდი ტექნოლოგიური მიმართულებით. პროექტის „500 ქალი ტექში“ ფარგლებში ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ქალების საკმაოდ დიდი ნაწილი დავასაქმოთ, შემდეგ წელს ვგეგმავთ 150-ზე მეტი სტაჟიორის დასაქმებას. აქედან გამომდინარე, დიდი მხარდაჭერითა და ენთუზიაზმით ვერთვებით ამ პროექტში“, - ქეთო თოფურიძე, Sweeft Digital-ის მარკეტინგის სპეციალისტი.

“თავდაპირველად, როდესაც პროექტის შესახებ შევიტყვეთ, ძალიან გაგვიხარდა, რომ მსგავს ღონისძიებებში ჩართვის საშუალება მოგვეცა, გამოვყოთ ჩვენი კომპანიიდან რამდენიმე ადგილი სტაჟირებისთვის. ზოგადად, ჩვენი კომპანია იწყებს ახალ მიმართულებას Gamify და NFT პროექტების კუთხით, რაც საქართველოს ბაზრისთვის ახალია, და მოხარულები ვიქნებით, რომ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქალების კარიერულ განვითარებაში“, - გიორგი ქუთათელაძე, მარკეტინგის დირექტორი, Sambrela.

პროექტის განხორციელებაში ერთვებიან საქართველოში არსებული მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა კომპონენტში გადაამზადებენ მონაწილეებს და ითანამშრომლებენ მათთან შემდგომი დასაქმების ხელშეწყობისთვის.

პარტნიორ კომპანიათა რიცხვი სისტემატიურად იზრდება, ამ ეტაპზე, პროექტის მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვეს ორგანიზაციებმა: GITA, თიბისი, Epam, Exadel, ExactPro, GeoSTQB, ნოქსტონი, b2c, Phubber, სამბრელა, Sweeft Digital, ციფრული ინდუსტრიის აკადემია, Travel Guide, Total Courage - Georgia, და სხვ..

კურსებზე რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილ, ასევე გამოუცდელ ქალებს - 16 წლის ასაკიდან.

კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე