საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინისტრებს “პატარა გოგო“, “გოგუცუნა“ არ შეშვენით - შეგიძლიათ სახელითა და გვარით მოიხსენიოთ" - ანა ნაცვლიშვილი ლადო კახაძეს
"მინისტრებს “პატარა გოგო“, “გოგუცუნა“ არ შეშვენით - შეგიძლიათ სახელითა და გვარით მოიხსენიოთ" - ანა ნაცვლიშვილი ლადო კახაძეს

"რო­მე­ლი­მე მა­მა­კაც მი­ნისტრს ასე არ მო­იხ­სე­ნი­ებთ - "პა­ტა­რა ბიჭი“, ამი­ტომ მი­ნის­ტრებს “პა­ტა­რა გოგო“, “გო­გუ­ცუ­ნა“ არ შეშ­ვე­ნით - შე­გიძ­ლი­ათ სა­ხე­ლი­თა და გვა­რით მო­იხ­სე­ნი­ოთ!" - ასე­თი მო­წო­დე­ბით ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რს ლადო კა­ხა­ძეს მი­მარ­თა, რო­მელ­მაც კო­ვიდ­პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის საქ­მე­ში ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ა­ფა­სა.

"ყვე­ლამ გა­ვით­ვალსწი­ნოთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნა მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­სა­კე­თე­ბე­ლი ად­გი­ლი არ არის. პა­ტა­რა გო­გო­ე­ბი ჩვენ არ ვართ და არც თქვენ ხართ პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი. ეს სწო­რი არ არის! ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს აქვს სა­ხე­ლი, გვა­რი, სტა­ტუ­სი და ამით მოხ­სე­ნი­ე­ბა საკ­მა­რი­სია. მარ­თა­ლია, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ა­ზეა, მაგ­რამ ამ ნა­წილ­ში ყო­ველ­თვის, ყვე­ლა ქალ მი­ნისტრს და­ვი­ცავ“, - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა კა­ხა­ძის მი­სა­მარ­თით, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

  • პა­სუ­ხად, ლადო კა­ხა­ძემ გა­მოთ­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ ნაც­ვლიშ­ვილს ფილ­მი “ჯა­რის­კა­ცის მამა“ ნა­ნა­ხი არა აქვს, სა­დაც ჯა­რის­კა­ცის მამა ჯა­რის­კა­ცებს არა მათი წო­დე­ბით, არა­მედ “შვი­ლო“-თი მი­მარ­თავს.

“თქვენ აქ ჩემი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა ხართ და ჩემს ასაკ­ში ადა­მი­ანს შეშ­ვე­ნის ზო­გი­ერ­თი შვი­ლე­ბად მო­გიხ­სე­ნი­ოთ. ამით თქვენ ჩემ­სა და ტი­კა­რა­ძეს შო­რის შუღლს ვერ გა­ა­ჩენთ - მე ის ყო­ველ­თვის პა­ტი­ვის­ცე­მით მყავს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი და მხარ­და­ჭე­რი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ლადო კა­ხა­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე დე­ბა­ტე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის კრი­ტი­კის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, მთავ­რო­ბას კო­ვიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა ერთი წლით - 2023 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე უგ­რძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
0

იქნება გეკითხათ როგორ მიმართავდა ხალხი დავით აღმაშენებელს/ ტანსაცმელს გამოიცვლიან და ზევიდან დაგყურებენ მერე>>> იცი რომ აუცილებლად მოვდებიკ? თუ არ იცი. იქ ყველა ერთ მგგომარეობაში ვართ, აქ თესეთ სიკეთე თორემ ორივეგან უდროოდ დარჩები...

გივი
0

თქვენ რავა ყველაფერი გამშვენებთ და სხვას არა ბოზებო

ავტორი:

"მინისტრებს “პატარა გოგო“, “გოგუცუნა“ არ შეშვენით - შეგიძლიათ სახელითა და გვარით მოიხსენიოთ" - ანა ნაცვლიშვილი ლადო კახაძეს

"მინისტრებს “პატარა გოგო“, “გოგუცუნა“ არ შეშვენით - შეგიძლიათ სახელითა და გვარით მოიხსენიოთ" - ანა ნაცვლიშვილი ლადო კახაძეს

"რომელიმე მამაკაც მინისტრს ასე არ მოიხსენიებთ - "პატარა ბიჭი“, ამიტომ მინისტრებს “პატარა გოგო“, “გოგუცუნა“ არ შეშვენით - შეგიძლიათ სახელითა და გვარით მოიხსენიოთ!" - ასეთი მოწოდებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის წევრს ლადო კახაძეს მიმართა, რომელმაც კოვიდპანდემიასთან ბრძოლის საქმეში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის საქმიანობა შეაფასა.

"ყველამ გავითვალსწინოთ, რომ პარლამენტის ტრიბუნა მსგავსი განცხადებების გასაკეთებელი ადგილი არ არის. პატარა გოგოები ჩვენ არ ვართ და არც თქვენ ხართ პატარა ბიჭები. ეს სწორი არ არის! ეკატერინე ტიკარაძეს აქვს სახელი, გვარი, სტატუსი და ამით მოხსენიება საკმარისია. მართალია, ეკატერინე ტიკარაძე ჩემგან განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზეა, მაგრამ ამ ნაწილში ყოველთვის, ყველა ქალ მინისტრს დავიცავ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა კახაძის მისამართით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

  • პასუხად, ლადო კახაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ნაცვლიშვილს ფილმი “ჯარისკაცის მამა“ ნანახი არა აქვს, სადაც ჯარისკაცის მამა ჯარისკაცებს არა მათი წოდებით, არამედ “შვილო“-თი მიმართავს.

“თქვენ აქ ჩემი შვილების თაობა ხართ და ჩემს ასაკში ადამიანს შეშვენის ზოგიერთი შვილებად მოგიხსენიოთ. ამით თქვენ ჩემსა და ტიკარაძეს შორის შუღლს ვერ გააჩენთ - მე ის ყოველთვის პატივისცემით მყავს მოხსენიებული და მხარდაჭერილი“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატებისა და ოპოზიციის კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა, რომლის საფუძველზეც, მთავრობას კოვიდსაწინააღმდეგო შემზღუდავი ღონისძიებების მისაღებად, უფლებამოსილების ვადა ერთი წლით - 2023 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.