მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა" - არჩილ თალაკვაძე
"სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა" - არჩილ თალაკვაძე

"სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­სულ სტუმ­რებს შიმ­ში­ლო­ბა და­ა­წყე­ბი­ნა - ცი­ნი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ის, რომ სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ქუ­ჩა­ში, სა­შიმ­ში­ლოდ კარ­ვებ­ში დას­ვეს მა­შინ, როცა დიდი, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ოფი­სი აქვთ", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ლა­მენ­ტის ვიცე- სპი­კერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, რო­გორც თა­ლაკ­ვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­ვა­რა­უ­დოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შიგ­ნით გარ­კვე­უ­ლი ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ა­კაშ­ვილ­სა და მე­ლი­ას შო­რის და ამას­თან კავ­შირ­შია სა­ქარ­თვე­ლო­ში თე­მურ ალა­სა­ნი­ას ჩა­მოს­ვლაც.

"მსურს, ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, მათ შო­რის მა­თაც, ვინც პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტავს. სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბა, რომ მის­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა იშიმ­ში­ლონ, ვთვლი, რომ ეს არის მო­რი­გი პრო­ვო­კა­ცია. და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­სულ სტუმ­რებს რომ შიმ­ში­ლო­ბას და­ა­წყე­ბი­ნებ, ალ­ბათ, ყვე­ლამ ვი­ცით, ეს რას ნიშ­ნავს. რაც შე­ე­ხე­ბა შიმ­ში­ლო­ბის მო­თხოვ­ნას, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვინ­მემ ამ ფორ­მით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას თავი და­აღ­წი­ოს. რო­გორც ჩანს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრძო­ლა ნიკა მე­ლი­ა­სა და გვა­რა­მია-სა­ა­კაშ­ვილს შო­რის, ასე იკ­ვე­თე­ბა და ეს მე­ო­რე ჯგუ­ფი ცდი­ლობს, რო­გორ­მე ნიკა მე­ლია ჩა­ა­ნაც­ვლოს ან შე­ა­სუს­ტოს, რად­გან ის პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა. ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­შია, ცხა­დია, ნიკა მე­ლი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბას და მის გავ­ლე­ნას პარ­ტი­ა­ში საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ამას­თან, გარ­კვე­ულ კავ­შირ­ში უნდა იყოს თე­მურ ალა­სა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლავთ და ასე­ვე, ამას­თან კავ­შირ­ში უნდა იყოს ოპო­ზი­ცი­ის მიერ მარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის შიგ­ნით ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი და ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის შიგ­ნით კეთ­დე­ბა.

აშ­კა­რაა, რომ რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი თე­მურ ალა­სა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი ინ­სტრუქ­ცი­ით ჩა­მო­ვი­და და პარ­ტი­ულ ტე­ლე­ვი­ზი­ებს და­ე­მუქ­რა, რომ და­ფი­ნან­სე­ბას შე­უ­წყვეტ­და, თუ უფრო რა­დი­კა­ლურ მოქ­მე­დე­ბებ­ზე არ გა­და­ვი­დოდ­ნენ. მან იგი­ვე ინ­სტრუქ­ცია ჩა­მო­ი­ტა­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის მი­მართ და სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამის შე­დე­გია, რომ ალა­სა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლის მე­ო­რე დღეს­ვე და­ი­წყო შიმ­ში­ლო­ბა, რა­საც ისი­ნი შიმ­ში­ლო­ბას ეძა­ხი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­სულ სტუმ­რებს შიმ­ში­ლო­ბა და­ა­წყე­ბი­ნა, რაც არის არა ლი­დე­რო­ბა, არა­მედ ეგო­იზ­მი, როცა შენ ჰოს­პი­ტალ­ში ხარ, სა­უ­კე­თე­სო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას იღებ და შენ მი­მართ ყვე­ლა პი­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია, ხოლო ზამ­თარ­ში, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, სა­კუ­თარ მხარ­დამ­ჭე­რებს შიმ­ში­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ, ეს არის ეგო­იზ­მი და არა ლი­დე­რო­ბა. თუმ­ცა ვი­ცო­დით, რო­გო­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლი, მათ შო­რის, გორ­ში, თვითმფრი­ნა­ვის გა­მო­ჩე­ნა­ზე ის გა­იქ­ცა და თა­ვი­სი ფრან­გი კო­ლე­გა მი­ა­ტო­ვა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის მხრი­დან ცი­ნი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ის, რომ სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ქუ­ჩა­ში, სა­შიმ­ში­ლოდ კარ­ვებ­ში დას­ვეს მა­შინ, როცა დიდი, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ოფი­სი აქვთ,"- გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანო
0

მიხომ-მე აქ ვიჯდე და მაგათ საცივი ჭამონ, ერთი გადატრიალება რომ ვერ მოახერხესო.

ნნ
3

ყველა რომ ჭორაობთ .ხალხის მომავალზე ილაპარკეთ .ხმა რომ მოგცათ სამაგიეროდ საკეთილდღეოდ. რაღაცა შესუბუქება რაღაცაში ხომ უნდა იგძნონ.არა თქვენ ხალხი არაფერში გჭირდებათ.იმიტომ რომ არჩევნები გაყალბეთ როგორც ყოველთვის.ციხე შიგნიდან ტყდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა" - არჩილ თალაკვაძე

"სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა" - არჩილ თალაკვაძე

"სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა - ცინიკურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს ის, რომ საკუთარი მხარდამჭერები ქუჩაში, საშიმშილოდ კარვებში დასვეს მაშინ, როცა დიდი, კეთილმოწყობილი ოფისი აქვთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით გარკვეული ბრძოლა მიმდინარეობს სააკაშვილსა და მელიას შორის და ამასთან კავშირშია საქართველოში თემურ ალასანიას ჩამოსვლაც.

"მსურს, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველა მოქალაქეს, მათ შორის მათაც, ვინც პროტესტს გამოხატავს. სააკაშვილის დავალება, რომ მისმა მხარდამჭერებმა იშიმშილონ, ვთვლი, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია. დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს რომ შიმშილობას დააწყებინებ, ალბათ, ყველამ ვიცით, ეს რას ნიშნავს. რაც შეეხება შიმშილობის მოთხოვნას, წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში ვინმემ ამ ფორმით მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მიმდინარეობს ბრძოლა ნიკა მელიასა და გვარამია-სააკაშვილს შორის, ასე იკვეთება და ეს მეორე ჯგუფი ცდილობს, როგორმე ნიკა მელია ჩაანაცვლოს ან შეასუსტოს, რადგან ის პარტიის თავმჯდომარეა. ვიდრე სააკაშვილი პატიმრობაშია, ცხადია, ნიკა მელიას თანამდებობას და მის გავლენას პარტიაში საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, გარკვეულ კავშირში უნდა იყოს თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლა, რომელიც რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი გახლავთ და ასევე, ამასთან კავშირში უნდა იყოს ოპოზიციის მიერ მართული ტელევიზიების შიგნით ფინანსური კრიზისი და ის განცხადებები, რაც ტელევიზიების შიგნით კეთდება.

აშკარაა, რომ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი თემურ ალასანია საქართველოში კონკრეტული დავალებით, კონკრეტული ინსტრუქციით ჩამოვიდა და პარტიულ ტელევიზიებს დაემუქრა, რომ დაფინანსებას შეუწყვეტდა, თუ უფრო რადიკალურ მოქმედებებზე არ გადავიდოდნენ. მან იგივე ინსტრუქცია ჩამოიტანა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიმართ და სავარაუდოდ, სწორედ ამის შედეგია, რომ ალასანიას საქართველოდან წასვლის მეორე დღესვე დაიწყო შიმშილობა, რასაც ისინი შიმშილობას ეძახიან, სინამდვილეში, სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა, რაც არის არა ლიდერობა, არამედ ეგოიზმი, როცა შენ ჰოსპიტალში ხარ, საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას იღებ და შენ მიმართ ყველა პირობა უზრუნველყოფილია, ხოლო ზამთარში, პანდემიის პერიოდში, საკუთარ მხარდამჭერებს შიმშილობისკენ მოუწოდებ, ეს არის ეგოიზმი და არა ლიდერობა. თუმცა ვიცოდით, როგორი ხელმძღვანელი იყო სააკაშვილი, მათ შორის, გორში, თვითმფრინავის გამოჩენაზე ის გაიქცა და თავისი ფრანგი კოლეგა მიატოვა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს ის, რომ საკუთარი მხარდამჭერები ქუჩაში, საშიმშილოდ კარვებში დასვეს მაშინ, როცა დიდი, კეთილმოწყობილი ოფისი აქვთ,"- განაცხადა თალაკვაძემ.