მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მცენარეების დიდი არჩევანი მისაღებ ფასად და ფლორისტის უფასო მომსახურება - „გორგია“ ახალი კონცეფცია „გორგია ბაღი“
მცენარეების დიდი არჩევანი მისაღებ ფასად და ფლორისტის უფასო მომსახურება - „გორგია“ ახალი კონცეფცია „გორგია ბაღი“

მცე­ნა­რე­ე­ბი სახ­ლი­სა თუ ეზოს დი­ზა­ი­ნის ის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც გა­რე­მოს ალა­მა­ზებს და ამავდრო­უ­ლად, აჯან­სა­ღებს. სიმწვა­ნე ადა­მი­ანს ამ­შვი­დებს, გან­წყო­ბას უმაღ­ლებს და ჰარ­მო­ნი­ის შეგ­რძნე­ბას უჩენს. მე­ო­რე მხრივ, მცე­ნა­რე­ე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ყო­ფი­ლი ჟანგბა­დით ადა­მი­ანს ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ტო­ნუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

მცე­ნა­რე­ებ­ზე ზრუნ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გახ­და. ამ დროს ადა­მი­ა­ნებ­მა სახ­ლში უფრო მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა და­ი­წყეს და მათ მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბა­სა და სიმ­შვი­დეს ანი­ჭებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­და მო­თხოვ­ნა შიდა და გარე სივ­რცის მცე­ნა­რე­ებ­ზე. მცე­ნა­რე­ე­ბის ბევ­რი „დამ­წყე­ბი“ მოყ­ვა­რუ­ლის­თვის ფლო­რის­ტის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი რჩე­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დიდი პო­პუ­ლა­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე „გორ­გი­ამ“ გა­და­წყვი­ტა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ახა­ლი კონ­ცეფ­ცია „გორ­გია ბაღი“ შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. სი­ახ­ლის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა „გორ­გი­ას“ გლ­და­ნის ფი­ლი­ა­ლის მე­ნე­ჯე­რი დიმა სერ­გია, რო­მელ­მაც მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბიც გაგ­ვი­ზი­ა­რა.

რას გუ­ლის­ხმობს „გორ­გი­ას“ ახა­ლი კონ­ცეფ­ცია „გორ­გია ბაღი“?

„გორ­გია ბაღი“ უნი­კა­ლუ­რია თა­ვი­სი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით. ერთ სივ­რცე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ბა­ღის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის ინ­ვენ­ტა­რი, შიდა და გარე სივ­რცის ცო­ცხა­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის 250-ზე მეტი სა­ხე­ო­ბა და მათი მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც გვეს­ტუმ­რე­ბა, ად­გილ­ზე­ვე შეძ­ლებს შე­ი­ძი­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი ნივ­თი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბაღ­ში სა­მუ­შა­ოდ და ასე­ვე მცე­ნა­რე­ე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი, თა­ვი­სი მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი­თა და სერ­ვი­სით ისარ­გებ­ლე­ბენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი?

მომ­ხმა­რებ­ლებს მათი მო­თხოვ­ნი­სა და სურ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სად ყო­ველ­თვი­ურ აქ­ცი­ებს შევ­თა­ვა­ზებთ. აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვა სა­უ­კე­თე­სო ფას­ში მოხ­დე­ბა. ჩვენ­თან მო­სულ მომ­ხმა­რე­ბელს ყო­ველ­თვის დახ­ვდე­ბა სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ცია. ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ ფლო­რის­ტის უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბას და 700 ლა­რის ან მე­ტის შე­ნა­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ად­გილ­ზე მი­წო­დე­ბას. მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და მათი მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შერ­ჩე­ვა და შე­ძე­ნა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­ლა­ინ, ჩვე­ნი ვებ-გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით.

რას მო­ი­ცავს ფლო­რის­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მელ­საც მომ­ხმა­რებ­ლებს უფა­სოდ სთა­ვა­ზობთ?

ზო­გა­დად, მცე­ნა­რის რო­გორც შერ­ჩე­ვა, ასე­ვე მოვ­ლა არც თუ ისე მარ­ტი­ვი საქ­მეა. ამ სა­კი­თხში ფლო­რისტს დიდი როლი აკის­რია, სწო­რედ ამი­ტომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფლო­რის­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ისარ­გებ­ლებს ფლო­რის­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბით, რო­გორც ად­გილ­ზე, ასე­ვე ონ­ლა­ინ. ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლის პრო­ცეს­ში ადა­მი­ანს მა­ინც შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს კი­თხვე­ბი. ამი­ტომ მომ­ხმა­რებ­ლებს ვაძ­ლევთ ჩვე­ნი ფლო­რის­ტის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დეს და სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღოს.

რო­მე­ლია ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი გარე და შიდა სივ­რცე­ე­ბის­თვის?

სე­ზო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს შიდა მცე­ნა­რე­ებ­ში შო­ბის ვარ­სკვლა­ვი/პუ­ან­სე­ტია და ორ­ქი­დეა, ხოლო გარე მცე­ნა­რე­ებ­ში ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის ნაძ­ვის ხე.

შო­ბის ვარ­სკვლა­ვი ბევ­რს ერ­თწ­ლი­ა­ნი მცე­ნა­რე ჰგო­ნია, რე­ა­ლუ­რად კი ის მრა­ვალ­წლი­ა­ნია. რო­გორ უნდა მო­ვუ­ა­როთ მას, რომ რამ­დე­ნი­მე წელი იცო­ცხლოს? ასე­ვე, სა­ინ­ტე­რე­სოა „გორ­გი­ა­ში“ რა ფა­სა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი შო­ბის ვარ­სკვლა­ვის შე­ძე­ნა?

„გორ­გი­ა­ში“ შო­ბის ვარ­სკვლა­ვის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია 9.99 ლა­რად. მომ­ხმა­რე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას ის მარ­თლაც ერთ წლი­ა­ნი ჰგო­ნია, მაგ­რამ მცე­ნა­რეს კარ­გად მოვ­ლის შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია რამ­დე­ნი­მე წელი იცო­ცხლოს. შო­ბის ვარ­სკვლავს/პუ­ან­სე­ტი­ას მოს­წონს და­სავ­ლე­თის ან აღ­მო­სავ­ლე­თის ფან­ჯრის რა­ფა­ზე ყოფ­ნა, პირ­და­პი­რი მზის სხი­ვი ვნებს. ზა­ფხულ­ში სჭირ­დე­ბა უხ­ვად მორ­წყვა, ხოლო ზამ­თარ­ში უნდა შე­ვუ­წყვი­ტოთ და თვე­ში რამ­დენ­ჯერ­მე უნდა დავ­ნა­მოთ მიწა. ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში თბი­ლი ნად­გა­მი წყლით უნდა დავ­ნა­მოთ მცე­ნა­რე, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა სა­სუქს გა­ზა­ფხუ­ლი­დან შე­მოდ­გო­მამ­დე თვე­ში ორ­ჯერ სჭირ­დე­ბა მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქი. მცე­ნა­რის გა­დარ­გვა ხდე­ბა აპ­რილ-მა­ის­ში. მიწა უნდა იყოს თი­ხი­ა­ნი, ტორ­ფი­ა­ნი. ქო­თა­ნი, სა­დაც უნდა გა­დავრგოთ მცე­ნა­რე, უნდა იყოს წი­ნა­ზე ოდ­ნავ დიდი.

და­ბო­ლოს, სა­ინ­ტე­რე­სოა სხვა ფი­ლი­ა­ლებ­ში, მათ შო­რის, რე­გი­ო­ნებ­ში თუ იგეგ­მე­ბა ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის და­ნერგვა?

„გორ­გია ბაღი“ ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა ფი­ლი­ალ­ში დაგ­ვე­მა­ტე­ბა. ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და და ჩვენ ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბით მათ სურ­ვი­ლებ­სა და მო­თხოვ­ნებს. ამ ეტაპ­ზე ბა­ღის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი დიდი აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბით სარ­გებ­ლობს. შე­სა­ბა­მი­სად, „გორ­გია ბაღი“ მალე ყვე­ლა ფი­ლი­ალ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მცენარეების დიდი არჩევანი მისაღებ ფასად და ფლორისტის უფასო მომსახურება - „გორგია“ ახალი კონცეფცია „გორგია ბაღი“

მცენარეების დიდი არჩევანი მისაღებ ფასად და ფლორისტის უფასო მომსახურება - „გორგია“ ახალი კონცეფცია „გორგია ბაღი“

მცენარეები სახლისა თუ ეზოს დიზაინის ის ნაწილია, რომელიც გარემოს ალამაზებს და ამავდროულად, აჯანსაღებს. სიმწვანე ადამიანს ამშვიდებს, განწყობას უმაღლებს და ჰარმონიის შეგრძნებას უჩენს. მეორე მხრივ, მცენარეები დიდი რაოდენობით გამოყოფილი ჟანგბადით ადამიანს ჯანმრთელობისა და ტონუსის შენარჩუნებაში ეხმარება.

მცენარეებზე ზრუნვა განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის პერიოდში გახდა. ამ დროს ადამიანებმა სახლში უფრო მეტი დროის გატარება დაიწყეს და მათ მცენარეების მოვლა სიამოვნებასა და სიმშვიდეს ანიჭებდა. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა შიდა და გარე სივრცის მცენარეებზე. მცენარეების ბევრი „დამწყები“ მოყვარულისთვის ფლორისტის კვალიფიციური რჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი პოპულარობიდან გამომდინარე „გორგიამ“ გადაწყვიტა მომხმარებლისთვის ახალი კონცეფცია „გორგია ბაღი“ შეეთავაზებინა. სიახლის შესახებ გვესაუბრება „გორგიას“ გლდანის ფილიალის მენეჯერი დიმა სერგია, რომელმაც მცენარეების მოვლასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევებიც გაგვიზიარა.

რას გულისხმობს „გორგიას“ ახალი კონცეფცია „გორგია ბაღი“?

„გორგია ბაღი“ უნიკალურია თავისი შეთავაზებებით. ერთ სივრცეში წარმოდგენილია ბაღისთვის საჭირო ყველა სახეობის ინვენტარი, შიდა და გარე სივრცის ცოცხალი მცენარეების 250-ზე მეტი სახეობა და მათი მოვლის საშუალებები. მომხმარებელი, რომელიც გვესტუმრება, ადგილზევე შეძლებს შეიძინოს ნებისმიერი ნივთი, რომელიც აუცილებელია ბაღში სამუშაოდ და ასევე მცენარეების ფართო არჩევანი, თავისი მოვლის საშუალებებით.

რა განსაკუთრებული შეთავაზებებითა და სერვისით ისარგებლებენ მომხმარებლები?

მომხმარებლებს მათი მოთხოვნისა და სურვილის შესაბამისად ყოველთვიურ აქციებს შევთავაზებთ. აქციის ფარგლებში პროდუქციის გაყიდვა საუკეთესო ფასში მოხდება. ჩვენთან მოსულ მომხმარებელს ყოველთვის დახვდება სეზონური პროდუქცია. ისინი მიიღებენ ფლორისტის უფასო მომსახურებას და 700 ლარის ან მეტის შენაძენის შემთხვევაში ადგილზე მიწოდებას. მცენარეებისა და მათი მოვლის საშუალებების შერჩევა და შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ, ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით.

რას მოიცავს ფლორისტის მომსახურება, რომელსაც მომხმარებლებს უფასოდ სთავაზობთ?

ზოგადად, მცენარის როგორც შერჩევა, ასევე მოვლა არც თუ ისე მარტივი საქმეა. ამ საკითხში ფლორისტს დიდი როლი აკისრია, სწორედ ამიტომ კვალიფიციური ფლორისტის მომსახურება ჩვენი ახალი კონცეფციის განუყოფელი ნაწილია.

თითოეული მომხმარებელი ისარგებლებს ფლორისტის მომსახურებით, როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ. ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მცენარეების მოვლის პროცესში ადამიანს მაინც შეიძლება გაუჩნდეს კითხვები. ამიტომ მომხმარებლებს ვაძლევთ ჩვენი ფლორისტის საკონტაქტო ინფორმაციას, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს და სათანადო დახმარება მიიღოს.

რომელია ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული მცენარეები გარე და შიდა სივრცეებისთვის?

სეზონიდან გამომდინარე დიდი პოპულარობით სარგებლობს შიდა მცენარეებში შობის ვარსკვლავი/პუანსეტია და ორქიდეა, ხოლო გარე მცენარეებში ყველა სახეობის ნაძვის ხე.

შობის ვარსკვლავი ბევრს ერთწლიანი მცენარე ჰგონია, რეალურად კი ის მრავალწლიანია. როგორ უნდა მოვუაროთ მას, რომ რამდენიმე წელი იცოცხლოს? ასევე, საინტერესოა „გორგიაში“ რა ფასადაა შესაძლებელი შობის ვარსკვლავის შეძენა?

„გორგიაში“ შობის ვარსკვლავის შეძენა შესაძლებელია 9.99 ლარად. მომხმარებელთა უმრავლესობას ის მართლაც ერთ წლიანი ჰგონია, მაგრამ მცენარეს კარგად მოვლის შემთხვევაში შეუძლია რამდენიმე წელი იცოცხლოს. შობის ვარსკვლავს/პუანსეტიას მოსწონს დასავლეთის ან აღმოსავლეთის ფანჯრის რაფაზე ყოფნა, პირდაპირი მზის სხივი ვნებს. ზაფხულში სჭირდება უხვად მორწყვა, ხოლო ზამთარში უნდა შევუწყვიტოთ და თვეში რამდენჯერმე უნდა დავნამოთ მიწა. ყვავილობის პერიოდში თბილი ნადგამი წყლით უნდა დავნამოთ მცენარე, ხოლო რაც შეეხება სასუქს გაზაფხულიდან შემოდგომამდე თვეში ორჯერ სჭირდება მინერალური სასუქი. მცენარის გადარგვა ხდება აპრილ-მაისში. მიწა უნდა იყოს თიხიანი, ტორფიანი. ქოთანი, სადაც უნდა გადავრგოთ მცენარე, უნდა იყოს წინაზე ოდნავ დიდი.

დაბოლოს, საინტერესოა სხვა ფილიალებში, მათ შორის, რეგიონებში თუ იგეგმება ახალი კონცეფციის დანერგვა?

„გორგია ბაღი“ ეტაპობრივად ყველა ფილიალში დაგვემატება. ახალი კონცეფციის ჩამოყალიბება მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა და ჩვენ ბოლომდე მივყვებით მათ სურვილებსა და მოთხოვნებს. ამ ეტაპზე ბაღის მოვლასთან დაკავშირებული საკითხები დიდი აქტუალურობით სარგებლობს. შესაბამისად, „გორგია ბაღი“ მალე ყველა ფილიალში გამოჩნდება.

R