ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ მასობრივი შიმშილობის აქციას სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ

"ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ მასობრივი შიმშილობის აქციას სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ

“მნიშვნელოვანია წნეხის გაზრდა პოლიტიკური დევნის შეწყვეტისთვის, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში არასდროს იყოს მაგალითად, რამაზ გერლიანის გაუჩინარების მსგავსი ქეისები, დასრულდეს ავტორიტარიზმი და დიქტატურა. როდესაც საზოგადოებას ვთხოვთ, უნდა გამოფხიზლდნენ და შემოუერთდნენ წინააღმდეგობის მოძრაობას ამისთვის საჭიროა ნახონ, რომ შენ ყველაფერზე ხარ წამსვლელი და პროტესტის უკიდურეს ზომებსაც მიმართავ. სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება” , - განაცხადა ნიკა ფარულავამ.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ეზოში კარვები გაშალეს, სადაც პარტიის წევრები პროტესტის ნიშნად დღეიდან შიმშილობას გეგმავენ. ამ დროისთვის ტერიტორიაზე ორი კარავია გაშლილი.

მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.