"უკრაინის ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა "ფეისბუკ“ გვერდზე დაწერა.
"დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა, რომელსაც მრავალი წელია ვიცნობ.
მიხო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომ მინდა მას დღეს ვუსურვო მთავარი: ჯანმრთელობა, მოთმინება - და სულის სიძლიერე.
მიხეილი უკრაინის მოქალაქედ რჩება. ეს არ არის ცარიელი ხმა პრეზიდენტისა და მისი გუნდისთვის. მათგან განსხვავებით, ვინც მიჩვეულია რაიმე თემის საკუთარ პიარზე დაყვანას, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ უკრაინაში დაბრუნდეს“ , - წერს ანდრეი ერმაკი.
მართლა კლოუნები
ეს უკრაინელები რომ იტყვიან ვერ არიან ჭკუაზე. თქვე კაი ხალხო სადაცაა რუსეთი გადაგივლით კატოკივით და რა დროს ეხლა სააკაშვილის დაბრუნებაზე საუბრია. მიხაილ წამებული აგერ გორში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებს და თქვენ ხვალ შეიძლება ქუჩაში გაშლილ კარვებში აღმოჩნდეთ. ვაი თქვენს პატრონს.