პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ეზოში კარვებს შლიან, სადაც პარტიის წევრები პროტესტის ნიშნად დღეიდან შიმშილობას გეგმავენ. ამ დროისთვის ტერიტორიაზე ორი კარავია გაშლილი.
მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.
ამ დროისთვის პარტიის ოფისში იკრიბებიან პარტიის წევრები და მხარდამჭერები. კონკრეტულად ვინ შეუერთდება პროტესტის ამ ფორმას, მასობრივ შიმშილობას, დამატებითი განმარტებები მხრიდან ჯერჯერობით არ გაკეთებულა.