მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციის მაღალჩინოსანი რამაზ გერლიანის ოჯახის წევრებს არწმუნებდა, რომ ექსპერტი საზოგადოების ყურადღების მისაქცევად გაუჩინარდა" - ადვოკატი
"პოლიციის მაღალჩინოსანი რამაზ გერლიანის ოჯახის წევრებს არწმუნებდა, რომ ექსპერტი საზოგადოების ყურადღების მისაქცევად გაუჩინარდა"  - ადვოკატი

ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპერ­ტის, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის ოჯა­ხი გა­მო­ძი­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის წარ­მარ­თვას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას სთხოვს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში გერ­ლი­ა­ნის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მაგ­და კოტ­რი­კა­ძე აცხა­დებს, გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებს არ­წმუ­ნებ­და, რომ ექ­სპერ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად გა­უ­ჩი­ნარ­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, უც­ნო­ბია, გა­მო­ი­კი­თხა თუ არა პო­ლი­ცი­ე­ლი გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვი­ლი, ან რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბო­და ის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლეს­თან სახ­ლში.

კოტ­რი­კა­ძის გან­მარ­ტე­ბით­ვე, წე­რილ­ში, რო­მე­ლიც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ექ­სპერ­ტმა და­ტო­ვა, შვი­ლებს ბო­დიშს უხ­დის. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპერ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გერ­ლი­ა­ნის მხრი­დან სუ­ი­ცი­დის ჩა­დე­ნას გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"ოჯა­ხი გა­მო­ძი­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს. გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ის მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბა ვერ შეძ­ლებს ამ სირ­თუ­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას, მათ ამის რე­სურ­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰყოფ­ნით. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თე და მო­ვი­თხო­ვე საქ­მე გა­მო­ი­თხო­ვონ და მათი ქვემ­დე­ბა­რე­ო­ბით მოხ­დეს გა­მო­ძი­ე­ბა, ვი­ნა­ი­დან, სრულ უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებთ გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს.

მო­გახ­სე­ნებთ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებს - გუ­შინ, გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და გერ­ლი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის აზრი შე­ექ­მნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გერ­ლი­ან­მა იმის­თვის გა­ა­კე­თა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო.

ბუ­ნებ­რი­ვია, კი­თხვა დავ­სვი, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი ამო­ღე­ბუ­ლი იყო თუ არა, ვი­ნა­ი­დან, ეს ძა­ლი­ან ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის - რა დროს მი­ვი­და, ვინ­მე ხომ არ იყო მას­თან ერ­თად, ვინ­მე ხომ არ ელო­დე­ბო­და იქ, მაგ­რამ ამა­ზე პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ. მერე გა­ვი­გე, რომ თურ­მე, ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი სა­ერ­თოდ არ მუ­შა­ობ­და და გა­თი­შუ­ლი ყო­ფი­ლა. ამას გარ­და, როცა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი მან­ქა­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, უცებ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის პი­რა­დი გვერ­დი­დან პოს­ტი გაქ­რა, როცა კი­თხვა დავ­სვი, გა­მო­ძი­ე­ბამ ხომ არ დაბ­ლო­კა აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი, რომ­ლი­თაც მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა და რამ­დე­ნი­მე უწყე­ბა მო­ნიშ­ნა, კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არა­ვინ გამ­ცა. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ ოფი­სის დათ­ვა­ლი­რე­ბი­სას მათ წე­რი­ლი დახ­ვდათ, რი­თაც შვი­ლებს ბო­დიშს უხ­დი­და, ემ­შვი­დო­ბე­ბო­და და ასე­ვე დახ­ვდათ ტე­ლე­ფო­ნი, რო­მელ­ზეც მარ­კე­რით იყო მო­ნიშ­ნუ­ლი, რო­გორ უნდა მო­ეხ­სნათ კოდი. სწო­რედ ამ დროს, როცა ოფის­ში იყ­ვნენ და მათ­თვის ტე­ლე­ფო­ნის კოდი ცნო­ბი­ლი გახ­და, ზუს­ტად ამ პე­რი­ოდს ემ­თხვე­ვა რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის პი­რა­დი გვერ­დი­დან პოს­ტის წაშ­ლა.

გა­მო­ი­კი­თხა თუ არა გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვი­ლი, ანუ ის პირი, ვინც რა­მაზ გერ­ლი­ანს სახ­ლში დი­ლის 9 სა­ათ­ზე მის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად დახ­ვდა, პა­სუ­ხი არის ასე­თი - ყვე­ლას შე­უძ­ლია ჰყავ­დეს მე­გო­ბა­რიო, მაგ­რამ გა­მო­ი­კი­თხა, თუ არა, ან ადას­ტუ­რებს ნამ­დვი­ლად იც­ნობს თუ არა ის ია ჯინ­ჭო­ლა­ძეს, არ გა­უ­ცი­ათ. პო­ლი­ცი­ე­ლებს ოჯა­ხის წევ­რე­ბის კი­თხვებ­ზე ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი პა­სუ­ხე­ბი აქვთ და რა თქმა უნდა, მათ უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებთ“, - გა­ნა­ცხა­და მაგ­და კოტ­რი­კა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ეკო­ნო­მი­კუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპერ­ტი რა­მაზ გერ­ლი­ა­ნი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­ლი­ა­ნის ავ­ტო­მო­ბი­ლი ბო­ლოს ავ­ჭა­ლის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან შე­ნიშ­ნეს. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რა­მაზ გერ­ლი­ანს 2 დღეა ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რა­მაზ გერ­ლი­ან­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე "ფე­ის­ბუქ“ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც შსს-ს თა­ნამ­შრო­მელ გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვილს შან­ტაჟ­სა და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში შე­მოჭ­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. გერ­ლი­ა­ნის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი 14 ნო­ემ­ბერს სა­კუ­თარ ბი­ნა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დახ­ვდა და ცრუ მო­ტი­ვით და­კი­თხა. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს 35 დღის წინ მი­მარ­თა, თუმ­ცა პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
0

რას ანი შანტაჟისტი ყოფილა.ცოლს ვერ მიხედა,ქვეყანას გააგებინა.

ავთო
0

და ტყუილი რა უთხრა მაღალჩინოსანმა დაამშვიდა აღელვებული ხალხი კარგია რომ გამოჩნდა და ყველაფერი კარგად დამთავრდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"პოლიციის მაღალჩინოსანი რამაზ გერლიანის ოჯახის წევრებს არწმუნებდა, რომ ექსპერტი საზოგადოების ყურადღების მისაქცევად გაუჩინარდა" - ადვოკატი

"პოლიციის მაღალჩინოსანი რამაზ გერლიანის ოჯახის წევრებს არწმუნებდა, რომ ექსპერტი საზოგადოების ყურადღების მისაქცევად გაუჩინარდა"  - ადვოკატი

ეკონომიკური ექსპერტის, გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საგამოძიებო მოქმედებების წარმართვას საქართველოს გენერალურ პროკურატურას სთხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გერლიანის ოჯახის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილე რამაზ გერლიანის ოჯახის წევრებს არწმუნებდა, რომ ექსპერტი საზოგადოების ყურადღების მისაქცევად გაუჩინარდა.

ადვოკატის თქმით, უცნობია, გამოიკითხა თუ არა პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილი, ან რატომ იმყოფებოდა ის გაუჩინარებული მამაკაცის მეუღლესთან სახლში.

კოტრიკაძის განმარტებითვე, წერილში, რომელიც გაუჩინარებამდე ექსპერტმა დატოვა, შვილებს ბოდიშს უხდის. ადვოკატის განცხადებით, ექსპერტის ოჯახის წევრები გერლიანის მხრიდან სუიციდის ჩადენას განიხილავენ.

"ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-4 განყოფილება ვერ შეძლებს ამ სირთულის საქმის გამოძიებას, მათ ამის რესურსი და შესაძლებლობა არ ჰყოფნით. შესაბამისად, საქართველოს გენერალურ პროკურატურას მივმართე და მოვითხოვე საქმე გამოითხოვონ და მათი ქვემდებარეობით მოხდეს გამოძიება, ვინაიდან, სრულ უნდობლობას ვუცხადებთ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს.

მოგახსენებთ კონკრეტულ ფაქტებს - გუშინ, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა გერლიანის ოჯახის წევრებისთვის აზრი შეექმნა, რომ ეს ყველაფერი გერლიანმა იმისთვის გააკეთა, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო.

ბუნებრივია, კითხვა დავსვი, პოლიციის შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები ამოღებული იყო თუ არა, ვინაიდან, ეს ძალიან ინფორმატიული იქნებოდა გამოძიებისთვის - რა დროს მივიდა, ვინმე ხომ არ იყო მასთან ერთად, ვინმე ხომ არ ელოდებოდა იქ, მაგრამ ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერე გავიგე, რომ თურმე, ვიდეოკამერები საერთოდ არ მუშაობდა და გათიშული ყოფილა. ამას გარდა, როცა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა და გამომძიებლები მანქანის დათვალიერებას ახორციელებდნენ, უცებ აღმოვაჩინე, რომ სოციალურ ქსელში რამაზ გერლიანის პირადი გვერდიდან პოსტი გაქრა, როცა კითხვა დავსვი, გამოძიებამ ხომ არ დაბლოკა აღნიშნული პოსტი, რომლითაც მან საზოგადოებას მიმართა და რამდენიმე უწყება მონიშნა, კითხვაზე პასუხი არავინ გამცა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ოფისის დათვალირებისას მათ წერილი დახვდათ, რითაც შვილებს ბოდიშს უხდიდა, ემშვიდობებოდა და ასევე დახვდათ ტელეფონი, რომელზეც მარკერით იყო მონიშნული, როგორ უნდა მოეხსნათ კოდი. სწორედ ამ დროს, როცა ოფისში იყვნენ და მათთვის ტელეფონის კოდი ცნობილი გახდა, ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა რამაზ გერლიანის პირადი გვერდიდან პოსტის წაშლა.

გამოიკითხა თუ არა გიორგი გოგნიაშვილი, ანუ ის პირი, ვინც რამაზ გერლიანს სახლში დილის 9 საათზე მის მეუღლესთან ერთად დახვდა, პასუხი არის ასეთი - ყველას შეუძლია ჰყავდეს მეგობარიო, მაგრამ გამოიკითხა, თუ არა, ან ადასტურებს ნამდვილად იცნობს თუ არა ის ია ჯინჭოლაძეს, არ გაუციათ. პოლიციელებს ოჯახის წევრების კითხვებზე ურთიერთგამომრიცხავი პასუხები აქვთ და რა თქმა უნდა, მათ უნდობლობას ვუცხადებთ“, - განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ოჯახის ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანს 2 დღეა ვერ უკავშირდებიან.

აღსანიშნავია, რომ რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე "ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებს. გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.