"ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. გადაწყვეტილება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააცნო.
"მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს კონსტიტუციური უფლება და არაძალადობრივი მეთოდია“, - განაცხადა მელიამ.