მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ იყო განუზრახველი ნაბიჯი, რომ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვიეს აქცია... ეს ნამდვილად არ საუბრობს დემოკრატიული კულტურის მაღალ ხარისხზე“ - იაგო კაჭკაჭიშვილი
"ეს არ იყო განუზრახველი ნაბიჯი, რომ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვიეს აქცია... ეს ნამდვილად არ საუბრობს დემოკრატიული კულტურის მაღალ ხარისხზე“ - იაგო კაჭკაჭიშვილი

სო­ცი­ო­ლოგ იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის აზ­რით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ მო­უ­წევს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ქუ­ჩის პრო­ტეს­ტის გზას მი­მარ­თოს, თუ პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით და­წყე­ბულ დი­ა­ლო­გის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თოს.

რო­გორც კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც ხვდე­ბი­ან, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, ქუ­ჩა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბა შე­დე­გის მომ­ტა­ნი არ იქ­ნე­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ თა­ვა­დაც ხვდე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის ქუ­ჩა­ში გა­და­ტა­ნა, არ არის საკ­მა­რი­სი და მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ჩა­ე­ჭი­და პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით წა­მო­წყე­ბულ მოძ­რა­ო­ბას, - შე­რი­გე­ბის, შე­თან­ხმე­ბის იდე­ას. ეს პრო­ცე­სი თან­და­თან იკ­რებს ძა­ლას და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ აქვს მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ ამ პრო­ცესს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბამ­დე მი­იყ­ვანს, რაც პრე­ზი­დენ­ტის პრე­რო­გა­ტი­ვაა. ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით, თან­და­თან უფრო მე­ტად შე­სუს­ტდე­ბა, იმის კვა­ლად, რაც უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა შე­თან­ხმე­ბის და შე­რი­გე­ბის პრო­ექ­ტი. ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა შე­იძ­ლე­ბა იყოს ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა და აღ­კვე­თა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში დად­გე­ბა. ეს ორი პრო­ცე­სი თა­ნა­ბა­რი წარ­მა­ტე­ბით ვერ გაგ­რძელ­დე­ბა, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ახლა აკ­ვირ­დე­ბა პრო­ცესს, რო­მე­ლი ხერ­ხი და გზა იქ­ნე­ბა უფრო მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი. რო­მე­ლიც უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, იმას ჩა­ე­ჭი­დე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ აქვს იმე­დი, რომ შე­თან­ხმე­ბის კონ­ტექ­სტში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, შე­წყა­ლე­ბის სა­ხით, შე­საძ­ლოა, აღ­მოჩ­ნდეს უფრო ეფექ­ტუ­რი გზა, ვიდ­რე ქუ­ჩა­ში აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა. ქუ­ჩა­ში აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვის ხელ­შე­სა­ხებ პერ­სპექ­ტი­ვას მგო­ნია, რომ თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც ვერ ხე­და­ვენ. ამი­ტომ, აქ­ცენ­ტი გა­და­ი­ნაც­ვლებს შე­თან­ხმე­ბის პრო­ცეს­ზე. მით უფრო, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ამ თვალ­საზ­რი­სით, უფრო ლო­ი­ა­ლუ­რია და უფრო პო­ზი­ტი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, ვიდ­რე ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის უა­პე­ლა­ციო მო­თხოვ­ნით“, - გა­ნა­ცხა­და კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

სო­ცი­ო­ლო­გის თქმით­ვე, მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი ცი­ხი­დან, შე­და­რე­ბით გულ­წრფე­ლია. თუმ­ცა, რო­გორც კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს.

"მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ტყვე­ვე­ბუ­ლია და აღ­მოჩ­ნდა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი გახ­და უფრო მე­ტად გულ­წრფე­ლი, მაგ­რამ აქაც გარ­კვე­უ­ლი ზიგ­ზა­გე­ბი გვაქვს: სა­ა­კაშ­ვილს უნდა აჩ­ვე­ნოს, რომ მისი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე გა­დის. ამა­ვე დროს, ის აკე­თებს გან­ცხა­დე­ბებს, რომ მას არ სურს არა­ნა­ი­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა, ის პო­ლი­ტი­კა­ში არ რჩე­ბა. რა­ღაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის რი­ტო­რი­კა­ში და მის გან­ცხა­დე­ბებ­ში არის. ერთი მხრივ, ის სა­კუ­თარ თავს წარ­მო­ა­ჩენს ოპო­ზი­ცი­ის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო ლი­დე­რად და ფიქ­რობს, რომ მას­ზე გა­დის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­მარ­ცხე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გზა, მე­ო­რე მხრივ, ის ამ­ბობს, რომ არ აპი­რებს პო­ლი­ტი­კა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც, იმ მე­სი­ჯებს, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხი­დან აგ­ზავ­ნის, სა­ნი­მუ­შო თავ­სე­ბა­დო­ბა არ აქვს“, - აღ­ნიშ­ნა მან.

რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ აქ­ცი­ას, იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის თქმით, ეს აქ­ცია შემ­თხვე­ვით არ და­ემ­თხვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ასე­თი სიმ­ბო­ლო­ე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­რე­მოს­თვის მი­სა­ღე­ბი არ არის.

"ეს არ იყო შე­უგ­ნე­ბე­ლი და გა­ნუზ­რახ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხრი­დან, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს და­ამ­თხვი­ეს ეს აქ­ცია. ეს არ არის შემ­თხვე­ვი­თი, ეს არის გა­მიზ­ნუ­ლი. ასე­თი სიმ­ბო­ლო­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვიზ­მის მაპ­რო­ვო­ცი­რებ­ლად მიჩ­ნე­ვა, არ არის მა­ინ­ცდა­მა­ინც შე­სა­ფე­რი­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­რე­მოს­თვის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის. არ მომ­წონს ასე­თი დამ­თხვე­ვე­ბი და არ ვფიქ­რობ, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ინ­დი­კა­ტო­რია. ადა­მი­ა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა ამის ნიშ­ნე­ბი და­ი­ნა­ხონ და გა­იხ­სე­ნონ უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის ან ბე­ლა­დე­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე­ე­ბი ხდე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ არ ვურ­ჩევ­დი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი სვლე­ბის გა­კე­თე­ბას, რად­გან ეს ნამ­დვი­ლად არ სა­უბ­რობს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის მა­ღალ ხა­რისხზე“, - გა­ნა­ცხა­და იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"ეს არ იყო განუზრახველი ნაბიჯი, რომ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვიეს აქცია... ეს ნამდვილად არ საუბრობს დემოკრატიული კულტურის მაღალ ხარისხზე“ - იაგო კაჭკაჭიშვილი

"ეს არ იყო განუზრახველი ნაბიჯი, რომ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვიეს აქცია... ეს ნამდვილად არ საუბრობს დემოკრატიული კულტურის მაღალ ხარისხზე“ - იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს არჩევანის გაკეთება, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ქუჩის პროტესტის გზას მიმართოს, თუ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ორგანიზებით დაწყებულ დიალოგის პროცესში ჩაერთოს.

როგორც კაჭკაჭიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც ხვდებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ქუჩაში საპროტესტო აქციების დაწყება შედეგის მომტანი არ იქნება.

"ნაციონალური მოძრაობა“ თავადაც ხვდება, რომ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნის ქუჩაში გადატანა, არ არის საკმარისი და მეჩვენება, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ ჩაეჭიდა პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებულ მოძრაობას, - შერიგების, შეთანხმების იდეას. ეს პროცესი თანდათან იკრებს ძალას და "ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მოლოდინი იმისა, რომ ამ პროცესს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებამდე მიიყვანს, რაც პრეზიდენტის პრეროგატივაა. ქუჩის აქციები, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით, თანდათან უფრო მეტად შესუსტდება, იმის კვალად, რაც უფრო გაძლიერდება შეთანხმების და შერიგების პროექტი. ერთ-ერთი მოთხოვნა შეიძლება იყოს ქუჩის აქციებისგან თავის შეკავება და აღკვეთა, ეს ყველაფერი მოლაპარაკების პროცესში დადგება. ეს ორი პროცესი თანაბარი წარმატებით ვერ გაგრძელდება, რადგან შეუძლებელია.

"ნაციონალური მოძრაობა“ ახლა აკვირდება პროცესს, რომელი ხერხი და გზა იქნება უფრო მეტად წარმატებული. რომელიც უფრო წარმატებული იქნება, იმას ჩაეჭიდება. "ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იმედი, რომ შეთანხმების კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, შეწყალების სახით, შესაძლოა, აღმოჩნდეს უფრო ეფექტური გზა, ვიდრე ქუჩაში აქციების გამართვა. ქუჩაში აქციების გამართვის ხელშესახებ პერსპექტივას მგონია, რომ თავად "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც ვერ ხედავენ. ამიტომ, აქცენტი გადაინაცვლებს შეთანხმების პროცესზე. მით უფრო, საერთაშორისო საზოგადოება, ამ თვალსაზრისით, უფრო ლოიალურია და უფრო პოზიტიურად არის განწყობილი, ვიდრე ქუჩის აქციებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების უაპელაციო მოთხოვნით“, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

სოციოლოგის თქმითვე, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, მისი განცხადებები ციხიდან, შედარებით გულწრფელია. თუმცა, როგორც კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.

"მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დატყვევებულია და აღმოჩნდა ძალადობის მსხვერპლიც სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან, მისი განცხადებები გახდა უფრო მეტად გულწრფელი, მაგრამ აქაც გარკვეული ზიგზაგები გვაქვს: სააკაშვილს უნდა აჩვენოს, რომ მისი ქვეყნის თავისუფლება მის თავისუფლებაზე გადის. ამავე დროს, ის აკეთებს განცხადებებს, რომ მას არ სურს არანაირი თანამდებობა, ის პოლიტიკაში არ რჩება. რაღაც წინააღმდეგობები სააკაშვილის რიტორიკაში და მის განცხადებებში არის. ერთი მხრივ, ის საკუთარ თავს წარმოაჩენს ოპოზიციის უალტერნატივო ლიდერად და ფიქრობს, რომ მასზე გადის "ქართული ოცნების“ დამარცხების და საქართველოს გათავისუფლების გზა, მეორე მხრივ, ის ამბობს, რომ არ აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობას. ამ თვალსაზრისითაც, იმ მესიჯებს, რასაც სააკაშვილი ციხიდან აგზავნის, სანიმუშო თავსებადობა არ აქვს“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ეს აქცია შემთხვევით არ დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. მისივე განცხადებით, ასეთი სიმბოლოები დემოკრატიული გარემოსთვის მისაღები არ არის.

"ეს არ იყო შეუგნებელი და განუზრახველი ნაბიჯი "ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვიეს ეს აქცია. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის გამიზნული. ასეთი სიმბოლოების პოლიტიკური აქტივიზმის მაპროვოცირებლად მიჩნევა, არ არის მაინცდამაინც შესაფერისი დემოკრატიული გარემოსთვის და დემოკრატიული პოლიტიკისთვის. არ მომწონს ასეთი დამთხვევები და არ ვფიქრობ, რომ განვითარებული დემოკრატიის ინდიკატორია. ადამიანებმა შეიძლება ამის ნიშნები დაინახონ და გაიხსენონ უამრავი მაგალითი ავტორიტარული ქვეყნების, სადაც პოლიტიკური ლიდერების ან ბელადების დაბადების დღეები ან გარდაცვალების დღეები ხდება ძალიან მნიშვნელოვანი, სოციალური აქტივიზმის საფუძველი. "ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვურჩევდი ამ მიმართულებით ახალი სვლების გაკეთებას, რადგან ეს ნამდვილად არ საუბრობს დემოკრატიული კულტურის მაღალ ხარისხზე“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.