მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც გავიგე, ჩემი ყოფილი რძალი და პოლიციელი გოგნიაშვილი სამი თვის მეგობრები ყოფილან" - რას ამბობს გაუჩინარებული ექსპერტის და
"როგორც გავიგე, ჩემი ყოფილი რძალი და პოლიციელი გოგნიაშვილი სამი თვის მეგობრები ყოფილან" - რას ამბობს გაუჩინარებული ექსპერტის და
  • ფო­ტო­კო­ლა­ჟი: რა­მაზ გერ­ლი­ა­ნი, მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე და შსს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლის ფო­ტოც გერ­ლი­ან­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა

მე­სა­მე დღეა, რაც "ეკო­ნო­მი­კუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპერ­ტი რა­მაზ გერ­ლი­ანი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი მის ად­გილ­სამ­ყო­ფელს აქამ­დე ვერ ად­გე­ნენ. მან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე "ფე­ის­ბუქ­ზე" პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც შსს-ს თა­ნამ­შრო­მელს გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვილს ზე­წო­ლა­სა და შან­ტაჟ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. დღეს და­ი­კი­თხა რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის მე­უღ­ლე ია ჯინჭვე­ლა­ძე, რო­მელ­საც, ექ­სპერ­ტის დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის თქმით, "სხვა კუ­თხით მიჰ­ყავს გა­მო­ძი­ე­ბა“. "ეს ქალ­ბა­ტო­ნი რა­ღა­ცას აფა­რებს ხელს, რა­ღა­ცას კი არა იმ პი­როვ­ნე­ბას კარ­გად იც­ნობს, კარ­გა­დაა გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი რას მოქ­მე­დებ­დნენ რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ", - გა­ნა­ცხა­და ნანა გერ­ლი­ან­მა.

ambebi.ge რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის დას ესა­უბ­რა, რომ­ლის თქმი­თაც, მოხ­და ისე­თი რა­ღაც, რა­მაც რა­მა­ზი სუ­ლი­ე­რად გა­ა­ნად­გუ­რა

ლენა გერ­ლი­ა­ნი, რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის და:

- ჩემი ყო­ფი­ლი რძა­ლი აცხა­დებს, - რა­მა­ზი ეჭ­ვი­ა­ნი იყო, არა­ვის უს­მენ­დაო... ჩემს ძმას ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ებს აბ­რა­ლებს... ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხომ იც­ნობთ ჩემს ძმას, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი აწუ­ხებს, რას იტყვით? იას­თან 2 წე­ლი­წა­დია, რაც ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს. თა­ვი­დან­ვე, გა­მოჰ­ყვა თუ არა ჩემს ძმას, სულ ელან­დე­ბო­და, რომ რა­მა­ზი ხან თეთრ ქალ­თან იწვა და ხან - ჭრელ­თან. რა­მა­ზი არ არის იმის კაცი, ოჯახს არ­ცხვენ­დეს, სვა­ნებს ოჯა­ხის და­უ­ფა­სებ­ლო­ბა არ ახა­სი­ა­თებთ. მთელ სა­ნა­თე­სა­ოს გვაჟ­რი­ა­ლებ­და, ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ გვინ­დო­და იას­თან, ტე­ლე­ფო­ნის აღე­ბა აღარ გვინ­დო­და, "დაგვზომ­ბა" ყვე­ლა. მისი ნატ­ვრა და ოც­ნე­ბა იყო რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა და ამას გვპირ­დე­ბო­და კი­დეც. არც ჩვენ­თან და­უ­მა­ლავს, გვე­უბ­ნე­ბო­და, - მას გა­ვა­ნად­გუ­რებ, ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ვუ­რე­კა­ვო. ვინ მოთ­ვლის, რამ­დენ­ჯერ გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცია. რა­მა­ზი სახ­ლი­დან გარ­ბო­და, სად არ ცხოვ­რობ­და... ასეთ ყო­ფა­ში იყო ჩემი ძმა. ახლა ეს ქალ­ბა­ტო­ნი იმას ამ­ბობს, ვი­თომ ჩვენ მოგ­ვმარ­თა დახ­მა­რე­ბის­თვის და ჩვენ ვა­იგ­ნო­რებ­დით. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ქალი, რო­მელ­საც შვი­ლე­ბის მამა ჰყავს და­კარ­გუ­ლი, მას ლან­ძღავს და ასე­თი რა­ღა­ცე­ბით ერ­თო­ბა, ამ­ბობს, თით­ქოს მას ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი ჰქონ­და.

ლენა გერ­ლი­ა­ნი

რო­გორც გა­ვი­გე, ჩემი ყო­ფი­ლი რძა­ლი და პო­ლი­ცი­ე­ლი გოგ­ნი­აშ­ვი­ლი სამი თვის მე­გობ­რე­ბი ყო­ფი­ლან.

ისიც უთ­ქვამს, დედ­მა­მიშ­ვი­ლებს ვალი აქვთ და ამის გამო ნერ­ვი­უ­ლობ­დაო. არც რა­მაზს და არც მის დე­და­მა­მიშ­ვი­ლებს არა­ვი­სი ვალი არ აქვთ, ჩვენ ლტოლ­ვი­ლი ხალ­ხი ვართ, უფუ­ლო­ბაც გვი­ნა­ხავს და ფუ­ლი­ა­ნო­ბაც, ჩვენს დედ­მა­მიშ­ვი­ლო­ბა­ში ლუკ­მა არ გა­ყო­ფი­ლა, ამას ყვე­ლა და­გი­დას­ტუ­რებთ, ვინც გვიც­ნობს.

მის ჩვე­ნე­ბა­ზე და ვი­დე­ოთ­ვა­ლის ამო­ნა­წერ­ზე წვდო­მა არ მაქვს. გა­მომ­ძი­ე­ბელს ვუ­თხა­რი, და­მა­ნა­ხეთ, ვნა­ხო, არის თუ არა ჩემი ძმის და­წე­რი­ლი ის წე­რი­ლი-მეთ­ქი, არ მაჩ­ვე­ნეს. მე­უბ­ნე­ბი­ან, გა­მო­ძი­ე­ბა რა­ღაც ეტა­პამ­დე რომ მივა, ყვე­ლა დე­ტალს და­გი­ლა­გებ­თო.

რა­მა­ზი ოჯახ­ზე ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და. ასე­თი კაცი უმი­ზე­ზოდ ში­ნი­დან არ გა­იქ­ცე­ო­და... რა მოხ­და, რა ნახა ამ კაც­მა ისე­თი, რომ გა­ნად­გურ­და და თვით­მკვლე­ლო­ბა გა­და­წყვი­ტა?! ყო­ფი­ლი ცოლი ჩვე­ნე­ბა­ში მას რო­გორ ახა­სი­ა­თებს, ეგ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, ის მოჰ­ყვეს, იმ სა­ღა­მოს რა მოხ­და, რი­თაც გა­ა­ნად­გუ­რეს ჩემი ძმა. ფეხ­მძი­მო­ბის დროს რა შეგ­რძნე­ბე­ბი ჰქონ­და, ვის აინ­ტე­რე­სებს? ის პო­ლი­ცი­ე­ლიც მო­იყ­ვა­ნონ და ათ­ქმე­ვი­ნონ, იქ რა მოხ­და.

მათ ურ­თი­ერ­თო­ბა თუ ჰქო­ნო­დათ, ამის­თვის რა­მა­ზი თავს არ მო­იკ­ლავ­და, რა­მაზ გერ­ლი­ა­ნი არაფ­რის და არა­ვის გუ­ლის­თვის თავს არ მო­იკ­ლავს, და­მი­ჯე­რეთ. ის ისე­თი ძლი­ე­რი სუ­ლის ადა­მი­ა­ნია, ამას არ იზამ­და. მერე რა, თუ კი ჰქონ­დათ მათ ურ­თი­ერ­თო­ბა. არ მაქვს ვერ­სია, ერ­თა­დერ­თი, ყვე­ლა­ფე­რი იქამ­დე მი­დის, რომ მის სახ­ლში მოხ­და ისე­თი რა­ღაც, რა­მაც რა­მა­ზი სუ­ლი­ე­რად გა­ა­ნად­გუ­რა. რო­გორც ვიცი, ყო­ფილ ცოლს ჩვე­ნე­ბა­ში უწე­რია, სად და რო­გორ გა­იც­ნო ის პო­ლი­ცი­ე­ლი, მე ვინ წა­მა­კი­თხებს მის ჩვე­ნე­ბას... რა­მა­ზის სახ­ლში რომ მოგ­ყავს კაცი, სა­დაც ბავ­შვებს სძი­ნავთ, ეს ძა­ლი­ან ცუდი და­სა­ნა­ხი და გა­და­სა­ტა­ნია ჩემი ძმის პი­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე...

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ-ს
8

მეორეთაც გათხოვდეს და მეასედაც, ეს მისი არჩევანი, მაგრამ გათხოვილი ქალს ქმარშვილთან ახალი ,,გოგნიაშვილი" რომ არ უნდა მოყავდეს, ალბათ დამეთანხმებით, არა?

ვაჟა
5

რა კარგი ეთოდი მოიგონა, შურის საძიებლად. აფერისტი, კლოუნი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"როგორც გავიგე, ჩემი ყოფილი რძალი და პოლიციელი გოგნიაშვილი სამი თვის მეგობრები ყოფილან" - რას ამბობს გაუჩინარებული ექსპერტის და

"როგორც გავიგე, ჩემი ყოფილი რძალი და პოლიციელი გოგნიაშვილი სამი თვის მეგობრები ყოფილან" - რას ამბობს გაუჩინარებული ექსპერტის და
  • ფოტოკოლაჟი: რამაზ გერლიანი, მისი ყოფილი მეუღლე და შსს-ს თანამშრომელი, რომლის ფოტოც გერლიანმა გაასაჯაროვა

მესამე დღეა, რაც "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. სამართალდამცველები და ოჯახის წევრები მის ადგილსამყოფელს აქამდე ვერ ადგენენ. მან გაუჩინარებამდე "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელს გიორგი გოგნიაშვილს ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებდა. დღეს დაიკითხა რამაზ გერლიანის მეუღლე ია ჯინჭველაძე, რომელსაც, ექსპერტის დედმამიშვილების თქმით, "სხვა კუთხით მიჰყავს გამოძიება“. "ეს ქალბატონი რაღაცას აფარებს ხელს, რაღაცას კი არა იმ პიროვნებას კარგად იცნობს, კარგადაა გათვითცნობიერებული რას მოქმედებდნენ რამაზ გერლიანის წინააღმდეგ", - განაცხადა ნანა გერლიანმა.

ambebi.ge რამაზ გერლიანის დას ესაუბრა, რომლის თქმითაც, მოხდა ისეთი რაღაც, რამაც რამაზი სულიერად გაანადგურა

ლენა გერლიანი, რამაზ გერლიანის და:

- ჩემი ყოფილი რძალი აცხადებს, - რამაზი ეჭვიანი იყო, არავის უსმენდაო... ჩემს ძმას ჰალუცინაციებს აბრალებს... ჟურნალისტები ხომ იცნობთ ჩემს ძმას, ჰალუცინაციები აწუხებს, რას იტყვით? იასთან 2 წელიწადია, რაც ურთიერთობა არ მაქვს. თავიდანვე, გამოჰყვა თუ არა ჩემს ძმას, სულ ელანდებოდა, რომ რამაზი ხან თეთრ ქალთან იწვა და ხან - ჭრელთან. რამაზი არ არის იმის კაცი, ოჯახს არცხვენდეს, სვანებს ოჯახის დაუფასებლობა არ ახასიათებთ. მთელ სანათესაოს გვაჟრიალებდა, ურთიერთობა აღარ გვინდოდა იასთან, ტელეფონის აღება აღარ გვინდოდა, "დაგვზომბა" ყველა. მისი ნატვრა და ოცნება იყო რამაზ გერლიანის განადგურება და ამას გვპირდებოდა კიდეც. არც ჩვენთან დაუმალავს, გვეუბნებოდა, - მას გავანადგურებ, ჟურნალისტებს დავურეკავო. ვინ მოთვლის, რამდენჯერ გამოიძახა პოლიცია. რამაზი სახლიდან გარბოდა, სად არ ცხოვრობდა... ასეთ ყოფაში იყო ჩემი ძმა. ახლა ეს ქალბატონი იმას ამბობს, ვითომ ჩვენ მოგვმართა დახმარებისთვის და ჩვენ ვაიგნორებდით. თქვენ წარმოიდგინეთ, ქალი, რომელსაც შვილების მამა ჰყავს დაკარგული, მას ლანძღავს და ასეთი რაღაცებით ერთობა, ამბობს, თითქოს მას ჰალუცინაციები ჰქონდა.

ლენა გერლიანი

როგორც გავიგე, ჩემი ყოფილი რძალი და პოლიციელი გოგნიაშვილი სამი თვის მეგობრები ყოფილან.

ისიც უთქვამს, დედმამიშვილებს ვალი აქვთ და ამის გამო ნერვიულობდაო. არც რამაზს და არც მის დედამამიშვილებს არავისი ვალი არ აქვთ, ჩვენ ლტოლვილი ხალხი ვართ, უფულობაც გვინახავს და ფულიანობაც, ჩვენს დედმამიშვილობაში ლუკმა არ გაყოფილა, ამას ყველა დაგიდასტურებთ, ვინც გვიცნობს.

მის ჩვენებაზე და ვიდეოთვალის ამონაწერზე წვდომა არ მაქვს. გამომძიებელს ვუთხარი, დამანახეთ, ვნახო, არის თუ არა ჩემი ძმის დაწერილი ის წერილი-მეთქი, არ მაჩვენეს. მეუბნებიან, გამოძიება რაღაც ეტაპამდე რომ მივა, ყველა დეტალს დაგილაგებთო.

რამაზი ოჯახზე ძალიან ზრუნავდა. ასეთი კაცი უმიზეზოდ შინიდან არ გაიქცეოდა... რა მოხდა, რა ნახა ამ კაცმა ისეთი, რომ განადგურდა და თვითმკვლელობა გადაწყვიტა?! ყოფილი ცოლი ჩვენებაში მას როგორ ახასიათებს, ეგ არ გვაინტერესებს, ის მოჰყვეს, იმ საღამოს რა მოხდა, რითაც გაანადგურეს ჩემი ძმა. ფეხმძიმობის დროს რა შეგრძნებები ჰქონდა, ვის აინტერესებს? ის პოლიციელიც მოიყვანონ და ათქმევინონ, იქ რა მოხდა.

მათ ურთიერთობა თუ ჰქონოდათ, ამისთვის რამაზი თავს არ მოიკლავდა, რამაზ გერლიანი არაფრის და არავის გულისთვის თავს არ მოიკლავს, დამიჯერეთ. ის ისეთი ძლიერი სულის ადამიანია, ამას არ იზამდა. მერე რა, თუ კი ჰქონდათ მათ ურთიერთობა. არ მაქვს ვერსია, ერთადერთი, ყველაფერი იქამდე მიდის, რომ მის სახლში მოხდა ისეთი რაღაც, რამაც რამაზი სულიერად გაანადგურა. როგორც ვიცი, ყოფილ ცოლს ჩვენებაში უწერია, სად და როგორ გაიცნო ის პოლიციელი, მე ვინ წამაკითხებს მის ჩვენებას... რამაზის სახლში რომ მოგყავს კაცი, სადაც ბავშვებს სძინავთ, ეს ძალიან ცუდი დასანახი და გადასატანია ჩემი ძმის პიროვნებიდან გამომდინარე...