მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველამ ისე აღიქვა, თითქოს შვილის ხსოვნას მივუძღვენი " - ულამაზესი სივრცე ნაგავსაყრელის ადგილას: ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედამ ბაღი გააშენა
"ყველამ ისე აღიქვა, თითქოს შვილის ხსოვნას მივუძღვენი " - ულამაზესი სივრცე ნაგავსაყრელის ადგილას: ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედამ ბაღი გააშენა

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ლანა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­წყო­ბი­ლი ბა­ღის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე და­ა­სა­თა­უ­რა - "შე­მოდ­გო­მა მი­ნი­რან­ჩო­ში“. გა­ირ­კვა, რომ ეს "მი­ნი­რან­ჩო“ თბი­ლი­სის ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ მა­სივ­შია...

ქალ­ბა­ტო­ნი ლანა ფი­ლო­ლო­გია, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბობს, შვი­ლის ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო (გო­გო­ნა, 16 წლის სოფი ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი სკო­ლის ექ­სკურ­სი­ა­ზე მყო­ფი, ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა) სკო­ლა­ში აღარ საქ­მი­ა­ნობს, აქვს ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია და ახლა ამით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

- "მი­ნი­რან­ჩო“ რა­ტომ ჰქვია ამ ად­გილს?

- დიდი რან­ჩო ქარ­თლში მაქვს, ჩემი აგა­რა­კი, სა­დაც ასე­ვე ბევ­რს ვშრო­მობ. შრო­მას ბავ­შვო­ბი­დან შე­ვეჩ­ვიე. სო­ფელ­ში და­ვი­ბა­დე, სა­დაც ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი ფი­ზი­კუ­რად მუდ­მი­ვად ვშრო­მობ­დით... საქ­მის კე­თე­ბა არ მე­ზა­რე­ბა.

- სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე გა­რე­მო­ზე მარ­თლა გიზ­რუ­ნი­ათ და პა­ტარ-პა­ტა­რა ლა­მა­ზი "კუნ­ძუ­ლე­ბიც“ შე­გიქ­მნი­ათ...

- ჩემი შვი­ლის უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ იმ ბი­ნი­დან, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი, წა­მო­ვე­დი და ეს შე­ვი­ძი­ნე. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლია, რაც მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, რად­გან ძაღ­ლე­ბი მყავს და მათი გაყ­ვა­ნა-გა­სე­ირ­ნე­ბა უფრო ად­ვი­ლია. კუ­თხის ბი­ნაა და აქ და­ბი­ნა­ვე­ბის შემ­დეგ, ამ კუ­თხის გვერ­დით აღ­მო­ვა­ჩი­ნე დიდი ნა­გავ­საყ­რე­ლი , რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო თუ სახ­ლი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი ნარ­ჩე­ნე­ბით იყო სავ­სე. ეს ფან­ჯრი­დან გა­ხედ­ვი­სას დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნი­და. მერე ისიც ვნა­ხე, რომ ბავ­შვე­ბის­თვის აქ არა­ფე­რი იყო, პა­ტა­რე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და ნიჩ­ბე­ბით დატ­კეპ­ნილ მი­წას ფხეკ­დნენ. ვი­ფიქ­რე, სა­ქა­ნე­ლებს გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. წა­ვე­დი ლი­ლო­ში, ჩემი ხარ­ჯე­ბით, მო­ვი­ტა­ნე სა­ჭი­რო მა­სა­ლა და რო­გორც შევ­ძე­ლი, გა­ვა­კე­თე. ასე­ვე პა­ტა­რა ტრე­ნა­ჟო­რე­ბიც შევ­ქმე­ნი, რო­გორც ჩვი­ლე­ბის­თვის, ასე­ვე მოზ­რდი­ლე­ბის­თვის. ასე­ვე, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით ტომ­რე­ბით ვი­ყი­დე ქვი­შა, მო­ვი­ტა­ნე და დავ­ყა­რე, რომ ეთა­მა­შათ. გული კი ერთ რა­მე­ზე დამ­წყდა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა იმ ქვი­შის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ვედ­რო­ებ­ში ჩა­ყა­რა და წა­ი­ღო. ეს საქ­ცი­ე­ლი ისე აღ­ვიქ­ვი, თით­ქოს მო­სახ­ლე­ო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ვი­ღაც ვალ­დე­ბუ­ლია, გა­ა­კე­თოს მათ კი გა­კე­თე­ბუ­ლი უნდა გა­ა­ფუ­ჭონ...

- მოკ­ლედ, იმ ად­გი­ლის გა­სუფ­თა­ვე­ბა გა­და­წყვი­ტეთ...

- ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ შე­ვე­გუ­ე­ბო­დი იმას, რომ ის ნა­გა­ვი იქ ისე გო­რე­ბად ყო­ფი­ლი­ყო. სკო­ლა­ში რომ ვმუ­შა­ობ­დი, სკო­ლის კედ­ლე­ბი და მერ­ხებს ვუვ­ლი­დი...აქა­უ­რო­ბას რო­გორ არ მო­ვუვ­ლი­დი? ამი­ტომ, მუ­შე­ბი, მან­ქა­ნა და­ვი­ქი­რა­ვე და ნა­გა­ვი იქი­დან გა­ვი­ტა­ნე... სა­ერ­თოდ ეს ად­გი­ლი გა­უ­ვალ ტყეს ჰგავ­და. ხე­ე­ბის ძირ­ში დიდი ტო­ტე­ბი იყო ამო­სუ­ლი, რო­მე­ლიც მოვ­ჭე­რი. არა­ვინ გა­მო­სუ­ლა, მხო­ლოდ გვერ­დით მე­ზო­ბე­ლი მო­მეხ­მა­რა. სხვებს ამ საქ­მე­ში ჩარ­თვის ინ­ტე­რე­სი არ გა­მო­უ­ხა­ტავთ. ამ გა­სუფ­თა­ვე­ბის შემ­დეგ ხეს ფეს­ვე­ბი გა­მო­უჩ­ნდა, გარ­შე­მო პა­ტა­რა ღობე გა­ვუ­კე­თე და მიწა ჩავ­ყა­რე, რომ მო­შიშ­ვლე­ბულ ფეს­ვებს კვე­ბა ჰქო­ნო­და.

გვერ­დით კორ­პუ­სი­დან მე­ზო­ბელ­მა მი­თხრა, - 18 წე­ლია, აქ ვცხოვ­რობ და ეს ნა­გა­ვი სულ ასე ეყა­რაო... თა­ვი­დან ამ ად­გი­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა მქონ­და გეგ­მა­ში რად­გა­ნაც რო­გორც გი­თხა­რით, იმ სი­ბინ­ძუ­რეს ვერ შე­ვე­გუ­ე­ბო­დი.

- რომ გა­სუფ­თავ­და, მაგ ად­გილს უკვე ნარ­გა­ვე­ბიც შე­მა­ტეთ, ხომ?

- რომ გა­ლა­მაზ­და, ვი­ფიქ­რე, რა­ტო­მაც არა, მცე­ნა­რე­ებ­საც დავრგავ-მეთ­ქი. ისევ სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით ვი­ყი­დე მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რე­ე­ბი - სა­დღაც 800-დან 1000 ლა­რამ­დე და­მე­ხარ­ჯა. არ არის მზი­ა­ნი ად­გი­ლი, ჩრდი­ლია და ყვე­ლა­ფე­რი ვერ გა­ი­ხა­რებ­და. ამი­ტომ მცე­ნა­რე­ე­ბი ამის მი­ხედ­ვით შე­ვარ­ჩიე.

ჩავრგე ვა­ზიც, მუშ­მა­ლა და წელს უკვე პირ­ვე­ლი ნა­ყო­ფიც ჰქონ­და. მერე სა­მოძ­რა­ოდ პა­ტა­რა ბი­ლი­კე­ბი გა­ვა­კე­თე, მა­გი­დი­სა და სკა­მე­ბის იდე­აც გაჩ­ნდა... ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი შე­ვი­ტა­ნე ისე, რო­გორც ჩემს აგა­რაკ­ზე მაქვს. თი­ხის ჭურ­ჭე­ლი გან­ვა­ლა­გე, ბორ­ბა­ლი იმე­რეთ­ში ვი­ყი­დე, კა­ხეთ­ში 300 ლა­რად თონე შე­ვი­ძი­ნე, ბამ­ბუ­კის ხიდი დე­კო­რა­ტი­უ­ლი მიზ­ნით გა­ვა­კე­თე. აკ­ვა­ნი გუ­რი­ი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნეს.

მო­სახ­ლე­ო­ბა რომ ხე­დავ­და, აქა­უ­რო­ბა ლა­მაზ­დე­ბო­და, უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს სახ­ლე­ბი­დან სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი მოჰ­ქონ­დათ და დე­კო­რა­ცი­ე­ბად ვა­წყობ­დი. ცოტა ხნის წინ ვი­ღა­ცას ლა­მა­ზი დოქი და­ე­დო...

ერთ დღე­საც სახ­ლში მო­ვე­დი და ეზოს ბავ­შვე­ბი ჩემ­კენ გა­მო­იქ­ცნენ, - ლანა დე­ი­და, ვი­ღაც კაცს თქვე­ნი და­დე­ბუ­ლი დო­ქის წა­ღე­ბა უნ­დო­და. ჯო­ხით იღებ­და, მაგ­რამ გა­უ­ტყდაო. ძა­ლი­ან მე­წყი­ნა. მი­ვე­დი, ვნა­ხე და აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­ტე­ხი­ლი დოქი ჩემი არ იყო. რო­გორც ჩანს, იმ უცხო კაცს, პი­რი­ქით, თა­ვი­სი დო­ქის იქ და­დე­ბა უნ­დო­და და იმ პე­რი­ოდ­ში გა­უ­ტყდა. ეტყო­ბა, მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს, აქ გავ­ლა-გა­მოვ­ლა უწევს და უნ­დო­და, ბა­ღის გა­სამ­დიდ­რებ­ლად, რა­ღაც წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა. ამი­ტომ, გული რომ არ სტკე­ნო­და და მცდე­ლო­ბა წყალ­ში არ ჩაჰ­ყრო­და, ნამ­სხვრე­ვე­ბი შე­ვა­კო­წი­წე, და­ვა­წე­ბე და ასე დავ­დე. ამას წი­ნა­თაც დამ­ხვდა ვი­ღა­ცის მო­ტა­ნი­ლი თი­ხის ლა­მა­ზი საყ­ვა­ვი­ლე. მივ­ხვდი, ბაღ­ში უნ­დო­და მა­საც შე­ტა­ნა და შე­ვი­ტა­ნე. მწვა­ნე ნერ­გე­ბიც მო­უ­ტა­ნი­ათ, ბევ­რჯერ ყვა­ვი­ლე­ბიც იმის­თვის, რომ იქ და­მერ­გო. უმე­ტე­სად არ ვიცი ხოლ­მე, ვის მო­აქვს.

- მო­სახ­ლე­ო­ბის ასე­თი საქ­ცი­ე­ლი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მათ თქვენ მიერ შექ­მნი­ლი ბაღი მოს­წონს...

- კი, გამ­ვლელ-გა­მომ­ვლე­ლი გა­ჩე­რე­ბუ­ლა, ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღი­ათ, ვი­დე­ო­ებს წე­რენ. ყვე­ლა ამ­ბობს, - რა ლა­მა­ზია, იშ­ვი­ა­თად გვი­ნა­ხავს კორ­პუ­სებ­თან ასე­თი მოვ­ლი­ლი და მო­წყო­ბი­ლი კუ­თხე­ე­ბიო. მსი­ა­მოვ­ნებს, რო­დე­საც ამას ამ­ბო­ბენ.

- მოკ­ლედ, ჯერ შრო­მით იღებთ სი­ა­მოვ­ნე­ბას, მერე თქვენს ნა­ხე­ლავს რომ უყუ­რებთ და ბო­ლოს ამ ყვე­ლა­ფერს სხვა რომ აფა­სებს...

- რა თქმა უნდა, ამას გა­კე­თე­ბა ჩემ­თვის არა­ვის და­უ­ძა­ლე­ბია და ვერც მა­ი­ძუ­ლებ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა სხვე­ბის­თვის მა­გა­ლი­თის მი­ცე­მაც იყოს. ყვე­ლას შე­უძ­ლია პა­ტარ-პა­ტა­რა სი­ლა­მა­ზე­ე­ბის შექ­მნა და ამის ნახ­ვის შემ­დეგ, ვინ­მეს იქ­ნებ იდეა მო­უ­ვი­დეს და თვი­თო­ნაც გა­ა­კე­თოს. არ მინ­და, ცუ­დად გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ამ ქა­ლაქ­ში ბევრ რა­მეს არ აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას, იმ დღეს მე­ე­ზო­ვე, ეზოს გვი­და და ვკი­თხე, - თქვენს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში რა შე­დის-მეთ­ქი - მხო­ლოდ ას­ფალ­ტის დაგ­ვაო, გა­მიკ­ვირ­და. მწვა­ნე ბა­ლახ­ზე ნა­გა­ვი რომ ეგ­დოს, რა­ტომ არ უნდა აი­ღონ?! ამ კუ­თხით ქა­ლა­ქი მო­უვ­ლე­ლია. ამის გარ­და, ეს მე­ე­ზო­ვე­ე­ბიც ყვე­ლა­ფერს ვერ და­ა­ლა­გე­ბენ. თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს უნდა ჰქონ­დეს იმის შეგ­რძნე­ბა, ჯერ არ უნდა და­აგ­დოს, მერე არ უნდა ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბო­დეს, რომ გზად უშ­ნოდ დაგ­დე­ბულ ნა­გავს თუ გა­და­ა­წყდე­ბა, აი­ღოს და სა­ნაგ­ვე ურ­ნა­ში ჩა­აგ­დოს. ყვე­ლა­ზე მე­ტად ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი ბავ­შვებს სჭირ­დე­ბათ.

- ზე­ვით სარ­თუ­ლე­ბი­დან, ბა­ღის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­გავს ხომ არ ყრი­ან?

- მარ­თა­ლია, ნაგ­ვის ურ­ნე­ბი ცოტა შორს გა­და­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ნა­გა­ვი ფან­ჯრი­დან მო­ის­რო­ლონ. ამას მა­სობ­რი­ვი სახე არ აქვს, თუმ­ცა ზა­ფხულ­ში გვი­ან ღა­მეს, ერთხელ სა­ზამ­თროს ნარ­ჩე­ნე­ბი გად­მო­ის­რო­ლეს... რა­ტომ­ღაც ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ფან­ჯრი­დან გა­დაყ­რი­ლი ნა­გა­ვი არა­ფე­რია. მთა­ვა­რია, არ დაგ­ვი­ნა­ხონ და მა­შინ გა­ვა­კე­თოთ... პი­რი­ქით მგო­ნია, - როცა არა­ვინ გვხე­დავს, ადა­მი­ა­ნუ­რად მა­შინ უნდა მო­ვიქ­ცეთ.

ხან­და­ხან სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნა­გავს მა­ინც ვი­ღებ ხოლ­მე ამ ად­გი­ლი­დან. ამას იმით ვხსნი, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ად­გი­ლი გა­უ­ვა­ლი რომ იყო, ნა­გა­ვი აქეთ მოჰ­ქონ­დათ და ამას ზო­გი­ერ­თი, სხვა კორ­პუ­სე­ბი­დან , ძვე­ლი ინერ­ცი­ით ისევ აკე­თებს.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, - ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ბაღი გარ­დაც­ვლილ შვილს მი­ვუ­ძღვე­ნიო...

- წი­ნას­წარ გა­მიზ­ნუ­ლად შვი­ლის სა­ხელ­ზე არა­ფე­რი და­მი­წყია და გა­მი­კე­თე­ბია. რო­გორც გი­თხა­რით, ვერ შე­ვე­გუე ჩემი კედ­ლის გვერ­დით უსუფ­თა­ო­ბას. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლია და ისე­თი და­ბა­ლი, ადა­მი­ან­მა რომ გა­ი­ა­როს, შე­უძ­ლია, სახ­ლში თა­ვი­სუფ­ლად შე­მო­ი­ხე­დოს... მერე ფან­ჯა­რა იმის­თვი­საა, რომ გა­მო­ა­ღო და ჟანგბა­დი შე­მო­უშ­ვა, ხე­დით დატ­კბე...

აქა­ურ­მა მე­ზობ­ლებ­მა რომ გა­ი­გეს, ვინ ვი­ყა­ვი და დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ვმუ­შა­ობ­დი, რა­ღა­ცებს ვქმნი­დი, რა­ტომ­ღაც ასე აღიქ­ვეს, რომ ბაღს შვი­ლის ხსოვ­ნას ვუ­ძღვნი­დი. თა­ვი­დან ჩემ­თან მო­ახ­ლო­ე­ბაც უჭირ­დათ, რა­ღაც მო­რი­დე­ბუ­ლად რომ იქ­ცე­ვი­ან ხოლ­მე ადა­მი­ა­ნე­ბი შვილმკვდა­რი დე­დის მი­მართ, ასე იყო. თუ ადა­მი­ა­ნებ­თან ვკონ­ტაქ­ტობ­დი, არ ეგო­ნათ...

- ამ ყვე­ლა­ფერ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, გა­რე­მოს მო­წყო­ბა­ზე სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით რომ გიზ­რუ­ნი­ათ. ნა­გა­ვი ურ­ნა­ში მხო­ლოდ კი არ ჩა­ყა­რეთ, იზ­რუ­ნეთ, რომ ბა­გა­ვი გა­ე­ტა­ნათ და ად­გი­ლი გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი­ყო, ამა­ში სა­კუ­თა­რი თან­ხა გა­და­ი­ხა­დეთ…

- სხვა­თა შო­რის, აქე­დან რომ მიწა გა­ვა­ტა­ნი­ნე, იმ ად­გი­ლას, სა­დაც მე­ზობ­ლე­ბი მან­ქა­ნებს ვერ აყე­ნებ­დნენ, რად­გა­ნაც ორმო იყო, მი­წის ნა­წი­ლი იქ ჩა­ი­ყა­რა. ასე გაჩ­ნდა ავ­ტო­სად­გო­მიც...

- გა­მო­დის, მაგ ად­გილს ასე­თი სი­კე­თე­ე­ბის­თვის მო­ევ­ლი­ნეთ...

- სხვა კორ­პუ­სე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ნე­ტავ, ბინა ჩვენ­თან გე­ყი­დაო. საქ­მის კე­თე­ბა ყვე­ლას შე­უძ­ლია, მთა­ვა­რია, ადა­მი­ან­მა შრო­მა არ და­ი­ზა­როს...

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

სამწუხაროდ, ამ ადამიანზე დადებითი განწყობა ვერ მექმნება, წიგნების დასაწვავად გამეტების შემდეგ (თან რა წიგნების!)

ციური მესხიშვილი
2

კეთილო ადამიანო, უფალმა დაგლოცოთ,თქვენი შვილი კი ნათელში იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ყველამ ისე აღიქვა, თითქოს შვილის ხსოვნას მივუძღვენი " - ულამაზესი სივრცე ნაგავსაყრელის ადგილას: ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედამ ბაღი გააშენა

"ყველამ ისე აღიქვა, თითქოს შვილის ხსოვნას მივუძღვენი " - ულამაზესი სივრცე ნაგავსაყრელის ადგილას: ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედამ ბაღი გააშენა

ინტერნეტმომხმარებელმა ლანა ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საკუთარი ხელით მოწყობილი ბაღის ფოტოები, რომლებიც ასე დაასათაურა - "შემოდგომა მინირანჩოში“. გაირკვა, რომ ეს "მინირანჩო“ თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ მასივშია...

ქალბატონი ლანა ფილოლოგია, მაგრამ როგორც ამბობს, შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო (გოგონა, 16 წლის სოფი ნიკოლაიშვილი სკოლის ექსკურსიაზე მყოფი, ლაგოდეხის ნაკრძალში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა) სკოლაში აღარ საქმიანობს, აქვს ყვავილების მაღაზია და ახლა ამით არის დაკავებული.

- "მინირანჩო“ რატომ ჰქვია ამ ადგილს?

- დიდი რანჩო ქართლში მაქვს, ჩემი აგარაკი, სადაც ასევე ბევრს ვშრომობ. შრომას ბავშვობიდან შევეჩვიე. სოფელში დავიბადე, სადაც ოჯახის ყველა წევრი ფიზიკურად მუდმივად ვშრომობდით... საქმის კეთება არ მეზარება.

- საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე გარემოზე მართლა გიზრუნიათ და პატარ-პატარა ლამაზი "კუნძულებიც“ შეგიქმნიათ...

- ჩემი შვილის უბედურების შემდეგ იმ ბინიდან, სადაც ვცხოვრობდი, წამოვედი და ეს შევიძინე. პირველი სართულია, რაც მოსახერხებელია, რადგან ძაღლები მყავს და მათი გაყვანა-გასეირნება უფრო ადვილია. კუთხის ბინაა და აქ დაბინავების შემდეგ, ამ კუთხის გვერდით აღმოვაჩინე დიდი ნაგავსაყრელი , რომელიც სამშენებლო თუ სახლიდან გამოტანილი ნარჩენებით იყო სავსე. ეს ფანჯრიდან გახედვისას დისკომფორტს მიქმნიდა. მერე ისიც ვნახე, რომ ბავშვებისთვის აქ არაფერი იყო, პატარები მოდიოდნენ და ნიჩბებით დატკეპნილ მიწას ფხეკდნენ. ვიფიქრე, საქანელებს გავაკეთებ-მეთქი. წავედი ლილოში, ჩემი ხარჯებით, მოვიტანე საჭირო მასალა და როგორც შევძელი, გავაკეთე. ასევე პატარა ტრენაჟორებიც შევქმენი, როგორც ჩვილებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. ასევე, საკუთარი სახსრებით ტომრებით ვიყიდე ქვიშა, მოვიტანე და დავყარე, რომ ეთამაშათ. გული კი ერთ რამეზე დამწყდა, რამდენიმე ადამიანმა იმ ქვიშის გარკვეული რაოდენობა ვედროებში ჩაყარა და წაიღო. ეს საქციელი ისე აღვიქვი, თითქოს მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ვიღაც ვალდებულია, გააკეთოს მათ კი გაკეთებული უნდა გააფუჭონ...

- მოკლედ, იმ ადგილის გასუფთავება გადაწყვიტეთ...

- ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ შევეგუებოდი იმას, რომ ის ნაგავი იქ ისე გორებად ყოფილიყო. სკოლაში რომ ვმუშაობდი, სკოლის კედლები და მერხებს ვუვლიდი...აქაურობას როგორ არ მოვუვლიდი? ამიტომ, მუშები, მანქანა დავიქირავე და ნაგავი იქიდან გავიტანე... საერთოდ ეს ადგილი გაუვალ ტყეს ჰგავდა. ხეების ძირში დიდი ტოტები იყო ამოსული, რომელიც მოვჭერი. არავინ გამოსულა, მხოლოდ გვერდით მეზობელი მომეხმარა. სხვებს ამ საქმეში ჩართვის ინტერესი არ გამოუხატავთ. ამ გასუფთავების შემდეგ ხეს ფესვები გამოუჩნდა, გარშემო პატარა ღობე გავუკეთე და მიწა ჩავყარე, რომ მოშიშვლებულ ფესვებს კვება ჰქონოდა.

გვერდით კორპუსიდან მეზობელმა მითხრა, - 18 წელია, აქ ვცხოვრობ და ეს ნაგავი სულ ასე ეყარაო... თავიდან ამ ადგილის დასუფთავება მქონდა გეგმაში რადგანაც როგორც გითხარით, იმ სიბინძურეს ვერ შევეგუებოდი.

- რომ გასუფთავდა, მაგ ადგილს უკვე ნარგავებიც შემატეთ, ხომ?

- რომ გალამაზდა, ვიფიქრე, რატომაც არა, მცენარეებსაც დავრგავ-მეთქი. ისევ საკუთარი ხარჯებით ვიყიდე მარადმწვანე მცენარეები - სადღაც 800-დან 1000 ლარამდე დამეხარჯა. არ არის მზიანი ადგილი, ჩრდილია და ყველაფერი ვერ გაიხარებდა. ამიტომ მცენარეები ამის მიხედვით შევარჩიე.

ჩავრგე ვაზიც, მუშმალა და წელს უკვე პირველი ნაყოფიც ჰქონდა. მერე სამოძრაოდ პატარა ბილიკები გავაკეთე, მაგიდისა და სკამების იდეაც გაჩნდა... ეთნოგრაფიული ელემენტები შევიტანე ისე, როგორც ჩემს აგარაკზე მაქვს. თიხის ჭურჭელი განვალაგე, ბორბალი იმერეთში ვიყიდე, კახეთში 300 ლარად თონე შევიძინე, ბამბუკის ხიდი დეკორატიული მიზნით გავაკეთე. აკვანი გურიიდან გამომიგზავნეს.

მოსახლეობა რომ ხედავდა, აქაურობა ლამაზდებოდა, უცნობ ადამიანებს სახლებიდან სხვადასხვა ნივთები მოჰქონდათ და დეკორაციებად ვაწყობდი. ცოტა ხნის წინ ვიღაცას ლამაზი დოქი დაედო...

ერთ დღესაც სახლში მოვედი და ეზოს ბავშვები ჩემკენ გამოიქცნენ, - ლანა დეიდა, ვიღაც კაცს თქვენი დადებული დოქის წაღება უნდოდა. ჯოხით იღებდა, მაგრამ გაუტყდაო. ძალიან მეწყინა. მივედი, ვნახე და აღმოჩნდა, რომ გატეხილი დოქი ჩემი არ იყო. როგორც ჩანს, იმ უცხო კაცს, პირიქით, თავისი დოქის იქ დადება უნდოდა და იმ პერიოდში გაუტყდა. ეტყობა, მეზობლად ცხოვრობს, აქ გავლა-გამოვლა უწევს და უნდოდა, ბაღის გასამდიდრებლად, რაღაც წვლილი შეეტანა. ამიტომ, გული რომ არ სტკენოდა და მცდელობა წყალში არ ჩაჰყროდა, ნამსხვრევები შევაკოწიწე, დავაწებე და ასე დავდე. ამას წინათაც დამხვდა ვიღაცის მოტანილი თიხის ლამაზი საყვავილე. მივხვდი, ბაღში უნდოდა მასაც შეტანა და შევიტანე. მწვანე ნერგებიც მოუტანიათ, ბევრჯერ ყვავილებიც იმისთვის, რომ იქ დამერგო. უმეტესად არ ვიცი ხოლმე, ვის მოაქვს.

- მოსახლეობის ასეთი საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ მათ თქვენ მიერ შექმნილი ბაღი მოსწონს...

- კი, გამვლელ-გამომვლელი გაჩერებულა, ფოტოები გადაუღიათ, ვიდეოებს წერენ. ყველა ამბობს, - რა ლამაზია, იშვიათად გვინახავს კორპუსებთან ასეთი მოვლილი და მოწყობილი კუთხეებიო. მსიამოვნებს, როდესაც ამას ამბობენ.

- მოკლედ, ჯერ შრომით იღებთ სიამოვნებას, მერე თქვენს ნახელავს რომ უყურებთ და ბოლოს ამ ყველაფერს სხვა რომ აფასებს...

- რა თქმა უნდა, ამას გაკეთება ჩემთვის არავის დაუძალებია და ვერც მაიძულებდა. ეს ყველაფერი შეიძლება სხვებისთვის მაგალითის მიცემაც იყოს. ყველას შეუძლია პატარ-პატარა სილამაზეების შექმნა და ამის ნახვის შემდეგ, ვინმეს იქნებ იდეა მოუვიდეს და თვითონაც გააკეთოს. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ამ ქალაქში ბევრ რამეს არ აქცევენ ყურადღებას, იმ დღეს მეეზოვე, ეზოს გვიდა და ვკითხე, - თქვენს კომპეტენციაში რა შედის-მეთქი - მხოლოდ ასფალტის დაგვაო, გამიკვირდა. მწვანე ბალახზე ნაგავი რომ ეგდოს, რატომ არ უნდა აიღონ?! ამ კუთხით ქალაქი მოუვლელია. ამის გარდა, ეს მეეზოვეებიც ყველაფერს ვერ დაალაგებენ. თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, ჯერ არ უნდა დააგდოს, მერე არ უნდა ეუხერხულებოდეს, რომ გზად უშნოდ დაგდებულ ნაგავს თუ გადააწყდება, აიღოს და სანაგვე ურნაში ჩააგდოს. ყველაზე მეტად ასეთი მაგალითები ბავშვებს სჭირდებათ.

- ზევით სართულებიდან, ბაღის მიმართულებით ნაგავს ხომ არ ყრიან?

- მართალია, ნაგვის ურნები ცოტა შორს გადაიტანეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაგავი ფანჯრიდან მოისროლონ. ამას მასობრივი სახე არ აქვს, თუმცა ზაფხულში გვიან ღამეს, ერთხელ საზამთროს ნარჩენები გადმოისროლეს... რატომღაც ბევრი ფიქრობს, რომ ფანჯრიდან გადაყრილი ნაგავი არაფერია. მთავარია, არ დაგვინახონ და მაშინ გავაკეთოთ... პირიქით მგონია, - როცა არავინ გვხედავს, ადამიანურად მაშინ უნდა მოვიქცეთ.

ხანდახან საყოფაცხოვრებო ნაგავს მაინც ვიღებ ხოლმე ამ ადგილიდან. ამას იმით ვხსნი, რომ წლების განმავლობაში ეს ადგილი გაუვალი რომ იყო, ნაგავი აქეთ მოჰქონდათ და ამას ზოგიერთი, სხვა კორპუსებიდან , ძველი ინერციით ისევ აკეთებს.

- როგორც აღნიშნეთ, - ბევრს ჰგონია, რომ ბაღი გარდაცვლილ შვილს მივუძღვენიო...

- წინასწარ გამიზნულად შვილის სახელზე არაფერი დამიწყია და გამიკეთებია. როგორც გითხარით, ვერ შევეგუე ჩემი კედლის გვერდით უსუფთაობას. პირველი სართულია და ისეთი დაბალი, ადამიანმა რომ გაიაროს, შეუძლია, სახლში თავისუფლად შემოიხედოს... მერე ფანჯარა იმისთვისაა, რომ გამოაღო და ჟანგბადი შემოუშვა, ხედით დატკბე...

აქაურმა მეზობლებმა რომ გაიგეს, ვინ ვიყავი და დილიდან საღამომდე ვმუშაობდი, რაღაცებს ვქმნიდი, რატომღაც ასე აღიქვეს, რომ ბაღს შვილის ხსოვნას ვუძღვნიდი. თავიდან ჩემთან მოახლოებაც უჭირდათ, რაღაც მორიდებულად რომ იქცევიან ხოლმე ადამიანები შვილმკვდარი დედის მიმართ, ასე იყო. თუ ადამიანებთან ვკონტაქტობდი, არ ეგონათ...

- ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი ის არის, გარემოს მოწყობაზე საკუთარი ხარჯებით რომ გიზრუნიათ. ნაგავი ურნაში მხოლოდ კი არ ჩაყარეთ, იზრუნეთ, რომ ბაგავი გაეტანათ და ადგილი გასუფთავებულიყო, ამაში საკუთარი თანხა გადაიხადეთ…

- სხვათა შორის, აქედან რომ მიწა გავატანინე, იმ ადგილას, სადაც მეზობლები მანქანებს ვერ აყენებდნენ, რადგანაც ორმო იყო, მიწის ნაწილი იქ ჩაიყარა. ასე გაჩნდა ავტოსადგომიც...

- გამოდის, მაგ ადგილს ასეთი სიკეთეებისთვის მოევლინეთ...

- სხვა კორპუსების მცხოვრებლები მეუბნებიან, ნეტავ, ბინა ჩვენთან გეყიდაო. საქმის კეთება ყველას შეუძლია, მთავარია, ადამიანმა შრომა არ დაიზაროს...