საქართველოს სახალხო არტისტი, ჯემალ ჭკუასელი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს.
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოჯახს მიუსამძიმრა "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.
პანაშვიდზე ოპოზიციური პარტიების წევრებიც იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯემალ ჭკუასელი 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან კი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 2015 წლიდან კი ის "ერისიონის" მთავარი დირიჟორი იყო.