ავტორი:

გაუჩინარებულ ექსპერტს ტელეფონში მისი და შსს-ს იმ თანამშრომლის შეხვედრის ვიდეო ჰქონდა, ვინც ზეწოლაში დაადანაშაულა - რა განაცხადა გერლიანის მეგობარმა?

გაუჩინარებულ ექსპერტს ტელეფონში მისი და შსს-ს იმ თანამშრომლის შეხვედრის ვიდეო ჰქონდა, ვინც ზეწოლაში დაადანაშაულა - რა განაცხადა გერლიანის მეგობარმა?

გაუჩინარებულ ექსპერტს ტელეფონში მისი და შსს-ს იმ თანამშრომლის შეხვედრის ვიდეო ჰქონდა, ვინც ზეწოლაში დაადანაშაულა - რა განაცხდა გერლიანის მეგობარმა?

რამაზ გერლიანის მეგობრების ინფორმაციით, გაუჩინარებულ ექსპერტს ტელეფონში მასსა და სამართალდამცველს შორის შეხვედრის ჩანაწერი ჰქონდა შენახული

"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორის“, რამაზ გერლიანის მეგობრების ინფორმაციით, გერლიანს მობილურ ტელეფონში მასსა და სამართალდამცველ გიორგი გოგნიაშვილს შორის, მის საცხოვრებელ სახლში გამართული შეხვედრის ჩანაწერი ჰქონდა.

როგორც გერლიანის მეგობარმა ნოდარ სირბილაძემ "მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მნიშვნელოვანია ტელეფონში არსებული ინფორმაცია გასაჯაროვდეს. ამასთანავე, მისი თქმით, უნდა დაიწყოს გამოძიება გერლიანის გამოქვეყნებული "ფეისბუქპოსტის“ წაშლასთან დაკავშირებით.

"ეს ყველაფერი რამაზ გერლიანმა იმისთვის გააკეთა, რათა გვენახა ტელეფონში არსებული ინფორმაცია.რამაზი გვეუბნებოდა, რომ ტელეფონით ჰქონდა ჩანაწერი იმ ადამიანთან შეხვედრის, რომლის ფოტოსურათიც გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანია ტელეფონში არსებული ინფორმაცია ყველასთვის გახდეს ცნობილი. კიდევ ერთი საინტერესო გარემოებაა "ფეისბუქიდან“ რამაზის პოსტის წაშლა, იმ პოსტის, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც რამაზი გაუჩინარდა. ამაზეც უნდა დაიწყოს გამოძიება ვინ იყო რამაზ გერლიანის "ექაუნთით" შესული და წაშალა აღნიშნული პოსტი“, - აღნიშნა ნოდარ სირბილაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომლის თანახმად, რამაზ გერლიანის მეუღლე ძალოვანი უწყების წარმომადგენელს იცნობდა და გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მოიტყუა, გერლიანის მეგობრის განმარტებით, სამართალდამცველმა მისი მეუღლე თავდაპირველად ყალბი "ფეისბუქ გვერდიდან“ გაიცნო, შემდეგ კი რეალური გვერდიდან განაგრძეს ურთიერთობა და სახლში მოსანახულებლად მიაკითხა.

"რამაზის პირადი საუბრებიდან ვიცი, რომ მისი მეუღლე იცნობდა აღნიშნულ პიროვნებას. თავდაპირველად დაუკავშირდა ყალბი "ფეისბუქგვერდიდან“, "ავტონაწილების ჯგუფის“ სახელით გაეცნო და შემდგომ რეალური "ფეისბუქგვერდიდან“ განაგრძეს ურთიერთობა. ამის შემდეგ მოხდა, რომ ააკითხა სახლში მოსანახულებლად და რამაზმა აღმოაჩინა თავის სახლში ეს პოლიციელი“, - აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.