კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციელებმა უგონოდ მთვრალ კაცს სცემეს, აგინეს, დაასისხლიანეს" - რას წერენ სააგენტო "მაუწყებლისა" და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში მომხდარზე
"პოლიციელებმა უგონოდ მთვრალ კაცს სცემეს, აგინეს, დაასისხლიანეს" - რას წერენ სააგენტო "მაუწყებლისა" და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში მომხდარზე

სა­ა­გენ­ტო "მა­უ­წყებ­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი არო­ბე­ლი­ძე და აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს წამ­ყვა­ნი რატი რა­ტი­ა­ნი ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის მე­ექ­ვსე გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს ცე­მა­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში, ასე­ვე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" აცხა­დე­ბენ, მათ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა პო­ლი­ცი­ის მე­ექ­ვსე გან­ყო­ფი­ლე­ბის შე­ნო­ბა­ში მოხ­და.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რედ სა­მარ­თლდამ­ცა­ვე­ბი მო­ქა­ლა­ქეს აკა­ვებ­დნენ და მათ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ მო­ქა­ლა­ქე­ზე ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს, რის გა­მოც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც და­ა­კა­ვეს და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბაც და­ი­წყო.

"ეს ბა­თუ­მის მე­ექ­ვსე გან­ყო­ფი­ლე­ბაა. ქა­ლაქ­ში ბევ­რმა იცის, რომ აქ ადა­მი­ა­ნებს სცე­მენ.

გუ­შინ წინ, ერთ-ერთი ბა­რის წინ ვი­დე­ქი მე­გობ­რებ­თან ერ­თად.ჩხუ­ბი ატყდა, ერთ უგო­ნოდ მთვრალ კაცს მთე­ლი ბარი ეჩხუ­ბე­ბო­და. ჩხუ­ბის და­წყე­ბის მი­ზე­ზი არ ვიცი. ვცა­დეთ გაშ­ვე­ლე­ბა, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და. ეს კაცი უკვე ძირს ეგდო, რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ე­ლი რომ მო­ვი­და.

ბარ­ში მყოფ­მა ხალ­ხმა, აი, ეს კა­ცია და­სა­ჭე­რიო. პო­ლი­ცია მი­ვი­და ამ მთვრალ­თან, მო­კი­და ხელი და წა­ათ­რია გან­ყო­ფი­ლე­ბის­კენ, რა­ზეც მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი აღ­ვშფოთ­დით, მო­ვუ­წო­დებ­დით პო­ლი­ცი­ას, და­ე­ნე­ბე­ბი­ნათ უგო­ნოდ მთვრა­ლი, გა­ლა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის თავი. წვნი­ა­ნი და­ა­ლე­ვი­ნეთ თუ მა­ინ­ცა და მა­ინც თქო - ეს იყო ჩვე­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია.ამ ძიძ­გი­ლა­ო­ბა­ში მეც მომ­კი­დეს ხელი და შე­მიყ­ვა­ნეს ამ კაც­თან ერ­თად გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

5-7-მა პო­ლი­ცი­ელ­მა, ეს უგო­ნოდ მთვრა­ლი კაცი სცე­მა, აგი­ნეს, და­ა­სის­ხლი­ა­ნეს, მეთ­ქი რას აკე­თებთ ხალ­ხოო, 2012 წლის მო­ნა­პო­ვარს რას უშ­ვე­ბით, ეს ვი­ნა­აო ამ­დენს რომ ბე­დავ­სო და ჩემ­ზე გად­მო­ერ­თნენ. მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ მაქვს, გაშ­ლილ ხელს მირ­ტყამ­დნენ თავ­ში. ეს არ იყო ერთი ადა­მი­ა­ნის მიერ ერთი მოქ­ნე­ვა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი საკ­მა­ოდ დიდი ხანი მირ­ტყამ­და. მერე ისევ ამ კაცს მი­უბ­რუნ­დნენ.

გა­რეთ ნა­თი­ას, რა­ტის და მე­გობ­რებს ეს­მო­დათ შიგ­ნი­დან გა­სუ­ლი ხმე­ბი. ცდი­ლობ­დნენ ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბას, შიგ­ნით მო­საც­დელ­ში შე­მოს­ვლას ამ ამ­ბე­ბის დროს რა­ტიც და­ი­ჭი­რეს და შე­მო­იყ­ვა­ნეს. რა­ტიც გა­ლა­ხეს. ნა­თია გა­და­ურ­ჩა ამ ამ­ბებს. გო­გოს და­ჭე­რა არ გვინ­დაო, შიგ­ნით მო­ი­თათ­ბი­რეს.

ეს კაცი მერე კა­პე­ზეს ეზო­ში შემ­ხვდა, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხით. გად­მოყ­ვა­ნის დროს მან­ქა­ნა­ში კიდე მცე­მე­სო.

ბევ­რად უფრო სა­ზა­რე­ლი სუ­რა­თი იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვიდ­რე აქაა აღ­წე­რი­ლი. გულ­წრფე­ლად, რაც ვნა­ხე და რაც გა­დამ­ხდა, ეს დღეს თუ შე­იშ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო, არ მე­გო­ნა.

მე­ექ­ვსე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი ყო­ფი­ლა. ალ­ბათ სხვა­გა­ნაც.

კა­პე­ზე­დან სა­სა­მარ­თლო­ში რო მოვ­ყავ­დი, რამ­დე­ნი­მემ გა­მაფრ­თხი­ლა, ხო იცი სა­სა­მარ­თლო­ში რაც უნდა ილა­პა­რა­კო, თორე მო­გი­წევს უკან დაბ­რუ­ნე­ბაო. ჰოდა ასე აში­ნე­ბენ გა­ლა­ხულ ხალ­ხს და წლე­ბია ხალ­ხის და­სის­ხლი­ა­ნე­ბამ­დე ცე­მის პრაქ­ტი­კას ყო­ველ­დღი­უ­რად იყე­ნე­ბენ ჯიგ­რე­ბი.

ის კაცი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სცე­მეს არ ვიცი რას იზამს, რამ­დე­ნად ილა­პა­რა­კებს იმ ღა­მე­ზე, მაგ­რამ აგერ ვლა­პა­რა­კობთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვცე­მეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და ვი­თხოვთ ამ ტი­პე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს მივ­მარ­თეთ, არ ვიცი რა გა­მო­ვა, თუ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­ზე არაა ჩა­წე­რი­ლი ეს ამ­ბე­ბი, ალ­ბათ ვე­რა­ფერს და­ვამ­ტკი­ცებთ და გაგ­რძელ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლე­ბუ­რად.

ამ დროს რა უნდა ვქნა არ ვიცი, რაც მო­ვი­ფიქ­რე ისაა, რომ აი სა­ჯა­როდ ვყვე­ბი ამ ამ­ბავს. იცო­დეთ, რომ აქ ჯა­ლა­თე­ბი მუ­შა­ო­ბენ“, - წერს გი­ორ­გი არო­ბე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
4

"ჩხუ­ბი ატყდა, ერთ უგო­ნოდ მთვრალ კაცს მთე­ლი ბარი ეჩხუ­ბე­ბო­და. ჩხუ­ბის და­წყე­ბის მი­ზე­ზი არ ვიცი."

 დალოცვილო, თუ ჩხუბის მიზეზი არ იცი, პოლიცია აკავებს და შენ ხელს უშლი, არ დაგაკავებენ პოლიციის ხელის შეშლისთვის??? თუ ჟურნალისტი რომ ხარ გეპატიება ყველაფერი? 

კ ო მ ბ ლ ე
7

არავითარ ცემას და გინებას ადგილი არ ქონია, აზზრზე მოყავდათ, შეანჯღროიეს, შეაჯანჯღარეს მაგრამ ჩეემი ფეხეებიი, აზრზე ვერ მოიყვენეს, მერე დაანებეს თავი, გამოდხიზლდება და დილით დავკითხავთო... 

რაში აინტერესებდათ მისი წამება,? „„მთვრალი კაცი, კაიკ კაციო““ მართლა და მართლა განა რა ინტერესი ქონდათ? სადისტები ხომ არ არინ? ოღონდაც ჩირქო მოსცხოთ პატიოსან საზპგადპებას და ყველაფერს კადრულობთ რააა,,,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"პოლიციელებმა უგონოდ მთვრალ კაცს სცემეს, აგინეს, დაასისხლიანეს" - რას წერენ სააგენტო "მაუწყებლისა" და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში მომხდარზე

"პოლიციელებმა უგონოდ მთვრალ კაცს სცემეს, აგინეს, დაასისხლიანეს" - რას წერენ სააგენტო "მაუწყებლისა" და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში მომხდარზე

სააგენტო "მაუწყებლის" ჟურნალისტი გიორგი არობელიძე და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წამყვანი რატი რატიანი ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილების თანამშრომლებს ცემასა და ძალადობაში, ასევე უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

როგორც ჟურნალისტები "ინტერპრესნიუსთან" აცხადებენ, მათზე ფიზიკური ძალადობა პოლიციის მეექვსე განყოფილების შენობაში მოხდა.

ჟურნალისტების თქმით, პოლიციის განყოფილების მიმდებარედ სამართლდამცავები მოქალაქეს აკავებდნენ და მათზე ფიზიკურად ძალადობდნენ.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ მოქალაქეზე ძალის გამოყენება გააპროტესტეს, რის გამოც პოლიციელებმა ჟურნალისტებიც დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებაც დაიწყო.

"ეს ბათუმის მეექვსე განყოფილებაა. ქალაქში ბევრმა იცის, რომ აქ ადამიანებს სცემენ.

გუშინ წინ, ერთ-ერთი ბარის წინ ვიდექი მეგობრებთან ერთად.ჩხუბი ატყდა, ერთ უგონოდ მთვრალ კაცს მთელი ბარი ეჩხუბებოდა. ჩხუბის დაწყების მიზეზი არ ვიცი. ვცადეთ გაშველება, მაგრამ არ გამოვიდა. ეს კაცი უკვე ძირს ეგდო, რამდენიმე პოლიციელი რომ მოვიდა.

ბარში მყოფმა ხალხმა, აი, ეს კაცია დასაჭერიო. პოლიცია მივიდა ამ მთვრალთან, მოკიდა ხელი და წაათრია განყოფილებისკენ, რაზეც მე და ჩემი მეგობრები აღვშფოთდით, მოვუწოდებდით პოლიციას, დაენებებინათ უგონოდ მთვრალი, გალახული ადამიანისთვის თავი. წვნიანი დაალევინეთ თუ მაინცა და მაინც თქო - ეს იყო ჩვენი ოფიციალური პოზიცია.ამ ძიძგილაობაში მეც მომკიდეს ხელი და შემიყვანეს ამ კაცთან ერთად განყოფილებაში.

5-7-მა პოლიციელმა, ეს უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინეს, დაასისხლიანეს, მეთქი რას აკეთებთ ხალხოო, 2012 წლის მონაპოვარს რას უშვებით, ეს ვინააო ამდენს რომ ბედავსო და ჩემზე გადმოერთნენ. მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში. ეს არ იყო ერთი ადამიანის მიერ ერთი მოქნევა, რამდენიმე ადამიანი საკმაოდ დიდი ხანი მირტყამდა. მერე ისევ ამ კაცს მიუბრუნდნენ.

გარეთ ნათიას, რატის და მეგობრებს ესმოდათ შიგნიდან გასული ხმები. ცდილობდნენ ჩემთან დაკავშირებას, შიგნით მოსაცდელში შემოსვლას ამ ამბების დროს რატიც დაიჭირეს და შემოიყვანეს. რატიც გალახეს. ნათია გადაურჩა ამ ამბებს. გოგოს დაჭერა არ გვინდაო, შიგნით მოითათბირეს.

ეს კაცი მერე კაპეზეს ეზოში შემხვდა, დასისხლიანებული სახით. გადმოყვანის დროს მანქანაში კიდე მცემესო.

ბევრად უფრო საზარელი სურათი იყო სინამდვილეში, ვიდრე აქაა აღწერილი. გულწრფელად, რაც ვნახე და რაც გადამხდა, ეს დღეს თუ შეიშლებოდა მომხდარიყო, არ მეგონა.

მეექვსე განყოფილებაში, ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. ალბათ სხვაგანაც.

კაპეზედან სასამართლოში რო მოვყავდი, რამდენიმემ გამაფრთხილა, ხო იცი სასამართლოში რაც უნდა ილაპარაკო, თორე მოგიწევს უკან დაბრუნებაო. ჰოდა ასე აშინებენ გალახულ ხალხს და წლებია ხალხის დასისხლიანებამდე ცემის პრაქტიკას ყოველდღიურად იყენებენ ჯიგრები.

ის კაცი, რომელიც ძალიან სცემეს არ ვიცი რას იზამს, რამდენად ილაპარაკებს იმ ღამეზე, მაგრამ აგერ ვლაპარაკობთ ადამიანები, რომლებიც გვცემეს პოლიციის განყოფილებაში და ვითხოვთ ამ ტიპების პასუხისგებაში მიცემას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მივმართეთ, არ ვიცი რა გამოვა, თუ სათვალთვალო კამერებზე არაა ჩაწერილი ეს ამბები, ალბათ ვერაფერს დავამტკიცებთ და გაგრძელდება ყველაფერი ძველებურად.

ამ დროს რა უნდა ვქნა არ ვიცი, რაც მოვიფიქრე ისაა, რომ აი საჯაროდ ვყვები ამ ამბავს. იცოდეთ, რომ აქ ჯალათები მუშაობენ“, - წერს გიორგი არობელიძე.