პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დააკავეს გერმანიაში გენერალი კალანდაძე და უკავშირდება თუ არა მომხდარი მეგის ქარდავას ბინაში ნაპოვნ ვიდეოჩანაწერებს?
რატომ დააკავეს გერმანიაში გენერალი კალანდაძე და უკავშირდება თუ არა მომხდარი მეგის ქარდავას ბინაში ნაპოვნ ვიდეოჩანაწერებს?

19 დე­კემ­ბერს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გერ­მა­ნი­ა­ში, კერ­ძოდ, ბერ­ლი­ნის აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გი­ორ­გი (გიგი) კა­ლან­და­ძე და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნით და­ა­კა­ვეს.

გე­ნე­რა­ლი გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2012 წელს იკა­ვებ­და. ის პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წლის 7 ნო­ემ­ბერს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მუხ­ლით სამ საქ­მე­ზე წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. სა­სა­მარ­თლომ გიგი კა­ლან­და­ძე გა­ა­მარ­თლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ეპი­ზო­დებ­ში, მაგ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ის დამ­ნა­შა­ვედ ცნო 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ვა­ზი­ა­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე თა­ვი­სი ხელ­ქვე­ი­თე­ბის"შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში“, რო­დე­საც ის გენშტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო.

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ კა­ლან­და­ძეს სას­ჯე­ლის სა­ხედ უნდა გა­ნე­სა­ზღვროს სამ­ხედ­რო პი­რის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა 3 თვის ვა­დით, თუმ­ცა 2012 წლის 28 დე­კემ­ბრის "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ‘‘ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ის გა­თა­ვი­სუფ­ლდა და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლი­სა­გან.

2015 წელს კი მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ წა­მე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ახა­ლა­ია, გენშტა­ბის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გიგი კა­ლან­და­ძე, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი მე­გის ქარ­და­ვა და შსს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აფხა­ზე­თის ა/რ მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი რო­მან შა­მა­თა­ვა. საქ­მე შე­ე­ხე­ბო­და ელ­ბერტ კო­ბე­რი­ძის წა­მე­ბის საქ­მეს, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის გიგი კა­ლან­და­ძე უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და უკვე. ის სწო­რედ 2015 წლი­დან ცხოვ­რობ­და და საქ­მი­ა­ნობ­და უკ­რა­ი­ნა­ში - ახალ­წვე­უ­ლე­ბი­სა­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ცალ­კე­უ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი­სა და ბრი­გა­დის დო­ნის შტა­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. გიგი კა­ლან­და­ძის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ლან­და­ძემ გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ა­კი­თხა შვილს, რო­მე­ლიც იქ სწავ­ლობს და სწო­რედ ამ დროს და­ა­კა­ვეს.

ambebi.ge-ს სან­დო წყა­რო ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბი­დან უყ­ვე­ბა, რომ გიგი კა­ლან­და­ძის და­კა­ვე­ბა მე­გის ქარ­და­ვას ბი­ნი­დან ამო­ღე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებს უკავ­შირ­დე­ბა.

"კა­ლან­და­ძეს ბრა­ლად ედე­ბა სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში ელ­ბერტ კო­ბე­რი­ძის წა­მე­ბა, რომ­ლის­გა­ნაც ტე­რო­რის­ტო­ბის აღი­ა­რე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. საქ­მე იმა­შია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მე­გის ქარ­და­ვას ბი­ნი­დან ამო­ი­ღეს "ფლეშ­კა", რო­მელ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბამ მო­ი­პო­ვა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი, რო­მელ­შიც გიგი კა­ლან­და­ძეც ფი­გუ­რი­რებს. რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან მძი­მე კად­რე­ბია, იმ­დე­ნად მძი­მე, რომ, არ ვიცი, გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ თუ არა სა­ერ­თოდ. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ი­თხო­ვეს გერ­მა­ნი­ის მხა­რის­გან მისი და­კა­ვე­ბა. კა­ლან­და­ძე იმ დროს და­ა­კა­ვეს გერ­მა­ნი­ის აე­რო­პორ­ტში, როცა უკან, უკ­რა­ი­ნა­ში ბრუნ­დე­ბო­და. ფაქ­ტია, მან არ იცო­და, რომ და­ა­კა­ვებ­დნენ, თო­რემ გერ­მა­ნი­ა­ში არც ჩა­ვი­დო­და".

გიგი წე­რე­თე­ლი, პო­ლი­ტი­კო­სი:

"ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რა მოხ­და, გი­გის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არც მქო­ნია. ვიცი, რომ ის ადრე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და ეჭ­ვიც არ შემ­პარ­ვია, რომ თა­ვის დრო­ზეც პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბი იყო. მი­მაჩ­ნია, რომ ახლა ამ ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბა ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვას აღ­ძრავს მა­შინ, როცა რა­ღაც ეროვ­ნულ თან­ხმო­ბა­ზე და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის დას­რუ­ლე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. ადა­მი­ა­ნი, წლე­ბია, აქ აღარ არის, მას თა­ვის დრო­ზე ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს, მაგ­რამ ვერ და­უმ­ტკი­ცეს. ის უკ­რა­ი­ნა­შია და იქაც რა­ღაც ოფი­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­შია თა­ვი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ახლა, როცა რუ­სეთ­თან ასე­თი და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ხან ცხე­ლი ომია, ხან - ცივი უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ეს და­კა­ვე­ბა, რა თქმა უნდა, კი­თხვის ნიშ­ნებს აღ­ძრავს, ვის ინ­ტე­რეს­ში უნდა იყოს მისი და­კა­ვებ?. ასე­თი ტი­პის დევ­ნა კარ­გად თუ არ არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, თუ არ ახ­ლავს ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის სი­ა­ში... ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რო­მე­ლიც გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში და მარ­ტო გიგი კა­ლან­და­ძეს არ შე­ე­ხე­ბა, ბევ­რი მა­გა­ლი­თია ამი­სა. ვფიქ­რობ, კარ­გია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა, მაგ­რამ თუ მხო­ლოდ სა­უბ­რად დარ­ჩა, გინდ ყო­ფი­ლა, გინდ - არა.

- ერთი ვერ­სი­ით,კა­ლან­და­ძის და­კა­ვე­ბა შე­საძ­ლოა, მე­გის ქარ­და­ვას ბი­ნა­ში ნა­პოვნ ფა­ი­ლებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს...

- გა­მო­რი­ცხვით ვე­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ იმი­ტომ, რომ, არ ვიცი ეს საქ­მე. მე გი­გის ახ­ლოს არ ვიც­ნობ, მაგ­რამ რა­საც ადრე ვხე­დავ­დი, მას მწა­მებ­ლის ჰა­ბი­ტუ­სი ნამ­დვი­ლად არ აქვს და რა გი­თხრათ? არის სამ­ხედ­რო გე­ნერ­ლის ჩი­ნით, იღებ­და აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის საქ­მე­ში და ახლა უკ­რა­ი­ნა­შია. ამ ვი­თა­რე­ბა­ში, როცა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ერთ-ერთი დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, არ გა­მოვ­რი­ცხავ, აქ რამე პო­ლი­ტი­კუ­რი ელე­მენ­ტი იყოს. მათ თუ კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ, 9 თვე ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი გიგი და მა­შინ სად იყ­ვნენ? არ მაქვს ის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქარ­და­ვას­გან ამო­ი­ღეს კად­რე­ბი, თქვენ­გან გა­ვი­გე პირ­ვე­ლად. იმე­დია, ოფი­ცი­ა­ლუ­რად დრო­უ­ლად გან­მარ­ტა­ვენ, რა ხდე­ბა... არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი, როცა გერ­მა­ნი­ა­ში აკა­ვე­ბენ ქარ­თველ გე­ნე­რალს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანანო
2

რით ვერ გაიგეს რომ მორჩა მაგათი პარადი. გაჩერებულიყვნენ, ეგებ დაგვიწყებოდა რაღაც-რაღაცეები, არა ვერ ისვენებენ, ჰოდა წერს აგერ ვიღაც - ნაციონალების ხროვაში ყველა სისხლის სამართლის დამნაშავეა

aleko
4

დასაჭერი იყო და დაიჭირეს მაგას ადამიანები ჰყავს ნაწამები ენით ვერ აღწერ. არაკაცი და სადისტი. მინიმუმ 15-წლიანზე უნდა გაუშვან.

ავტორი:

რატომ დააკავეს გერმანიაში გენერალი კალანდაძე და უკავშირდება თუ არა მომხდარი მეგის ქარდავას ბინაში ნაპოვნ ვიდეოჩანაწერებს?

რატომ დააკავეს გერმანიაში გენერალი კალანდაძე და უკავშირდება თუ არა მომხდარი მეგის ქარდავას ბინაში ნაპოვნ ვიდეოჩანაწერებს?

19 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში, კერძოდ, ბერლინის აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი (გიგი) კალანდაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს.

გენერალი გიორგი კალანდაძე გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას 2012 წელს იკავებდა. ის პირველად საქართველოში 2012 წლის 7 ნოემბერს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სამ საქმეზე წაუყენეს ბრალი. სასამართლომ გიგი კალანდაძე გაამართლა თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდებში, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 2011 წლის ოქტომბერში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავისი ხელქვეითების"შეურაცხყოფაში“, როდესაც ის გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კალანდაძეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3 თვის ვადით, თუმცა 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ის გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.

2015 წელს კი მთავარმა პროკურატურამ წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. საქმე შეეხებოდა ელბერტ კობერიძის წამების საქმეს, თუმცა ამ დროისთვის გიგი კალანდაძე უკრაინაში იმყოფებოდა უკვე. ის სწორედ 2015 წლიდან ცხოვრობდა და საქმიანობდა უკრაინაში - ახალწვეულებისაგან დაკომპლექტებული ცალკეული ქვედანაყოფებისა და ბრიგადის დონის შტაბების მომზადებას ხელმძღვანელობდა. გიგი კალანდაძის დაკავებასთან დაკავშირებით აქამდე საქართველოს და უკრაინის შესაბამის უწყებებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, კალანდაძემ გერმანიაში ჩააკითხა შვილს, რომელიც იქ სწავლობს და სწორედ ამ დროს დააკავეს.

ambebi.ge-ს სანდო წყარო ძალოვანი უწყებიდან უყვება, რომ გიგი კალანდაძის დაკავება მეგის ქარდავას ბინიდან ამოღებულ ვიდეოკადრებს უკავშირდება.

"კალანდაძეს ბრალად ედება სამხედრო პოლიციის შენობაში ელბერტ კობერიძის წამება, რომლისგანაც ტერორისტობის აღიარებას მოითხოვდნენ. საქმე იმაშია, რომ სამართალდამცველებმა მეგის ქარდავას ბინიდან ამოიღეს "ფლეშკა", რომელზეც გამოძიებამ მოიპოვა წამების ამსახველი კადრები, რომელშიც გიგი კალანდაძეც ფიგურირებს. როგორც ვიცი, ძალიან მძიმე კადრებია, იმდენად მძიმე, რომ, არ ვიცი, გამოაქვეყნებენ თუ არა საერთოდ. ვიდეოჩანაწერების მოპოვების შემდეგ, სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოითხოვეს გერმანიის მხარისგან მისი დაკავება. კალანდაძე იმ დროს დააკავეს გერმანიის აეროპორტში, როცა უკან, უკრაინაში ბრუნდებოდა. ფაქტია, მან არ იცოდა, რომ დააკავებდნენ, თორემ გერმანიაში არც ჩავიდოდა".

გიგი წერეთელი, პოლიტიკოსი:

"ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა, გიგისთან ურთიერთობა არც მქონია. ვიცი, რომ ის ადრე დაკავებული იყო და ეჭვიც არ შემპარვია, რომ თავის დროზეც პოლიტიკური მოტივები იყო. მიმაჩნია, რომ ახლა ამ ადამიანის დაკავება ძალიან ბევრ კითხვას აღძრავს მაშინ, როცა რაღაც ეროვნულ თანხმობაზე და პოლიტიკური დევნის დასრულებაზეა ლაპარაკი. ადამიანი, წლებია, აქ აღარ არის, მას თავის დროზე ბრალი წაუყენეს, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს. ის უკრაინაშია და იქაც რაღაც ოფიციალურ სამსახურშია თავისი მიმართულებით. ახლა, როცა რუსეთთან ასეთი დაძაბული სიტუაციაა, ხან ცხელი ომია, ხან - ცივი უკრაინასთან მიმართებაში, ეს დაკავება, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს აღძრავს, ვის ინტერესში უნდა იყოს მისი დაკავებ?. ასეთი ტიპის დევნა კარგად თუ არ არის დასაბუთებული, თუ არ ახლავს ბევრი მტკიცებულება, ყოველთვის იქნება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სიაში... ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც გვაქვს საქართველოში და მარტო გიგი კალანდაძეს არ შეეხება, ბევრი მაგალითია ამისა. ვფიქრობ, კარგია სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა, მაგრამ თუ მხოლოდ საუბრად დარჩა, გინდ ყოფილა, გინდ - არა.

- ერთი ვერსიით,კალანდაძის დაკავება შესაძლოა, მეგის ქარდავას ბინაში ნაპოვნ ფაილებს უკავშირდებოდეს...

- გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ იმიტომ, რომ, არ ვიცი ეს საქმე. მე გიგის ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ რასაც ადრე ვხედავდი, მას მწამებლის ჰაბიტუსი ნამდვილად არ აქვს და რა გითხრათ? არის სამხედრო გენერლის ჩინით, იღებდა აქტიურ მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის საქმეში და ახლა უკრაინაშია. ამ ვითარებაში, როცა ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, არ გამოვრიცხავ, აქ რამე პოლიტიკური ელემენტი იყოს. მათ თუ კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ, 9 თვე ჰყავდათ დაკავებული გიგი და მაშინ სად იყვნენ? არ მაქვს ის ინფორმაცია, რომ ქარდავასგან ამოიღეს კადრები, თქვენგან გავიგე პირველად. იმედია, ოფიციალურად დროულად განმარტავენ, რა ხდება... არ არის ჩვეულებრივი ამბავი, როცა გერმანიაში აკავებენ ქართველ გენერალს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.