საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონ" შტამს და რით განსხვავდება "დელტა" შტამისგან - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რა სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონ" შტამს და რით განსხვავდება "დელტა" შტამისგან - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

"რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა არ იგეგ­მე­ბა - ვნა­ხოთ, რა შე­დე­გი ექ­ნე­ბა ამ "ომიკ­რონს”, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ აღ­ნიშ­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის "ომიკ­რონ“ შტამს, რომ­ლის ორი შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე და­ფიქ­სირ­და, ნაკ­ლე­ბად მძი­მე კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს.

ამას­თან, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ისა­უბ­რა, ახა­ლი სა­ხე­ო­ბი­სა და "დელ­ტა“ შტამს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა­ზე, ასე­ვე, ძი­რი­თად სიმპტო­მებ­ზე.

"ორი ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ ერთ თვე­ში გა­მო­ვა, გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლურ ნე­ბარ­თვას და რე­კო­მენ­და­ცი­ას ელო­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც იმ ორ ტაბ­ლე­ტი­რე­ბულ მე­დი­კა­მენტს მი­ი­ღებს, რო­მე­ლიც 50%-დან 90%-მდე შე­ამ­ცი­რებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებს. ასე რომ, მი­უ­ხე­და­ვად დღე­ვან­დე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ი­სა, მე ძა­ლი­ან იმე­დი­ა­ნად და ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებ მო­მა­ვალს.

მე­სა­მე დოზა საკ­მა­ოდ მყა­რად იცავს "ომიკ­რო­ნის­გან.“ რო­გორც უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბი­დან ვი­ცით, მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არის შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად მძი­მე. ყვე­ლა შტა­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი კო­ვი­დი, სიმპტო­მე­ბით პრინ­ცი­პუ­ლად დი­დად ერ­თმა­ნე­თის­გან არ გან­სხვავ­დე­ბა. ნი­უ­ან­სებ­შია გან­სხვა­ვე­ბა, მა­გა­ლი­თად "ომიკ­რო­ნის“ შემ­თხვე­ვა­ში უფრო ჭარ­ბობს სურ­დო, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ძლი­ე­რი სი­სუს­ტე და შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უფრო ხში­რია ასე­თი და­წყე­ბა. რო­გორც უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ შტამს ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს გე­მოვ­ნე­ბის და ყნოს­ვის და­კარ­გვა, ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს ტკი­ვი­ლი მთელ სხე­ულ­ში, რაც ახა­სი­ა­თებ­და "დელ­ტა“ შტამს და შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია ცხე­ლე­ბა და ზო­გა­დი ინ­ტოქ­სი­კა­ცია, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­რო­ბი­თია. მხო­ლოდ კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბით ვე­რა­ვინ გა­და­წყვეტს, ეს "დელ­ტა შტა­მია თუ "ომიკ­რო­ნი“. ეს მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მან ასე­ვე შე­ა­ფა­სა დღე­ვან­დე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს ეპიდსი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რია.

"დღე­ვან­დე­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა არის სე­რი­ო­ზუ­ლი, მაგ­რამ არ არის სა­გან­გა­შო. ჩვენ ყვე­ლა­ზე სა­ში­ში დღე­ე­ბი უკვე გა­ვი­ა­რეთ და არის ერ­თგვა­რი სტა­ბი­ლი­ზა­ცია. სამ­წუ­ხა­როდ, სტა­ბი­ლი­ზა­ცია შემ­თხვე­ვე­ბის მა­ღალ რი­ცხვსა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მა­ღალ რი­ცხვზე გა­დის, მაგ­რამ ეს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, ვიდ­რე იყო ერთი თვის წინ, რო­დე­საც გარ­დაც­ვა­ლე­ბა დღე­ში 70-80 ადა­მი­ანს აღ­წევ­და და შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 5-6 ათა­სი იყო. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ არის სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­ზღუდ­ვე­ბი აღარ არ­სე­ბობს, შე­საძ­ლოა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ დღე­ვან­დე­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია, ამ პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სტა­ბი­ლუ­რია“, - აღ­ნიშ­ნა ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nana
0

ეჰ ,რაც გინდთ დაარქვით ორი სრულიად ჯანმრთელი ადამიანი კი წამართვა და

ცერცვაძეს
2

ბატონო თენგიზ თქვენ ის გვითხარით გამყრელიძემ სად ისწავლა ის ფოკუსი, ვაქცინას ვადა რომ გასდის და ერთ კვირაში ისევ რომ აღადგენს... ძაან მაგარი ფოკუსია, ეგეთი ფოკუსი ევროპაშიც კი არ იციან, მემგონი ჩინელებმაც კი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რა სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონ" შტამს და რით განსხვავდება "დელტა" შტამისგან - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რა სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონ" შტამს და რით განსხვავდება "დელტა" შტამისგან - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

"რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება - ვნახოთ, რა შედეგი ექნება ამ "ომიკრონს”, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა კორონავირუსის "ომიკრონ“ შტამს, რომლის ორი შემთხვევა საქართველოში უკვე დაფიქსირდა, ნაკლებად მძიმე კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა, ახალი სახეობისა და "დელტა“ შტამს შორის განსხვავებაზე, ასევე, ძირითად სიმპტომებზე.

"ორი ახალი მედიკამენტი, რომელიც სავარაუდოდ ერთ თვეში გამოვა, გამოყენებაზე ოფიციალურ ნებართვას და რეკომენდაციას ელოდება. საქართველოს, პრაქტიკულად, გატარებული აქვს ყველანაირი მოლაპარაკება და ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო, რომელიც იმ ორ ტაბლეტირებულ მედიკამენტს მიიღებს, რომელიც 50%-დან 90%-მდე შეამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევებს. ასე რომ, მიუხედავად დღევანდელი სერიოზული ეპიდსიტუაციისა, მე ძალიან იმედიანად და ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს.

მესამე დოზა საკმაოდ მყარად იცავს "ომიკრონისგან.“ როგორც უცხოური წყაროებიდან ვიცით, მიმდინარეობა არის შედარებით ნაკლებად მძიმე. ყველა შტამით გამოწვეული კოვიდი, სიმპტომებით პრინციპულად დიდად ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ნიუანსებშია განსხვავება, მაგალითად "ომიკრონის“ შემთხვევაში უფრო ჭარბობს სურდო, თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე და შემდეგ ყველაფერი, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირია ასეთი დაწყება. როგორც უცხოური წყაროები ამბობენ, ამ შტამს ნაკლებად ახასიათებს გემოვნების და ყნოსვის დაკარგვა, ნაკლებად ახასიათებს ტკივილი მთელ სხეულში, რაც ახასიათებდა "დელტა“ შტამს და შედარებით ნაკლებია ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაცია, მაგრამ ეს ყველაფერი პირობითია. მხოლოდ კლინიკური სიმპტომებით ვერავინ გადაწყვეტს, ეს "დელტა შტამია თუ "ომიკრონი“. ეს მხოლოდ ლაბორატორიულად შეიძლება დადგინდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ასევე შეაფასა დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და აღნიშნა, რომ დღეს ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურია.

"დღევანდელი ეპიდვითარება არის სერიოზული, მაგრამ არ არის საგანგაშო. ჩვენ ყველაზე საშიში დღეები უკვე გავიარეთ და არის ერთგვარი სტაბილიზაცია. სამწუხაროდ, სტაბილიზაცია შემთხვევების მაღალ რიცხვსა და გარდაცვალების მაღალ რიცხვზე გადის, მაგრამ ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე იყო ერთი თვის წინ, როდესაც გარდაცვალება დღეში 70-80 ადამიანს აღწევდა და შემთხვევების რაოდენობა 5-6 ათასი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არ არის სრულად ვაქცინირებული და პრაქტიკულად, შეზღუდვები აღარ არსებობს, შესაძლოა ჩაითვალოს, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია, ამ პირობების გათვალისწინებით, სტაბილურია“, - აღნიშნა ცერცვაძემ.