პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოციალური ქსელიდან ჩემი ძმის "პოსტი" გაქრა.." - რას ამბობს გაუჩინარებული ექსპერტის, რამაზ გერლიანის ძმა
"სოციალური ქსელიდან ჩემი ძმის "პოსტი" გაქრა.." - რას ამბობს გაუჩინარებული ექსპერტის, რამაზ გერლიანის ძმა

ავ­ჭა­ლის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპერ­ტის, რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი შე­სა­ბა­მის პრო­ცე­დუ­რებს გერ­ლი­ა­ნის ავ­ტო­მო­ბილს უტა­რე­ბენ, რო­მე­ლიც მან ავ­ჭა­ლის სამ­მარ­თვე­ლოს წინ, სად­გომ­ზე და­ტო­ვა.

რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის ძმის გან­ცხა­დე­ბით, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხელს აფა­რე­ბენ პო­ლი­ცი­ელს, რო­მე­ლიც მისი ძმის "ფე­ის­ბუქ“ პოს­ტში არის მი­თი­თე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ის შსს-ს თა­ნამ­შრო­მელ გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვილს შან­ტაჟ­სა და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში შეჭ­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან გამ­ქრა­ლია, თუმ­ცა უც­ნო­ბია ვინ წა­შა­ლა.

"ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი სამ­მარ­თვე­ლოს­თან, ჩემი ძმის მან­ქა­ნა­ზე მუ­შა­ო­ბენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი, ანა­ბეჭ­დებს იღე­ბენ და სხვა პრო­ცე­დუ­რებს გა­დი­ან. მიმ­დი­ნა­რე­ობს ოჯა­ხის წევ­რე­ბის და ახ­ლობ­ლე­ბის და­კი­თხვა. მოქ­მე­დე­ბე­ბი მი­დის, მაგ­რამ მა­ინც მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ხელს აფა­რე­ბენ პო­ლი­ცი­ელს, რო­მე­ლიც ჩემი ძმის "პოს­ტში“ არის მი­თი­თე­ბუ­ლი. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ჩემი ძმის პოს­ტიც გაქ­რა, თუ ამა­ში ძა­ლო­ვა­ნე­ბის ხელი ურე­ვია, ესეც კი­დევ ერთი და­ნა­შა­უ­ლია, ვერ გე­ტყვით ვინ წა­შა­ლა და ვისი ხელი ურე­ვია“, - აღ­ნიშ­ნა რო­მა­ნოზ გერ­ლი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპერ­ტი რა­მაზ გერ­ლი­ა­ნი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და.

რა­მაზ გერ­ლი­ან­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე გუ­შინ დი­ლით "ფე­ის­ბუქ“ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც შსს-ს თა­ნამ­შრო­მელ გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვილს შან­ტაჟ­სა და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში შეჭ­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

გერ­ლი­ა­ნის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი 14 ნო­ემ­ბერს სა­კუ­თარ ბი­ნა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დახ­ვდა და ცრუ მო­ტი­ვით და­კი­თხა, მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს 35 დღის წინ მი­მარ­თა, თუმ­ცა პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია.

"ამ ნა­გავ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა ჩე­მი­ვე ყო­ფი­ლი ოჯა­ხის წევ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ა­ხერ­ხა, ჩემს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში, ჩემს სა­მუ­შაო და ჩემი შვი­ლე­ბის სამ­ყო­ფელ სივ­რცე­ში ვირ­თხა­სა­ვით შე­მოღ­წე­ვა. 14 ნო­ემ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დამ­ხვდა ჩემს ბი­ნა­ში თავ­ხე­დუ­რად და ცრუ მო­ტი­ვით და­კი­თხვა მო­მი­წყო, მო­მა­ყე­ნე შე­უ­რა­ცხყო­ფა, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ!

რო­გორც ჩანს, პო­ლი­ცი­ის მუნ­დი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით აგ­რო­ვებ­და პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც სა­პო­ლი­ციო სის­ტე­მით, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ. სა­ვა­რა­უ­დოდ, მოქ­მე­დებს და­ვა­ლე­ბა/დაკ­ვე­თით. სა­ფუძ­ვლი­ა­ნია ეჭ­ვია, რომ ჩემ მო­ნა­ცე­მებს გა­და­ცემ­და/ყი­დი­და მე­სა­მე პირ­ზე (ებზე). არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ჩემს მი­მართ იყე­ნებ­და თვალ­თვა­ლის, მი­ყუ­რა­დე­ბის და კონ­ტრო­ლის სხვა სის­ტე­მებს...და­მარ­ცხე­ბა გინ­დო­დათ, მე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ, დის­კრე­დი­ტა­ცია გინ­დო­დათ - ფსკერ­ზე ვარ, ჩემ­ზე ზე­გავ­ლე­ნა და მარ­თვა გინ­დო­დათ - ვერ მი­ი­ღებთ.

კა­ნო­ნი დუმს. ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თია. ისე ვარ, მინ­და მეც დავ­დუმ­დე, ოღონდ სა­მუ­და­მოდ“, - წერს რა­მაზ გერ­ლი­ა­ნი.

რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ კეთ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"სოციალური ქსელიდან ჩემი ძმის "პოსტი" გაქრა.." - რას ამბობს გაუჩინარებული ექსპერტის, რამაზ გერლიანის ძმა

"სოციალური ქსელიდან ჩემი ძმის "პოსტი" გაქრა.." - რას ამბობს გაუჩინარებული ექსპერტის, რამაზ გერლიანის ძმა

ავჭალის პოლიციის სამმართველოსთან ეკონომიკური ექსპერტის, რამაზ გერლიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ექსპერტ-კრიმინალისტები შესაბამის პროცედურებს გერლიანის ავტომობილს უტარებენ, რომელიც მან ავჭალის სამმართველოს წინ, სადგომზე დატოვა.

რამაზ გერლიანის ძმის განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ხელს აფარებენ პოლიციელს, რომელიც მისი ძმის "ფეისბუქ“ პოსტში არის მითითებული.

მისივე ინფორმაციით, რამაზ გერლიანის განცხადება, რომელშიც ის შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებდა, სოციალური ქსელიდან გამქრალია, თუმცა უცნობია ვინ წაშალა.

"ახლა ვიმყოფები სამმართველოსთან, ჩემი ძმის მანქანაზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, ანაბეჭდებს იღებენ და სხვა პროცედურებს გადიან. მიმდინარეობს ოჯახის წევრების და ახლობლების დაკითხვა. მოქმედებები მიდის, მაგრამ მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელს აფარებენ პოლიციელს, რომელიც ჩემი ძმის "პოსტში“ არის მითითებული. სოციალური ქსელიდან ჩემი ძმის პოსტიც გაქრა, თუ ამაში ძალოვანების ხელი ურევია, ესეც კიდევ ერთი დანაშაულია, ვერ გეტყვით ვინ წაშალა და ვისი ხელი ურევია“, - აღნიშნა რომანოზ გერლიანმა.

შეგახსენებთ, ახლობლების ინფორმაციით, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.

რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე გუშინ დილით "ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებს.

გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა, მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

"ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ!

როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს...დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ, დისკრედიტაცია გინდოდათ - ფსკერზე ვარ, ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ - ვერ მიიღებთ.

კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, - წერს რამაზ გერლიანი.

რამაზ გერლიანის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.