მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში "ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა - რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ შტამს?
საქართველოში "ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა - რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ შტამს?

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის "ომიკ­რო­ნის“ 2 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

შე­გახ­სე­ნებთ, კო­რო­ნა­ვი­სის ახა­ლი შტა­მი 25 ნო­ემ­ბერს, სამ­ხრეთ აფ­რი­კის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნულ­მა ინ­სტი­ტუტ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა და ამის თა­ო­ბა­ზე სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კე­თა. ჯან­მო-მ მას სა­ხე­ლად "ომიკ­რო­ნი" მი­ა­ნი­ჭა.

18 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ომიკ­რო­ნი უკვე 80-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ყო­ველ ორ-სამ დღე­ში ორ­მაგ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ WHO-ს სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დე­ვიდ ნა­ბა­რომ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, "ომიკ­რონ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა "რვა­ჯერ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა ერთ კვი­რა­ში და 40-ჯერ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი - ორი კვი­რის შემ­დეგ“. რომც და­დას­ტურ­დეს "ომიკ­რო­ნის“ შტა­მის და­ბა­ლი ლე­ტა­ლუ­რო­ბა, ვირუ­სის სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა "შე­არ­ყევს“ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას, მი­აჩ­ნია ჯან­მო-ს წარ­მო­მად­გე­ნელს. ჰონგ-კონ­გელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ახა­ლი შტა­მის, "ომიკ­რო­ნის“ შე­სა­ხებ გა­მოკ­ვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რომ­ლის შე­დეგ­თაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ "ომიკ­რო­ნი“ 70-ჯერ უფრო სწრა­ფად მრავ­ლდე­ბა ზედა სა­სუნ­თქ გზებ­ში და ბრონ­ქის კე­დელ­ში, ვიდ­რე მისი წი­ნა­მორ­ბე­დი, "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტი და 10-ჯერ უფრო ნაკ­ლე­ბად ფილ­ტვის ქსო­ვილ­ში.

ვა­რა­უ­დი "ომიკ­რო­ნის“ ნაკ­ლე­ბად ლე­ტა­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე, სწო­რედ იმან წარ­მოშ­ვა, რომ ახა­ლი შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში ფილ­ტვებ­ში ვირუ­სის კონ­ცენ­ტრა­ცია და­ბა­ლია.

სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი ექი­მი, ან­ჯე­ლიკ კო­ეტ­ზი, რო­მე­ლიც მე­დი­კოს­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ცაა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტის წარ­მოქ­მნის შე­სა­ხებ ეჭ­ვე­ბი გა­მოთ­ქვა. მი­სი­ვე დაკ­ვირ­ვე­ბით, ახა­ლი ვა­რი­ან­ტი, 40 წლის და უფრო ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 50%, რო­მელ­საც ის მკურ­ნა­ლობ­და, არ იყო აც­რი­ლი.

"დელ­ტა" ვა­რი­ან­ტის პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "ომიკ­რონს“ არ ახა­სი­ა­თებს სუ­ნის ან გე­მოს და­კარ­გვა.

სამ­ხრეთ აფ­რი­კის ჯანნ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მოწ­ვე­ულ ბრი­ფინგზე, ზო­გად­მა პრაქ­ტი­კოს­მა დოქ­ტორ­მა უნ­ბენ პი­ლა­იმ ჩა­მოთ­ვა­ლა სიმპტო­მე­ბი, რო­მელ­თაც "ომიკ­რო­ნის“ მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი ავ­ლენ­დნენ - "მშრა­ლი ხვე­ლა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ღა­მით ოფ­ლი­ა­ნო­ბა და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, დაღ­ლი­ლო­ბა. ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან“ - ამ­ბობს ის.

გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "ომიკ­რო­ნი“ "შეშ­ფო­თე­ბის ვა­რი­ან­ტად“ გა­მო­ა­ცხა­და და ხალ­ხს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­და.

ცნო­ბი­ლი ელერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი ჰონგ-კონ­გის უნი­ვე­რის­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ჰონგ-კონ­გის უნი­ვე­რის­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნე­ბის (ფა­ი­ზე­რი, სი­ნო­ვა­კი) "ომიკ­რო­ნი­სად­მი" მა­ნე­იტ­რა­ლი­ზი­რე­ბელ ძა­ლას აჩ­ვე­ნებს, გა­მოვ­ლინ­და, რომ 25 ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი­დან "ფა­ი­ზე­რის" ჯგუფ­ში ვირუ­სის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა შე­უძ­ლია ხმო­ლოდ 5 ადა­მი­ანს (ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბაა 20-24%) , ხოლო სი­ნო­ვა­კის ჯგუფ­ში 25 -დან შე­უძ­ლია 0 ადა­მი­ანს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სი­ნო­ფარ­მი/სი­ნო­ვა­კით აც­რი­ლებ­მა "ფა­ი­ზე­რის "(რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია) ან იგი­ვე ვაქ­ცი­ნის ბუს­ტე­რი უნდა და­ი­მა­ტოთ 3 თვის შემ­დეგ".

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

გეტყობა ვერ ხარ მთლად განათლებული.

თაკო
10

დადგინდა,რომ ომიკრონი ძირითადათ აცრილებს ემართებათ,არაფერია საშიში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

საქართველოში "ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა - რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ შტამს?

საქართველოში "ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა - რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ შტამს?

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

შეგახსენებთ, კორონავისის ახალი შტამი 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკის გადამდებ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა აღმოაჩინა და ამის თაობაზე საჯარო განცხადებაც გააკეთა. ჯანმო-მ მას სახელად "ომიკრონი" მიანიჭა.

18 დეკემბრის მონაცემებით, ომიკრონი უკვე 80-ზე მეტ ქვეყანაში იყო გავრცელებული, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი ყოველ ორ-სამ დღეში ორმაგდება. ამის შესახებ WHO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ განაცხადა. მისი თქმით, "ომიკრონთან“ დაკავშირებული ვითარება "რვაჯერ უფრო სერიოზული იქნება ერთ კვირაში და 40-ჯერ უფრო სერიოზული - ორი კვირის შემდეგ“. რომც დადასტურდეს "ომიკრონის“ შტამის დაბალი ლეტალურობა, ვირუსის სწრაფი გავრცელება "შეარყევს“ ჯანდაცვის სისტემას, მიაჩნია ჯანმო-ს წარმომადგენელს. ჰონგ-კონგელმა მეცნიერებმა ახალი შტამის, "ომიკრონის“ შესახებ გამოკვლევა გამოაქვეყნეს, რომლის შედეგთაც განაცხადეს, რომ "ომიკრონი“ 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება ზედა სასუნთქ გზებში და ბრონქის კედელში, ვიდრე მისი წინამორბედი, "დელტა“ ვარიანტი და 10-ჯერ უფრო ნაკლებად ფილტვის ქსოვილში.

ვარაუდი "ომიკრონის“ ნაკლებად ლეტალობის თაობაზე, სწორედ იმან წარმოშვა, რომ ახალი შტამის შემთხვევაში ფილტვებში ვირუსის კონცენტრაცია დაბალია.

სამხრეთ აფრიკელი ექიმი, ანჯელიკ კოეტზი, რომელიც მედიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარეცაა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვირუსის ახალი ვარიანტის წარმოქმნის შესახებ ეჭვები გამოთქვა. მისივე დაკვირვებით, ახალი ვარიანტი, 40 წლის და უფრო ახალგაზრდა ადამიანებშია გავრცელებული და პაციენტების დაახლოებით 50%, რომელსაც ის მკურნალობდა, არ იყო აცრილი.

"დელტა" ვარიანტის პაციენტებისგან განსხვავებით, "ომიკრონს“ არ ახასიათებს სუნის ან გემოს დაკარგვა.

სამხრეთ აფრიკის ჯანნდაცვის დეპარტამენტის მიერ მოწვეულ ბრიფინგზე, ზოგადმა პრაქტიკოსმა დოქტორმა უნბენ პილაიმ ჩამოთვალა სიმპტომები, რომელთაც "ომიკრონის“ მქონე პაციენტები ავლენდნენ - "მშრალი ხველა, მაღალი ტემპერატურა, ღამით ოფლიანობა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა. ვაქცინირებული ადამიანები უკეთეს მდგომარეობაში არიან“ - ამბობს ის.

გამოჩენისთანავე მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ "ომიკრონი“ "შეშფოთების ვარიანტად“ გამოაცხადა და ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ცნობილი ელერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჰონგ-კონგის უნივერისტეტში ჩატარებულ კვლევაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ჰონგ-კონგის უნივერისტეტში ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ვაქცინების (ფაიზერი, სინოვაკი) "ომიკრონისადმი" მანეიტრალიზირებელ ძალას აჩვენებს, გამოვლინდა, რომ 25 ვაქცინირებულიდან "ფაიზერის" ჯგუფში ვირუსის განეიტრალება შეუძლია ხმოლოდ 5 ადამიანს (ვაქცინის ეფექტურობაა 20-24%) , ხოლო სინოვაკის ჯგუფში 25 -დან შეუძლია 0 ადამიანს. ეს იმას ნიშნავს, რომ სინოფარმი/სინოვაკით აცრილებმა "ფაიზერის "(რეკომენდებულია) ან იგივე ვაქცინის ბუსტერი უნდა დაიმატოთ 3 თვის შემდეგ".