მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტნის ტელეფონს ფარულად უსმენდნენ და საძინებელშიც აუდიოჩამწერი დაუმონტაჟეს - ახალი სკანდალური ბრალდებები ბრიტინი სპირსის მამის წინააღმდეგ
ბრიტნის ტელეფონს ფარულად უსმენდნენ და საძინებელშიც აუდიოჩამწერი დაუმონტაჟეს - ახალი სკანდალური ბრალდებები ბრიტინი სპირსის მამის წინააღმდეგ

ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრიტ­ნი სპირ­სის მა­მამ 2008 წელს, მა­ნამ, ვიდ­რე ბრიტ­ნი­ზე მე­ურ­ვე­ო­ბას მო­ი­პო­ვებ­და, 40 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სეს­ხი აიღო. ჯე­ი­მი სპირ­სმა ფული ბიზ­ნეს­მე­ნე­ჯე­რის - ლუ ტე­ი­ლო­რის ფირ­მის­გან "Tri Star Sports & Entertainment Group"-ის­გან ისეს­ხა და­ახ­ლო­ე­ბით იმ პე­რი­ოდ­ში, როცა მისი პოპ-ვარ­სკვლა­ვი ქა­ლიშ­ვი­ლი სამ­კურ­ნა­ლოდ ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, იტყო­ბი­ნე­ბა "The New York Times".

სეს­ხის აღე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ბრიტ­ნის ქო­ნე­ბის გან­კარ­გვის შე­სა­ხებ ჯე­ი­მიმ კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­სა­მარ­თლოს მო­თხოვ­ნა წა­რუდ­გი­ნა, ამ­ბობ­და, რომ მომ­ღე­რალს ფსი­ქი­კა ჰქონ­და შერ­ყე­უ­ლი და ქო­ნე­ბის მარ­თვას მარ­ტო ვერ გა­უმკლავ­დე­ბო­და. ჯე­ი­მი ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლურ კომ­პენ­სა­ცი­ას ითხოვ­და იმის­თვის, რომ ბრიტ­ნის­თვის დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია. მო­სა­მარ­თლემ და­უკ­მა­ყო­ფი­ლა მო­თხოვ­ნა და ჯე­ი­მი სპირ­სმა, მომ­დევ­ნო წელსვე, ბრიტ­ნის ქო­ნე­ბის მე­ნე­ჯე­რად კომ­პა­ნია "Tri Star Sports & Entertainment Group" და­უ­ქი­რა­ვა. ის, თუ რის­თვის დას­ჭირ­და ჯე­ი­მი სპირ­სს 40 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სეს­ხი, ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია.

ჯე­ი­მი სპირ­სი

ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედვ­ვით, ჯე­ი­მი სპირ­სმა მომ­ღე­რალ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 6 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მი­ი­ღო. მე­თიუ რო­ზენ­გარ­ტი, რო­მე­ლიც ბრიტ­ნის ად­ვო­კა­ტია, ჯე­ი­მი­სა და "Tri Star"-ს პა­სუხს სთხოვს, თუ რა­ტო­მაა ბრიტ­ნის ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა დღეს­დღე­ო­ბით მხო­ლოდ 60 მი­ლი­ო­ნი, როცა ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მო­ჩე­ნის­თვის, გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ალ­ბო­მე­ბის­თვის და კოც­ნერ­ტე­ბის გა­მარ­თვის­თვის დიდ თან­ხებს იღებ­და.

ლუიზ ტე­ი­ლო­რი, ბრიტ­ნი სპირ­სის ქო­ნე­ბის გან­კარ­გვის მე­ნე­ჯე­რი

რო­ზენ­გარ­ტმა "Tri Star"-ი და ჯე­ი­მი სპირ­სი იმა­შიც და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ ბრიტ­ნის ტე­ლე­ფონს ფა­რუ­ლად უს­მენ­დნენ და სა­ძი­ნე­ბელ­შიც აუ­დი­ო­ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა და­უ­მონ­ტა­ჟეს. ამ ბრალ­დე­ბას ორი­ვე უარ­ყოფს: მომ­ღერ­ლის მა­მაც და კომ­პა­ნი­აც.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ბრიტნის ტელეფონს ფარულად უსმენდნენ და საძინებელშიც აუდიოჩამწერი დაუმონტაჟეს - ახალი სკანდალური ბრალდებები ბრიტინი სპირსის მამის წინააღმდეგ

ბრიტნის ტელეფონს ფარულად უსმენდნენ და საძინებელშიც აუდიოჩამწერი დაუმონტაჟეს - ახალი სკანდალური ბრალდებები ბრიტინი სპირსის მამის წინააღმდეგ

ახალი ინფორმაციით, ბრიტნი სპირსის მამამ 2008 წელს, მანამ, ვიდრე ბრიტნიზე მეურვეობას მოიპოვებდა, 40 000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო. ჯეიმი სპირსმა ფული ბიზნესმენეჯერის - ლუ ტეილორის ფირმისგან "Tri Star Sports & Entertainment Group"-ისგან ისესხა დაახლოებით იმ პერიოდში, როცა მისი პოპ-ვარსკვლავი ქალიშვილი სამკურნალოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, იტყობინება "The New York Times".

სესხის აღებიდან რამდენიმე დღეში, ბრიტნის ქონების განკარგვის შესახებ ჯეიმიმ კალიფორნიის სასამართლოს მოთხოვნა წარუდგინა, ამბობდა, რომ მომღერალს ფსიქიკა ჰქონდა შერყეული და ქონების მართვას მარტო ვერ გაუმკლავდებოდა. ჯეიმი ასევე მატერიალურ კომპენსაციას ითხოვდა იმისთვის, რომ ბრიტნისთვის დახმარება გაეწია. მოსამართლემ დაუკმაყოფილა მოთხოვნა და ჯეიმი სპირსმა, მომდევნო წელსვე, ბრიტნის ქონების მენეჯერად კომპანია "Tri Star Sports & Entertainment Group" დაუქირავა. ის, თუ რისთვის დასჭირდა ჯეიმი სპირსს 40 000 დოლარის ოდენობის სესხი, ჯერ კიდევ უცნობია.

ჯეიმი სპირსი

ინფორმაციის მიხედვვით, ჯეიმი სპირსმა მომღერალზე მეურვეობის 13 წლის განმავლობაში, 6 მილიონი დოლარი მიიღო. მეთიუ როზენგარტი, რომელიც ბრიტნის ადვოკატია, ჯეიმისა და "Tri Star"-ს პასუხს სთხოვს, თუ რატომაა ბრიტნის ქონების ღირებულება დღესდღეობით მხოლოდ 60 მილიონი, როცა ის წლების განმავლობაში ტელევიზიაში გამოჩენისთვის, გამოშვებული ალბომებისთვის და კოცნერტების გამართვისთვის დიდ თანხებს იღებდა.

ლუიზ ტეილორი, ბრიტნი სპირსის ქონების განკარგვის მენეჯერი

როზენგარტმა "Tri Star"-ი და ჯეიმი სპირსი იმაშიც დაადანაშაულა, რომ ბრიტნის ტელეფონს ფარულად უსმენდნენ და საძინებელშიც აუდიოჩამწერი მოწყობილობა დაუმონტაჟეს. ამ ბრალდებას ორივე უარყოფს: მომღერლის მამაც და კომპანიაც.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა