"გათენდება ახალი წელი და კვლავაც მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში - თქვენი ინფორმაცია საპნის ბუშტივით რომ გასკდება კვლავაც, ბოდიშს მომიხდით თუ არა?" - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენელს, რომელმაც მას გადადგომასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, ცრუ ინფორმაციას "უტიფრად ავრცელებს რამდენიმე პარტიული ტელევიზია“.
"რამდენიმე ე.წ. პარტიული ტელევიზია ავრცელებთ კვლავ უტიფრად ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. მე მესმის კიდევაც თქვენი ჩანაფიქრი რა არის ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არ არის როგორც ჩანს სასიამოვნო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და ამით გნებავთ აქცენტი გადაიტანოთ პიროვნებაზე. ეს გასაგებია, რომ აქეთკენ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ არაფერს გამოიღებს. გათენდება ახალი წელი და კვლავაც მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში. მზად ხართ თუ არა, რომ ბოდიში მომიხადოთ თქვენი კოლეგების თანდასწრებით? თქვენი ინფორმაცია როგორც საპნის ბუშტი რომ გასკდება კვლავაც, ბოდიშს მომიხდით თუ არა? აბა, იფიქრეთ ამ პასუხზე!“ - მიმართა თურნავამ ჟურნალისტს.
ბიჯოს, 18-ჯერ თუ წავიდნენ და ყველას მოეძებნა შემცვლელი, ახლა რომ კიდე წავიდეს, კიდევ ერთ შემცვლელს ვერ ვიპოვნით ? თქვენ ძმაო, 6 მილიარდად გინდათ 150 სუპერპოლიტიკოსი გემსახუროთ ?! ეგერ ერთი ძლივს ქაჩავს ! თუ ნაცქოცმოქკავშირს 2024-ში სატელიტებიანად მოვიშორებთ, ან ცოტა ადრეც შეიძლება, 2030-ში 18 მილიარდი გვექნება ბიუჯეტი და 2040-ში 36 მილიარდი, მარტო ბიუჯეტი, ვვარაუდობ, რომა სამი ოთხჯერ მეტი ჩვენს ოჯახებში შევა ! გახსოვდეთ , კომუნიზმი ბლეფია და ყველა მისი მოციქული ბნელეთიდანაა, დემოკრატია რაცაა რიგითი გასაშუალებული ამომრჩეველი გეტყვით დამარცვლით , მე მხოლოდ დავამატებ, რომ ჯერ უკეთესი არ მოუგონიათ , ხოლო კაპიტალისტი თქვენი მამაპაპის პაპა გახლდათ და ბალშევიკებმა გაძარცვეს, იმიტომ არ გაქვთ ახლა 6 მილიარდზე მეტი ბიუჯეტი !
უბედურო საქართველო რავა ყველა შენ გეჯინება