პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავჭალის პოლიციასთან, სადგომზე ნაპოვნია მისი მანქანა, რომლის კარი ღია იყო..." - ახლობლები ეკონომიკის ცნობილ ექსპერტს ეძებენ
"ავჭალის პოლიციასთან, სადგომზე ნაპოვნია მისი მანქანა, რომლის კარი ღია იყო..." - ახლობლები ეკონომიკის ცნობილ ექსპერტს ეძებენ

"ეკო­ნო­მი­კუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რის, რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის ძმის, რო­მა­ნოზ გერ­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ძმის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა ავ­ჭა­ლის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში გუ­შინ შე­ი­ტა­ნეს.

რო­გორც გერ­ლი­ა­ნის ძმამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მისი ძმის ტე­ლე­ფო­ნი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ“ პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ი­თი­შა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ავ­ჭა­ლის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს წინ, ღია მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ამ­ჩნი­ეს.

"გუ­შინ დი­ლით არის ეს პოს­ტი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. რო­გორც კი ვნა­ხე, დავ­რე­კე და ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და. ამის შემ­დგომ, სულ გა­თი­შუ­ლი აქვს ტე­ლე­ფო­ნი, მო­ვახ­დი­ნეთ რე­ა­გი­რე­ბა და პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში გან­ვა­ცხა­დეთ. სა­ახ­ლობ­ლო­ში ვრე­კავთ, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ეკი­თხე­ბა და არ ვი­ცით სად არის ადა­მი­ა­ნი.

ავ­ჭა­ლის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს წინ არის სად­გო­მი, ზუს­ტად იქ ვნა­ხეთ ჩემი ძმის მან­ქა­ნა და იმ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში­ვე შე­ვი­ტა­ნეთ გა­ნა­ცხა­დი. მან­ქა­ნის კარი ღია იყო, გა­სა­ღე­ბიც შიგ­ნით დევს“, - აღ­ნიშ­ნა რო­მა­ნოზ გერ­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ეკო­ნო­მი­კურ­მა ექ­სპერ­ტმა რა­მაზ გერ­ლი­ან­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე გუ­შინ დი­ლით "ფე­ის­ბუქპოს­ტი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც შსს-ს თა­ნამ­შრო­მელ გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვილს შან­ტაჟ­სა და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში შე­მოჭ­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

გერ­ლი­ა­ნის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი 14 ნო­ემ­ბერს სა­კუ­თარ ბი­ნა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დახ­ვდა და ცრუ მო­ტი­ვით და­კი­თხა, მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს 35 დღის წინ მი­მარ­თა, თუმ­ცა პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია.

"ამ ნა­გავ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა ჩე­მი­ვე ყო­ფი­ლი ოჯა­ხის წევ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ა­ხერ­ხა, ჩემს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში, ჩემს სა­მუ­შაო და ჩემი შვი­ლე­ბის სამ­ყო­ფელ სივ­რცე­ში ვირ­თხა­სა­ვით შე­მოღ­წე­ვა. 14 ნო­ემ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დამ­ხვდა ჩემს ბი­ნა­ში თავ­ხე­დუ­რად და ცრუ მო­ტი­ვით და­კი­თხვა მო­მი­წყო, მო­მა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ!

რო­გორც ჩანს, პო­ლი­ცი­ის მუნ­დი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით აგ­რო­ვებ­და პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც სა­პო­ლი­ციო სის­ტე­მით, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ. სა­ვა­რა­უ­დოდ, მოქ­მე­დებს და­ვა­ლე­ბა/დაკ­ვე­თით. სა­ფუძ­ვლი­ა­ნია ეჭ­ვია, რომ ჩემ მო­ნა­ცე­მებს გა­და­ცემ­და/ყი­დი­და მე­სა­მე პირ­ზე (ებზე). არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ჩემს მი­მართ იყე­ნებ­და თვალ­თვა­ლის, მი­ყუ­რა­დე­ბის და კონ­ტრო­ლის სხვა სის­ტე­მებს...

და­მარ­ცხე­ბა გინ­დო­დათ, მე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ.

დის­კრე­დი­ტა­ცია გინ­დო­დათ - ფსკერ­ზე ვარ.

ჩემ­ზე ზე­გავ­ლე­ნა და მარ­თვა გინ­დო­დათ - ვერ მი­ი­ღებთ.

კა­ნო­ნი დუმს. ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თია. ისე ვარ, მინ­და მეც დავ­დუმ­დე, ოღონდ სა­მუ­და­მოდ“, - წერს რა­მაზ გერ­ლი­ა­ნი.

რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ კეთ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუმანჯი
2

ასეთი დემოკრატია და საამური ცხოვრება დაამკვიდრა ბიძინამ!!! ხომ იგრძენით ყველამ საკუთარ ჯიბეზე!?!?

 

29 ივნისი 2017 წ. !
18

ხომ არ გაგონებთ ეს ამბავი,აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მოტაცების ფაქტს თბილისის შუაგულიდან? ან ჩეჩნეთის ახლანდელ ისტორიას, სადაც ადამიანები უკვალოდ იკარგებიან? ესე იცის პუტინისტური რეჟიმების მიბაძვამ! გიხაროდენ ქართველებო,ისეთი დემოკრატია აგვიშენეს, პირდაპირ ვაკვირვებთ ევროპას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"ავჭალის პოლიციასთან, სადგომზე ნაპოვნია მისი მანქანა, რომლის კარი ღია იყო..." - ახლობლები ეკონომიკის ცნობილ ექსპერტს ეძებენ

"ავჭალის პოლიციასთან, სადგომზე ნაპოვნია მისი მანქანა, რომლის კარი ღია იყო..." - ახლობლები ეკონომიკის ცნობილ ექსპერტს ეძებენ

"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის, რამაზ გერლიანის ძმის, რომანოზ გერლიანის ინფორმაციით, მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება ავჭალის პოლიციის სამმართველოში გუშინ შეიტანეს.

როგორც გერლიანის ძმამ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მისი ძმის ტელეფონი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის შესახებ "ფეისბუქ“ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გაითიშა.

მისივე ინფორმაციით, რამაზ გერლიანის კუთვნილი ავტომობილი ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ, ღია მდგომარეობაში შეამჩნიეს.

"გუშინ დილით არის ეს პოსტი გამოქვეყნებული. როგორც კი ვნახე, დავრეკე და ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ამის შემდგომ, სულ გათიშული აქვს ტელეფონი, მოვახდინეთ რეაგირება და პოლიციის სამმართველოში განვაცხადეთ. საახლობლოში ვრეკავთ, ყველა ერთმანეთს ეკითხება და არ ვიცით სად არის ადამიანი.

ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ არის სადგომი, ზუსტად იქ ვნახეთ ჩემი ძმის მანქანა და იმ განყოფილებაშივე შევიტანეთ განაცხადი. მანქანის კარი ღია იყო, გასაღებიც შიგნით დევს“, - აღნიშნა რომანოზ გერლიანმა.

ცნობისთვის, ეკონომიკურმა ექსპერტმა რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე გუშინ დილით "ფეისბუქპოსტი" გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებს.

გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა, მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

"ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენა შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ!

როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს...

დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ.

დისკრედიტაცია გინდოდათ - ფსკერზე ვარ.

ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ - ვერ მიიღებთ.

კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, - წერს რამაზ გერლიანი.

რამაზ გერლიანის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.