სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომავალი თაობის პოტენციალი საგარეო ურთიერთობების გაუმჯობესებაში - ინტერვიუ ბათუ ქუთელიასთან
მომავალი თაობის პოტენციალი საგარეო ურთიერთობების გაუმჯობესებაში - ინტერვიუ ბათუ ქუთელიასთან

ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ისე ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით. ამ პრო­ცეს­ში კი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პროგ­რა­მის დახ­ვე­წა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებ­ზე მორ­გე­ბულ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს ქმნი­ან.

მათ შო­რის არის „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სრუ­ლად გა­ნახ­ლდა და კი­დევ უფრო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­და პრაქ­ტი­კულ და კვლე­ვით კომ­პო­ნენტზე. რო­გორ ვი­თარ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ­სე­ბობს და რო­გორ პა­სუ­ხობს მას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტო­რი, ამის შე­სა­ხებ „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ლექ­ტორს, 2008-2011 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩს აშშ-ში და ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის მკვლე­ვარს, ბათუ ქუ­თე­ლი­ას ვე­სა­უბ­რეთ.

- რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკო­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით უნდა მოხ­დეს ეს?

გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ფარ­თო კონ­ტექ­სტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს: სად არის ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვს გა­და­საჭ­რე­ლი და სხვა. საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, როცა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მი­ვი­ღეთ, ვა­შე­ნებთ ახალ დე­მოკ­რა­ტი­ას და სა­ერ­თა­შო­რი­სო რუ­კა­ზე ჩვე­ნი ად­გი­ლის პოვ­ნას ვცდი­ლობთ. ამის­თვის კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია არა მარ­ტო მათ გა­ნა­ვი­თა­რონ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უნა­რე­ბი, ვინც სა­მო­მავ­ლო კა­რი­ე­რად ამ პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევს, არა­მედ ამას მი­ე­ცეს უფრო ფარ­თო სახე და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის სწავ­ლე­ბის ნა­წი­ლი გახ­დეს. შე­დე­გად, ბიზ­ნეს­მე­ნებს, ეკო­ნო­მის­ტებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს თუ სხვა სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნებს მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნე­ბათ. ეს ჰო­ლის­ტი­კუ­რად, მთლი­ა­ნო­ბა­ში აი­სა­ხე­ბა იმა­ზე, თუ რა ად­გილს ვი­პო­ვით მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კურ, გე­ო­პო­ლი­ტი­კურ და ლო­გის­ტი­კურ რუ­კა­ზე.

მი­მაჩ­ნია, რომ მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც „ალტე უნი­ვერ­სი­ტეტს“ ამ პრო­ცე­სე­ბი­სად­მი გა­აჩ­ნია, რაც მთლი­ა­ნი სუ­რა­თით და­ნა­ხულ დიპ­ლო­მა­ტი­ა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს გუ­ლის­ხმობს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს არის ის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სჭირ­დე­ბათ ბა­კა­ლავ­რებს გა­ნათ­ლე­ბის კუ­თხით.

- რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას დღეს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტო­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის გაზ­რდის კუ­თხით და რო­გორ უნდა უპა­სუ­ხონ მათ?

იმ მო­ცე­მუ­ლო­ბით, სა­დაც დღეს არის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და მისი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრა­ექ­ტო­რია, გა­ნათ­ლე­ბა მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა იყოს.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში გა­მოწ­ვე­ვა არის ის, რომ დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ვიდ­რე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ნა­თარ­გმნი წიგ­ნე­ბით და მათი ჩა­ნაც­ვლე­ბა უნდა მოხ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მე­ბით. ასე­ვე, ენის ცოდ­ნა სტუ­დენ­ტებ­ში, რო­მელ­თაც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის არ­ჩე­ვა სურთ, ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. დიპ­ლო­მა­ტი­ის სწავ­ლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია უცხო ენის გა­რე­შე და ეს უნა­რე­ბი უკვე სკო­ლი­დან­ვე უნდა იყოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი.

ერ­თი­ა­ნო­ბა­ში, 1-დან მე-12 კლა­სამ­დე გა­ნათ­ლე­ბის სწო­რად მი­ღე­ბა და უკვე მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე კომ­პლექ­სუ­რი საგ­ნე­ბის სწავ­ლა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- თქვე­ნი აზ­რით, რას ნიშ­ნავს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სირღმი­სე­უ­ლი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც პროგ­რა­მის კურსდამ­თავ­რე­ბულს უნდა ჰქონ­დეს?

იმ პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას აქვს - რთუ­ლი სა­მე­ზობ­ლო გა­რე­მო და კონ­ფლიქ­ტე­ბი - აუ­ცი­ლე­ბე­ლია: ის­ტო­რი­ის სიღ­რმი­სე­უ­ლად ცოდ­ნა, ანა­ლი­ზის უნა­რი, შემ­დეგ უკვე პო­ზი­ცი­ე­ბის კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და მათი დაც­ვა რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბით, ისე მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ქო­ნით. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი თე­მა­ტუ­რი ცოდ­ნა, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით აქვს: ტე­რო­რიზ­მი, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა, ჰიბ­რი­დუ­ლი ომი და სხვა. ერ­თი­ა­ნო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი დიპ­ლო­მა­ტი­ის­თვის არის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც თი­თო­ე­ულ­მა კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლოს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად სწო­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პროგ­რა­მი­სა და პრო­ფე­სი­ის აღ­ქმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ამას?

ხან­და­ხან გვხვდე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და ზო­გა­დად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი გა­გე­ბა, რომ ეს არის ლა­მა­ზი შეხ­ვედ­რე­ბი, მი­ღე­ბე­ბი და ბან­კე­ტე­ბი, მაგ­რამ ამის უკან დგას ძა­ლი­ან მძი­მე შრო­მა, სიღ­რმი­სე­უ­ლი გა­აზ­რე­ბა, ბევ­რი სწავ­ლა და მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი - ეს არ არის სა­გა­ნი, რო­მელ­საც ერთხელ ის­წავ­ლი და და­ამ­თავ­რებ. პი­რი­ქით, რაც უფრო მეტი ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია აქვს ან იგი­ვე ორ­მაგ დიპ­ლომს/ხა­რისხს ფლობ, იქ­ნე­ბა ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ეკო­ნო­მი­კა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა, კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში უფრო ეფექ­ტურ შე­დეგს მი­ი­ღებ პრო­ფე­სი­უ­ლი წრის თვალ­საზ­რი­სი­თაც და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის კუ­თხი­თაც.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრობ­ლე­მე­ბი­დან და ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბო­ლომ­დე გა­აზ­რე­ბუ­ლიც რომ არ იყოს, მა­ინც ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად ვხვდე­ბით, რომ ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არის ის, რი­თაც ქვე­ყა­ნა იმ­კვიდ­რებს ად­გილს.

- რა არის ის უმ­თავ­რე­სი ცოდ­ნა, რა­საც „სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის“ სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ „ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში? და ამ ცოდ­ნის მეშ­ვე­ო­ბით რამ­დე­ნად აქვთ მათ პო­ტენ­ცი­ა­ლი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ?

პო­ტენ­ცი­ა­ლი ნამ­დვი­ლად გვაქვს, რად­გან ავირ­ჩი­ეთ სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს უწე­რია დიდი მო­მა­ვა­ლი, რომ­ლის შექ­მნა­შიც ყო­ველ­დღი­ურ შრო­მას დე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­გა­რეო ფრონტზე იბ­რძვი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, რაც უფრო მეტი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი და კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მოხ­ვდე­ბა ამ ფრონ­ტის ხაზ­ზე, მით უფრო გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ სფე­რო­ში „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ხედ­ვა­სა და ჩვენს პროგ­რა­მას, ის მორ­გე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს და მიგ­ვაჩ­ნია, რომ მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა არ არის საკ­მა­რი­სი, არა­მედ იგი უნდა იყოს კარ­გად გან­მტკი­ცე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და კვლე­ვით კომ­პო­ნენ­ტში ჩარ­თუ­ლო­ბით.

პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე „ქე­ი­სე­ბით“ სწავ­ლე­ბის მე­თო­დი, რაც ახალ თა­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს უფრო სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად ადაპ­ტირ­დეს გა­რე­მოს­თან. შე­იძ­ლე­ბა თე­ო­რი­ას სიღ­რმი­სე­უ­ლად სწავ­ლობ, მაგ­რამ იმ­დე­ნად სწრა­ფად იც­ვლე­ბა გა­რე­მო, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი, სა­ბა­ზი­სო თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნით მი­აღ­წიო წარ­მა­ტე­ბას ან და­ე­წიო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს.

ამ ყვე­ლაფ­რის გა­მოც­დი­ლე­ბით ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა ასე­თია: სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში იყოს პრაქ­ტი­კუ­ლი და თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრო­პორ­ცი­უ­ლი ნა­ზა­ვი, რათა სტუ­დენ­ტებ­მა უკვე გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ი­ღონ სიღ­რმი­სე­უ­ლი ცოდ­ნა და, მე­ო­რე მხრივ, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან ჰქონ­დეთ მჭიდ­რო კავ­ში­რი, რაც პრაქ­ტი­კოს ლექ­ტო­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა.

- რო­გორც დიპ­ლო­მა­ტი, კონ­კრე­ტუ­ლად, რა გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რებთ სტუ­დენ­ტებს და რო­გო­რი იქ­ნე­ბა თქვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა, რათა მათ მაქ­სი­მა­ლუ­რად სიღ­რმი­სე­უ­ლი ცოდ­ნა მი­ი­ღონ?

იმი­სათ­ვის, რომ სტუ­დენ­ტე­ბი უფრო მე­ტად და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით, სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბაა, რად­გან ჩემი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კა­რი­ე­რაც ასე­თი უე­ცა­რი ცვლი­ლე­ბით და­ი­წყო. პირ­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბა ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, ხოლო დიპ­ლო­მა­ტი­ა­ზე მას შემ­დეგ გა­და­ვერ­თე, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ერთ-ერთი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ვას­რუ­ლე.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად იყ­რის თავს: გლო­ბა­ლუ­რი კონ­ტექ­სტი, ის­ტო­რია, სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბა, შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალ­თა ბა­ლან­სი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი და მისი ამ კუ­თხი­დან და­ნახ­ვა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბა. რა თქმა უნდა, ესეც პროგ­რა­მის ნა­წი­ლია, მაგ­რამ ჩემი, რო­გორც ლექ­ტო­რის, ამო­ცა­ნაა გლო­ბა­ლუ­რად და ფარ­თო ჭრილ­ში და­ვა­ნა­ხო სტუ­დენ­ტებს ქვე­ყა­ნა­ში თუ სა­ზღვრებს გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე სი­ტუ­ა­ცია.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, პრაქ­ტი­კუ­ლი კუ­თხით რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევს „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პროგ­რა­მა სტუ­დენ­ტებს, იქ­ნე­ბა ეს სტა­ჟი­რე­ბის, და­საქ­მე­ბის თუ სხვა პროგ­რა­მე­ბი.

თა­ნა­მედ­რო­ვე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სწო­რედ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის, სტა­ჟი­რე­ბის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბაა. ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და კონ­ტაქ­ტე­ბით სტუ­დენ­ტებს სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ვუ­წევთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რაც ეხ­მა­რე­ბათ მათ კავ­ში­რე­ბის შექ­მნა­სა და პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცოდ­ნა ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ად­გე­ბათ სტუ­დენ­ტებს, არა მხო­ლოდ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­საქ­მე­ბა­ში, არა­მედ კერ­ძო სექ­ტორ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­საქ­მე­ბის­თვი­საც, ხოლო კავ­ში­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ - ამ კურ­სის ლექ­ტო­რებს - გვაქვს, ბუ­ნებ­რი­ვია, მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია და, მი­მაჩ­ნია, რომ ეს ძა­ლი­ან დიდი უპი­რა­ტე­სო­ბაა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მომავალი თაობის პოტენციალი საგარეო ურთიერთობების გაუმჯობესებაში - ინტერვიუ ბათუ ქუთელიასთან

მომავალი თაობის პოტენციალი საგარეო ურთიერთობების გაუმჯობესებაში - ინტერვიუ ბათუ ქუთელიასთან

ჩვენი ქვეყნის საგარეო ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის დიპლომატიური სკოლების განვითარება და გაძლიერება უმნიშვნელოვანესია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. ამ პროცესში კი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უნივერსიტეტები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის დახვეწასა და თანამედროვე ტენდენციებზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს ქმნიან.

მათ შორის არის „ალტე უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, რომელიც სრულად განახლდა და კიდევ უფრო ორიენტირებული გახდა პრაქტიკულ და კვლევით კომპონენტზე. როგორ ვითარდება აღნიშნული მიმართულება ჩვენს ქვეყანაში, რა გამოწვევები არსებობს და როგორ პასუხობს მას საგანმანათლებლო სექტორი, ამის შესახებ „ალტე უნივერსიტეტის“ ლექტორს, 2008-2011 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშშ-ში და ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარს, ბათუ ქუთელიას ვესაუბრეთ.

- რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში დიპლომატიური სკოლების გაძლიერება და რა მექანიზმებით უნდა მოხდეს ეს?

განათლების სფეროში პრიორიტეტები ფართო კონტექსტიდან გამომდინარეობს: სად არის ჩვენი სახელმწიფო, რა მიმართულებით ვითარდება, რა გამოწვევები აქვს გადასაჭრელი და სხვა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, როცა დამოუკიდებლობა მივიღეთ, ვაშენებთ ახალ დემოკრატიას და საერთაშორისო რუკაზე ჩვენი ადგილის პოვნას ვცდილობთ. ამისთვის კი აუცილებელია არა მარტო მათ განავითარონ დიპლომატიური უნარები, ვინც სამომავლო კარიერად ამ პროფესიას ირჩევს, არამედ ამას მიეცეს უფრო ფართო სახე და საერთაშორისო ურთიერთობები ყველა პროფესიის სწავლების ნაწილი გახდეს. შედეგად, ბიზნესმენებს, ეკონომისტებს, ჟურნალისტებს თუ სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე უფრო სიღრმისეული წარმოდგენა შეექმნებათ. ეს ჰოლისტიკურად, მთლიანობაში აისახება იმაზე, თუ რა ადგილს ვიპოვით მსოფლიო პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ და ლოგისტიკურ რუკაზე.

მიმაჩნია, რომ მიდგომა, რომელიც „ალტე უნივერსიტეტს“ ამ პროცესებისადმი გააჩნია, რაც მთლიანი სურათით დანახულ დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებს გულისხმობს, მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც საქართველოში სჭირდებათ ბაკალავრებს განათლების კუთხით.

- რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს უმაღლესი საგანმანათლებლო სექტორი პროფესიონალი კადრების გაზრდის კუთხით და როგორ უნდა უპასუხონ მათ?

იმ მოცემულობით, სადაც დღეს არის ჩვენი ქვეყანა და მისი დემოკრატიული განვითარების ტრაექტორია, განათლება მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

უმაღლესი განათლების სექტორში გამოწვევა არის ის, რომ დღევანდელ მსოფლიოში ტექნოლოგიების მეშვეობით გაცილებით უფრო მეტი ინფორმაციისა და ცოდნის გამოყენება არის შესაძლებელი, ვიდრე მოძველებული ნათარგმნი წიგნებით და მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს თანამედროვე სასწავლო პლატფორმებით. ასევე, ენის ცოდნა სტუდენტებში, რომელთაც დიპლომატიური საქმიანობის არჩევა სურთ, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. დიპლომატიის სწავლა წარმოუდგენელია უცხო ენის გარეშე და ეს უნარები უკვე სკოლიდანვე უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

ერთიანობაში, 1-დან მე-12 კლასამდე განათლების სწორად მიღება და უკვე მომდევნო საფეხურზე კომპლექსური საგნების სწავლა დიპლომატიური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

- თქვენი აზრით, რას ნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობებში სირღმისეული ცოდნა, რომელიც პროგრამის კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს?

იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს - რთული სამეზობლო გარემო და კონფლიქტები - აუცილებელია: ისტორიის სიღრმისეულად ცოდნა, ანალიზის უნარი, შემდეგ უკვე პოზიციების კარგად ჩამოყალიბება და მათი დაცვა როგორც ისტორიული ფაქტებით, ისე მიმდინარე საერთაშორისო ნორმებისა და მოვლენების შესახებ ინფორმაციის ქონით. ასევე, მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების კონკრეტული თემატური ცოდნა, რაც თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების კუთხით აქვს: ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება, ჰიბრიდული ომი და სხვა. ერთიანობაში ეს ყველაფერი დიპლომატიისთვის არის ინსტრუმენტები, რომლითაც თითოეულმა კურსდამთავრებულმა აუცილებლად უნდა იხელმძღვანელოს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და პროფესიის აღქმა საზოგადოებაში და როგორ შეაფასებთ ამას?

ხანდახან გვხვდება დიპლომატიისა და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობების სტერეოტიპული გაგება, რომ ეს არის ლამაზი შეხვედრები, მიღებები და ბანკეტები, მაგრამ ამის უკან დგას ძალიან მძიმე შრომა, სიღრმისეული გააზრება, ბევრი სწავლა და მუდმივი განვითარება.

საერთაშორისო ურთიერთობები - ეს არ არის საგანი, რომელსაც ერთხელ ისწავლი და დაამთავრებ. პირიქით, რაც უფრო მეტი ვიწრო სპეციალიზაცია აქვს ან იგივე ორმაგ დიპლომს/ხარისხს ფლობ, იქნება ეს საერთაშორისო ურთიერთობები და ეკონომიკა თუ საერთაშორისო ურთიერთობები და კიბერუსაფრთხოება, კომბინაციაში უფრო ეფექტურ შედეგს მიიღებ პროფესიული წრის თვალსაზრისითაც და ეროვნული ინტერესების კუთხითაც.

ჩვენი ქვეყნის პრობლემებიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, ბოლომდე გააზრებულიც რომ არ იყოს, მაინც ინტუიციურად ვხვდებით, რომ ახალი დემოკრატიისთვის საერთაშორისო ურთიერთობები არის ის, რითაც ქვეყანა იმკვიდრებს ადგილს.

- რა არის ის უმთავრესი ცოდნა, რასაც „საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ „ალტე უნივერსიტეტში? და ამ ცოდნის მეშვეობით რამდენად აქვთ მათ პოტენციალი, ჩვენი ქვეყნის საგარეო ურთიერთობები გააუმჯობესონ?

პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, რადგან ავირჩიეთ სტრატეგიული მიმართულება. ჩვენს სახელმწიფოს უწერია დიდი მომავალი, რომლის შექმნაშიც ყოველდღიურ შრომას დებენ ადამიანები, რომლებიც საგარეო ფრონტზე იბრძვიან. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ინტელექტუალი და კარგად მომზადებული ადამიანი მოხვდება ამ ფრონტის ხაზზე, მით უფრო გაუმჯობესდება საგარეო ურთიერთობები.

რაც შეეხება ამ სფეროში „ალტე უნივერსიტეტის“ ხედვასა და ჩვენს პროგრამას, ის მორგებულია თანამედროვე ტენდენციებს და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი, არამედ იგი უნდა იყოს კარგად განმტკიცებული პრაქტიკული გამოცდილებითა და კვლევით კომპონენტში ჩართულობით.

პრაქტიკული გამოცდილების კომპონენტში მნიშვნელოვანია თანამედროვე „ქეისებით“ სწავლების მეთოდი, რაც ახალ თაობას საშუალებას აძლევს უფრო სწრაფად და ეფექტურად ადაპტირდეს გარემოსთან. შეიძლება თეორიას სიღრმისეულად სწავლობ, მაგრამ იმდენად სწრაფად იცვლება გარემო, რომ წარმოუდგენელია მხოლოდ აკადემიური, საბაზისო თეორიული ცოდნით მიაღწიო წარმატებას ან დაეწიო მიმდინარე პროცესებს.

ამ ყველაფრის გამოცდილებით ჩვენი შეთავაზება ასეთია: სწავლების პროცესში იყოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნის პროპორციული ნაზავი, რათა სტუდენტებმა უკვე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით მიიღონ სიღრმისეული ცოდნა და, მეორე მხრივ, მიმდინარე მოვლენებთან ჰქონდეთ მჭიდრო კავშირი, რაც პრაქტიკოს ლექტორებთან კომუნიკაციის მეშვეობით ხდება.

- როგორც დიპლომატი, კონკრეტულად, რა გამოცდილებას გაუზიარებთ სტუდენტებს და როგორი იქნება თქვენი ძალისხმევა, რათა მათ მაქსიმალურად სიღრმისეული ცოდნა მიიღონ?

იმისათვის, რომ სტუდენტები უფრო მეტად დავაინტერესოთ, ჩემი გამოცდილებით, საუკეთესო მეთოდი პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაა, რადგან ჩემი დიპლომატიური კარიერაც ასეთი უეცარი ცვლილებით დაიწყო. პირველი განათლება ფიზიკის მიმართულებით მაქვს მიღებული, ხოლო დიპლომატიაზე მას შემდეგ გადავერთე, რაც ამ მიმართულებით საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება დავასრულე.

საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაფერი ერთად იყრის თავს: გლობალური კონტექსტი, ისტორია, სახელმწიფო მმართველობა, შიდა პოლიტიკური ძალთა ბალანსი, საზოგადოებრივი აზრი და მისი ამ კუთხიდან დანახვა უფრო საინტერესოა, ვიდრე საერთაშორისო სამართლის მხოლოდ თეორიული სწავლება. რა თქმა უნდა, ესეც პროგრამის ნაწილია, მაგრამ ჩემი, როგორც ლექტორის, ამოცანაა გლობალურად და ფართო ჭრილში დავანახო სტუდენტებს ქვეყანაში თუ საზღვრებს გარეთ მიმდინარე სიტუაცია.

- საინტერესოა, პრაქტიკული კუთხით რა შესაძლებლობებს აძლევს „ალტე უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა სტუდენტებს, იქნება ეს სტაჟირების, დასაქმების თუ სხვა პროგრამები.

თანამედროვე უმაღლესი განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ სამუშაო გამოცდილების, სტაჟირების ეფექტურად გამოყენებაა. ჩვენი გამოცდილებითა და კონტაქტებით სტუდენტებს სხვადასხვა სფეროში ვუწევთ რეკომენდაციებს, რაც ეხმარებათ მათ კავშირების შექმნასა და პოტენციური დამსაქმებლების დაინტერესებაში.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნა ძალიან კარგად გამოადგებათ სტუდენტებს, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებაში, არამედ კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებისთვისაც, ხოლო კავშირები, რომლებიც ჩვენ - ამ კურსის ლექტორებს - გვაქვს, ბუნებრივია, მათთვის ხელმისაწვდომია და, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი უპირატესობაა.

R