მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათასობით გაუჩინარებული ადამიანი ჩეჩნეთში და შემაშფოთებელი სტატისტიკა - სად "ქრებიან" მოქალაქეები? კადიროვის სასტიკი რეჟიმის ქრონიკები
ათასობით გაუჩინარებული ადამიანი ჩეჩნეთში და შემაშფოთებელი სტატისტიკა - სად "ქრებიან" მოქალაქეები? კადიროვის სასტიკი რეჟიმის ქრონიკები

"ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩეჩ­ნეთ­ში 2020 წელს, უგზო-უკვლოდ 1700 -ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა, 2021 წლის მხო­ლოდ 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი, 1650-ზე მეტი", - ამ მო­ნა­ცე­მებს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, Кавказский Узел, აქ­ვეყ­ნებს და სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გამ­ქრალ ადა­მი­ა­ნებ­ზე წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მთელ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბით, ჩეჩ­ნე­თი ლი­დე­რობს. კონ­კრე­ტუ­ლად კი, მთელ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ძებ­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა 3400-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, მათ­გან ყვე­ლა­ზე მეტი, 2 000-მდე - ჩეჩ­ნეთ­ში. ეს ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­სა­მე შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ჩეჩ­ნეთ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით "გამ­ქრა­ლი" ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ იტყო­ბი­ნე­ბი­ან.

ამის გარ­და, ჩეჩ­ნეთ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 20-30 და­კარ­გულ პირს პო­უ­ლო­ბენ.

РИА Новости-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2021 წელს, ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის მთელ რუ­სეთ­ში, 40 ათას ადა­მი­ან­ზეა ძებ­ნა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, მათ­გა6 6500-მდე ნა­პოვ­ნია და მათი ნა­წი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში. ამ მო­ნა­ცე­მებ­ში შე­დი­ან ისი­ნიც, ვინც უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. და­ნარ­ჩე­ნის ბედი გა­ურ­კვე­ვე­ლია.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, "გამ­ქრა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით" პირ­ველ ად­გილ­ზეა ჩეჩ­ნე­თი.

უკვე წლე­ბია, რაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის "გაქ­რო­ბა" ჩეჩ­ნეთ­ში აღა­რა­ვის აკ­ვირ­ვებს. სა­ინ­ტე­რე­სოა ჯერ კი­დევ 2013 წელს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი დები აი­და­მი­რო­ვე­ბის ამ­ბა­ვი, რომ­ლე­ბიც ჩეჩ­ნეთ­ში, ყურ­ჩა­ლო­ევ­სკის რა­ი­ონ­ში, გელ­და­გა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ. 23 წლის ზარ­გა­ნი და 25 წლის სა­ცი­ტა კერ­ძო ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ო­ში მუ­შა­ობ­დნენ, სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ კი­დეც.

გო­გო­ნე­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ, და­კი­თხეს ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ოს მე­პატ­რო­ნე. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ სახ­ლში სის­ხლის კვა­ლიც იპოვ­ნეს და ძი­ე­ბაც და­ი­წყო, მაგ­რამ შემ­დეგ, საქ­მე მა­ლე­ვე და­ი­ხუ­რა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, "ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ოს მე­პატ­რო­ნემ საქ­მის "ჩამ­ფარ­ცხვე­ლი" იპო­ვა და გა­მო­ძი­ე­ბაც შე­წყდა."

  • 2017 წელს უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა მომ­ღე­რა­ლი ზე­ლიმ­ხან ბა­კა­ე­ვი, რო­მე­ლიც გროზ­ნო­ში დის ქორ­წილ­ში მო­დი­ო­და, მაგ­რამ გზა­ში გაქ­რა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, "არც ამ საქ­მე­ზეა რა­ი­მე წინსვლა, ვი­ნა­ი­დან, ბა­კა­ე­ვის სტი­ლი და სიმ­ღე­რე­ბი, ჩეჩ­ნეთ­ში ვი­ღა­ცებს არ მოს­წონ­დათ."

2020 წელს, ასე­ვე გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­კარ­გა გროზ­ნო­ში მცხოვ­რე­ბი მოვ­სერ უმა­რო­ვი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა რამ­ზან კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კო­სის, ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვის ბლო­გე­ბის ყუ­რე­ბა იყო. უმა­რო­ვი 2020 წლის ივ­ლის­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ით აიყ­ვა­ნეს, რის შემ­დე­გაც, მისი კვა­ლი გაქ­რა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი უმა­რო­ვის შე­სა­ხებ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას დღემ­დე უშე­დე­გოდ ცდი­ლო­ბენ.

მისი ახ­ლობ­ლე­ბის ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდა უმა­რო­ვი გროზ­ნო­ელ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­მო­აკ­ვდათ. იმა­ვე წელს, დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა კა­დი­რო­ვის ხელ­მძღვნა­ლო­ბის კრი­ტი­კო­სის, სალ­მან ტეპ­სურ­კა­ე­ვის ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც მის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი წა­მე­ბის კად­რე­ბი იყო ასა­ხუ­ლი. ამის შემ­დე ტეპ­სურ­კა­ე­ვი ოკახს არ და­კავ­ში­რე­ბია.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია Мемориал მას პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რად მი­ი­ჩევს, თუმ­ცა, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, თქმით, რც ის არის ცნო­ბი­ლი, ტეპ­სურ­კა­ე­ვი ცო­ცხა­ლია თუ არა.

  • ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ეს არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩეჩ­ნეთ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რად მე­ტია, რად­გან და­კარ­გულ­თა შო­რი­საა ასო­ბით გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გეი, რო­მელ­თაც "კა­დი­როვ­ცე­ბი" ხში­რად "ცო­ცხლად მარ­ხა­ვენ."

"ასე­ვე სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბი­ან, კა­დი­რო­ვის კრი­ტი­კო­სებს. მათ კი არა, რე­ჟი­სორ ალექ­სან­დრ სო­კუ­როვს შე­უთ­ვა­ლა კა­დი­როვ­მა "მის მე­ფეს­თან" ფრთხი­ლად იყოს... ამის შე­სა­ხებ თა­ვად რე­ჟის­რო­მა გა­ნა­ცხა­და, მუ­ქა­რის წე­რი­ლე­ბი მომ­დი­სო, ვინ­მემ არ იცის, რომ პუ­ტი­ნისთცის მი­უ­ღე­ბელ პერ­სო­ნებ­თან "კა­დი­როვ­ცე­ბი" "მუ­შა­ო­ბენ?.." სწო­რედ კა­დი­რო­ვია "რუ­სე­თის მე­ფის" შავი საქ­მე­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი", - წერს კო­მენ­ტა­რებ­ში ინგტე­რეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი "კნი­აზ ბუ­გოვ­სკი.."

"ვი­საც არ ეს­მის რამ­დე­ნად სა­ში­ნე­ლია ეს რი­ცხვი, შე­და­რე­ბის­თვის შე­უძ­ლია ნა­ხოს ჩეჩ­ნეთ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი­დან დღემ­დე გამ­ქრა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ნურ­დი ნუ­ხა­ჟი­ე­ვი აცხა­დებ­და, რომ 1994 წლი­დან 2008 წლამ­დე, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, 5 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა... ამის შემ­დეგ კი, თით­ქოს მშვი­დო­ბი­ან პე­რი­ოდ­ში, ერთ წელ­ში 2 000-მდე ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა. ამას წი­ნათ, ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის ოჯახ­ში ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა და­ი­კარ­გა. ოჯახ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა, მაგ­რამ რე­ა­გი­რე­ბა არ მოგ­ყო­ლია და ასე­თი შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნია..." - წერს კო­მენ­ტა­რებ­ში კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკური
0

ლელა 100% ხარ სამწუხაროდ ასეა, ასეთი რეჟიმი აუცილებელია ბორიასათვის...სხვა არ წარმოუდგენია...სუყველას ამოხოცავს რომ შეეძლოს.

კობი
0

კა­დი­როვ­ცე­ბი - კა­დი­როვ­ე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ათასობით გაუჩინარებული ადამიანი ჩეჩნეთში და შემაშფოთებელი სტატისტიკა - სად "ქრებიან" მოქალაქეები? კადიროვის სასტიკი რეჟიმის ქრონიკები

ათასობით გაუჩინარებული ადამიანი ჩეჩნეთში და შემაშფოთებელი სტატისტიკა - სად "ქრებიან" მოქალაქეები? კადიროვის სასტიკი რეჟიმის ქრონიკები

"ოფიციალური ინფორმაციით, ჩეჩნეთში 2020 წელს, უგზო-უკვლოდ 1700 -ზე მეტი ადამიანი დაიკარგა, 2021 წლის მხოლოდ 9 თვის განმავლობაში კი, 1650-ზე მეტი", - ამ მონაცემებს, ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებზე დაყრდნობით, Кавказский Узел, აქვეყნებს და საეჭვო ვითარებაში გამქრალ ადამიანებზე წერს.

გამოცემის ცნობით, მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რაოდენობით, ჩეჩნეთი ლიდერობს. კონკრეტულად კი, მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში ძებნაში იმყოფება 3400-ზე მეტი ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი, 2 000-მდე - ჩეჩნეთში. ეს ბოლო წლების განმავლობაში მესამე შემთხვევაა, როდესაც ჩეჩნეთში დიდი რაოდენობით "გამქრალი" ადამიანების შესახებ იტყობინებიან.

ამის გარდა, ჩეჩნეთში ყოველწლიურად 20-30 დაკარგულ პირს პოულობენ.

РИА Новости-ის ინფორმაციით, 2021 წელს, ცხრა თვის განმავლობაში თითქმის მთელ რუსეთში, 40 ათას ადამიანზეა ძებნა გამოცხადებული, მათგა6 6500-მდე ნაპოვნია და მათი ნაწილი პატიმრობაში. ამ მონაცემებში შედიან ისინიც, ვინც უკვე გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენის ბედი გაურკვეველია.

გამოცემის ცნობით, "გამქრალი ადამიანების რაოდენობით" პირველ ადგილზეა ჩეჩნეთი.

უკვე წლებია, რაც მოქალაქეების "გაქრობა" ჩეჩნეთში აღარავის აკვირვებს. საინტერესოა ჯერ კიდევ 2013 წელს გაუჩინარებული დები აიდამიროვების ამბავი, რომლებიც ჩეჩნეთში, ყურჩალოევსკის რაიონში, გელდაგანის დასახლებაში ცხოვრობდნენ. 23 წლის ზარგანი და 25 წლის საციტა კერძო ავტოსამრეცხაოში მუშაობდნენ, სადაც ცხოვრობდნენ კიდეც.

გოგონების დაკარგვის შემდეგ, დაკითხეს ავტოსამრეცხაოს მეპატრონე. სამართალდამცველებმა მათ სახლში სისხლის კვალიც იპოვნეს და ძიებაც დაიწყო, მაგრამ შემდეგ, საქმე მალევე დაიხურა. ადგილობრივების თქმით, "ავტოსამრეცხაოს მეპატრონემ საქმის "ჩამფარცხველი" იპოვა და გამოძიებაც შეწყდა."

  • 2017 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა მომღერალი ზელიმხან ბაკაევი, რომელიც გროზნოში დის ქორწილში მოდიოდა, მაგრამ გზაში გაქრა. ადგილობრივების თქმით, "არც ამ საქმეზეა რაიმე წინსვლა, ვინაიდან, ბაკაევის სტილი და სიმღერები, ჩეჩნეთში ვიღაცებს არ მოსწონდათ."

2020 წელს, ასევე გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა გროზნოში მცხოვრები მოვსერ უმაროვი. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გაუჩინარება რამზან კადიროვის ხელისუფლების კრიტიკოსის, ტუმსო აბდურახმანოვის ბლოგების ყურება იყო. უმაროვი 2020 წლის ივლისში სპეცოპერაციით აიყვანეს, რის შემდეგაც, მისი კვალი გაქრა. ოჯახის წევრები უმაროვის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვებას დღემდე უშედეგოდ ცდილობენ.

მისი ახლობლების ვერსიით, ახალგაზრდა უმაროვი გროზნოელ სამართალდამცველებს შემოაკვდათ. იმავე წელს, დიდი რეზონანსი მოჰყვა კადიროვის ხელმძღვნალობის კრიტიკოსის, სალმან ტეპსურკაევის ვიდეოს, რომელშიც მის მიმართ არაადამიანური წამების კადრები იყო ასახული. ამის შემდე ტეპსურკაევი ოკახს არ დაკავშირებია.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Мемориал მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩევს, თუმცა, მისი ოჯახის წევრების, თქმით, რც ის არის ცნობილი, ტეპსურკაევი ცოცხალია თუ არა.

  • ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, სინამდვილეში, ჩეჩნეთში გაუჩინარებული ადამიანები ბევრად მეტია, რადგან დაკარგულთა შორისაა ასობით გაუჩინარებული გეი, რომელთაც "კადიროვცები" ხშირად "ცოცხლად მარხავენ."

"ასევე სასტიკად უსწორდებიან, კადიროვის კრიტიკოსებს. მათ კი არა, რეჟისორ ალექსანდრ სოკუროვს შეუთვალა კადიროვმა "მის მეფესთან" ფრთხილად იყოს... ამის შესახებ თავად რეჟისრომა განაცხადა, მუქარის წერილები მომდისო, ვინმემ არ იცის, რომ პუტინისთცის მიუღებელ პერსონებთან "კადიროვცები" "მუშაობენ?.." სწორედ კადიროვია "რუსეთის მეფის" შავი საქმეების შემსრულებელი", - წერს კომენტარებში ინგტერეტმომხარებელი "კნიაზ ბუგოვსკი.."

"ვისაც არ ესმის რამდენად საშინელია ეს რიცხვი, შედარებისთვის შეუძლია ნახოს ჩეჩნეთში საომარი მოქმედებებიდან დღემდე გამქრალი ადამიანების სტატისტიკა. ადამიანის უფლებადამცველი ნურდი ნუხაჟიევი აცხადებდა, რომ 1994 წლიდან 2008 წლამდე, ოფიციალურად, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა... ამის შემდეგ კი, თითქოს მშვიდობიან პერიოდში, ერთ წელში 2 000-მდე ადამიანი დაიკარგა. ამას წინათ, ჩემი ახლობლების ოჯახში ახალგაზრდა გოგონა დაიკარგა. ოჯახმა პოლიცია გამოიძახა, მაგრამ რეაგირება არ მოგყოლია და ასეთი შემთხვევა რამდენია..." - წერს კომენტარებში კიდევ ერთი ინტერნეტმომხარებელი.