სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილს აქვს სისუსტე, ჭამა არ უნდა" - გიული ალასანია
"მიხეილ სააკაშვილს აქვს სისუსტე, ჭამა არ უნდა" - გიული ალასანია

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, სა­ა­კაშ­ვილს კვლავ სი­სუს­ტე აღე­ნიშ­ნე­ბა და საკ­ვებს ვერ იღებს.

ამის შე­სა­ხებ მან გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

"აქვს სი­სუს­ტე, ჭამა არ უნდა. უნდა და­ა­ძა­ლო ან ელა­პა­რა­კო, რომ ეს მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ერთ ლუკ­მას თუ შე­ჭამს, მერე ცდი­ლობს, რომ წა­მოწ­ვეს“, - გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

რაც შე­ხე­ბა ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ის“ დას­კვნას, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას თქმით, მათ ერ­თად მო­ის­მი­ნეს ტე­ლე­ვი­ზორ­ში ეს დას­კვნა, თუმ­ცა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. გი­უ­ლი ალა­სა­ნია ელის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სი­ლი­უ­მი შე­იქ­მნე­ბა.

"იმე­დი მაქვს, ეს კონ­სი­ლი­უ­მი შედ­გე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ლომ­ჯა­რი­ას მიერ შექ­მნი­ლი კონ­სი­ლი­უ­მიც იყო და მა­თაც მოგ­ვახ­სე­ნეს თა­ვი­ან­თი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი. ყვე­ლა ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავ­და იმას, რომ ამ ეტაპ­ზე, იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მელ­შიც არის, მისი ცი­ხე­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი კი ზედ­მე­ტია“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

ამას­თან, მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ას ძა­ლი­ან ელო­დე­ბა.

"აქ­ცი­ას ძა­ლი­ან ელო­დე­ბა და დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს. იმე­დი აქვს, რომ ბევ­რი ხალ­ხო მოვა. იმის მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის გამო, ბევ­რი ხალ­ხი გა­მოთ­ქვამს პრო­ტესტს“,-გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გერო
0

შიში ოხერია! დაფრთხა სააკაშვილი, არც ხალხი იჭრის მის გამო თურმე ვენებს, არც უცხოეთში აქვს დიდი მხარდაჭერა, არც ეს ხელისუფლება ყოფილა ჩამოშლის პირას, ხედავს მრავალწლიანი პატიმრობის კონტურებს და გააფუჭა ჰაერი

ვახტანგი. 69 წლის
0

გაიტანეთ გრენლანდია! მოგვაბეზრეს თავი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს აქვს სისუსტე, ჭამა არ უნდა" - გიული ალასანია

"მიხეილ სააკაშვილს აქვს სისუსტე, ჭამა არ უნდა" - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შეფასებით, სააკაშვილს კვლავ სისუსტე აღენიშნება და საკვებს ვერ იღებს.

ამის შესახებ მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"აქვს სისუსტე, ჭამა არ უნდა. უნდა დააძალო ან ელაპარაკო, რომ ეს მისთვის აუცილებელია. ერთ ლუკმას თუ შეჭამს, მერე ცდილობს, რომ წამოწვეს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეხება ცენტრ "ემპათიის“ დასკვნას, გიული ალასანიას თქმით, მათ ერთად მოისმინეს ტელევიზორში ეს დასკვნა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. გიული ალასანია ელის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსილიუმი შეიქმნება.

"იმედი მაქვს, ეს კონსილიუმი შედგება. ქალბატონი ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმიც იყო და მათაც მოგვახსენეს თავიანთი დაკვირვებების შედეგები. ყველა ერთხმად აღნიშნავდა იმას, რომ ამ ეტაპზე, იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის, მისი ციხეში დაბრუნებაზე ლაპარაკი კი ზედმეტია“, - განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მის გათავისუფლების მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ძალიან ელოდება.

"აქციას ძალიან ელოდება და დიდ იმედებს ამყარებს. იმედი აქვს, რომ ბევრი ხალხო მოვა. იმის მოლოდინი აქვს, რომ არსებული კრიზისის გამო, ბევრი ხალხი გამოთქვამს პროტესტს“,-განაცხადა გიული ალასანიამ.