მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სწორ ხაზზე ვერ დადის - შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
"სწორ ხაზზე ვერ დადის - შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, სა­ა­კაშ­ვილს სი­ა­რუ­ლი­სას წო­ნას­წო­რო­ბის დაც­ვა უჭირს.

რო­გორც მან გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა.

"სწორ ხაზ­ზე ვერ და­დის, რომ გა­ა­ტა­რე­ბენ, მარ­ჯვე­ნა მხა­რეს იმ მო­მენ­ტში, თუ ვინ­მე არ იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა და­ე­ცეს. კი­დევ მზე­რა, ნერ­ვო­პა­თო­ლო­გი რომ სინ­ჯავს, მარ­ჯვე­ნა თვა­ლი ვერ მიყ­ვე­ბა. აშ­კა­რად სი­სუს­ტე აქვს, ჩემი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ეს არის“,-გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

მან ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას“ დას­კვნაც შე­ა­ფა­სა და გან­მარ­ტა, რომ ეს დას­კვნა მის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბია.

"გა­მო­სა­ვა­ლი არა­ერ­თხელ ვთქვი და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, მი­მაჩ­ნია, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აა სა­ჭი­რო ნორ­მა­ლუ­რი, შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს. არ ვიცი, ეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია რამ­დე­ნად უშ­ვე­ლის, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამის გა­რე­შე რომ ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ნე­ბა საქ­მე, ამ დას­კვნი­და­ნაც ჩანს. კონ­სი­ლი­უმ­მა ხომ დადო უკვე დას­კვნა, მე მათი გა­მოს­ვლე­ბიც მო­ვის­მი­ნე. ყვე­ლა ერ­თხმად იმე­ო­რებ­და, რომ მისი გა­დაყ­ვა­ნა ჯერ ძა­ლი­ან ად­რეა და ამა­ზე სა­ერ­თოდ ლა­პა­რა­კიც არ შე­იძ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ცენ­ტრი "ემ­პა­თი­ას" ექ­სპერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მა­ჯა­მე­ბელ დას­კვნა­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს ავ­რცე­ლე­ბენ.

რო­გორც დას­კვნა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, არა­ე­ფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა – რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გა­მო­იწ­ვევს მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბას, კერ­ძოდ, დი­დია კორ­სა­კო­ვის სინ­დრო­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის რის­კი, რაც გა­მო­იწ­ვევს პა­ცი­ენ­ტის ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ას.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეორგა
0

მახათას მთაზე დადიოდა სწორ ხაზზე

!
0

ეგ ისეც აცაბაცა დადიოდა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"სწორ ხაზზე ვერ დადის - შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

"სწორ ხაზზე ვერ დადის - შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შეფასებით, სააკაშვილს სიარულისას წონასწორობის დაცვა უჭირს.

როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება.

"სწორ ხაზზე ვერ დადის, რომ გაატარებენ, მარჯვენა მხარეს იმ მომენტში, თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება დაეცეს. კიდევ მზერა, ნერვოპათოლოგი რომ სინჯავს, მარჯვენა თვალი ვერ მიყვება. აშკარად სისუსტე აქვს, ჩემი შთაბეჭდილებები ეს არის“,-განაცხადა ალასანიამ.

მან ცენტრ "ემპათიას“ დასკვნაც შეაფასა და განმარტა, რომ ეს დასკვნა მისთვის აბსოლუტურად მისაღებია.

"გამოსავალი არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, მიმაჩნია, რომ რეაბილიტაციაა საჭირო ნორმალური, შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება ადამიანს. არ ვიცი, ეს რეაბილიტაცია რამდენად უშველის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის გარეშე რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე, ამ დასკვნიდანაც ჩანს. კონსილიუმმა ხომ დადო უკვე დასკვნა, მე მათი გამოსვლებიც მოვისმინე. ყველა ერთხმად იმეორებდა, რომ მისი გადაყვანა ჯერ ძალიან ადრეა და ამაზე საერთოდ ლაპარაკიც არ შეიძლება“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, ცენტრი "ემპათიას" ექსპერტები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელ დასკვნასა და რეკომენდაციებს ავრცელებენ.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, არაეფექტური მკურნალობა – რეაბილიტაცია გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას.