ავტორი:

გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო მგზავრობა?

გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო მგზავრობა?

ბოლო 1 წელია, საქალაქთაშორისო მგზავრობა არ გაძვირებულა, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად გაიზარდა საწვავის ღირებულება - ამის შესახებ "ბიზნსპრესნიუსთან“ საუბრისას "დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე აცხადებს.

მისი თქმით, ფასის მატება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არც არის.

"მეორე ლოქდაუნის შემდეგ, თებერვლის ბოლოსათვის შევძელით გახსნა და ფასები მცირედით, 10%-ით მოვამატეთ. ამის შემდეგ საწვავის ფასი მუდმივად იზრდება, თუმცა ჩვენ ვერ ვამატებთ მგზავრობის ფასს. მიზეზი უცვლელია, არალეგალური კონკურენცია, რომელსაც ე.წ. "ხიშნიკები“ ქმნიან. მაგალითისათვის, თუ მგზავრის გადაყვანა ავტოსადგურიდან ღირს 10 ლარი, მათ 7-8 ლარად მიჰყავთ, რადგან არ იხდიან არავითარ გადასახადს და ჩვენთან შედარებით ტრანსპორტირება 20-25%-ით ნაკლები უჯდებათ.

განაგრძეთ კითხვა