მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილი 17 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება
როგორია ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილი 17 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება

ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე დაჭ­რილ 17 წლის ბიჭს სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენტს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ჩა­უ­ტარ­და და ამ­ჟა­მად ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე­შაა.

"გუ­შინ, სა­ღა­მოს ჩვენს კლი­ნი­კა­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს ახალ­გაზ­რდა, 17 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ში მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, მათ შო­რის ერთი იყო შე­მა­ვა­ლი პლევ­რის ღრუ­ში. გა­ე­წია შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით, გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, ცივი ია­რა­ღით იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი. 112-ის მიერ მოხ­და პა­ცი­ენ­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

ცნო­ბის­თვის, ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე 17 წლის ბიჭი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რეს. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორია ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილი 17 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება

როგორია ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილი 17 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება

ექიმის ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილ 17 წლის ბიჭს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა და ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

"გუშინ, საღამოს ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ახალგაზრდა, 17 წლის მამაკაცი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, მათ შორის ერთი იყო შემავალი პლევრის ღრუში. გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და შემდგომი მკურნალობის მიზნით, გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. სავარაუდოდ, ცივი იარაღით იყო მიყენებული ჭრილობები. 112-ის მიერ მოხდა პაციენტის ტრანსპორტირება“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არ არის.