კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცენტრი "ემპათიას" ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელ დასკვნას აქვეყნებენ - რა წერია დოკუმენტში?
ცენტრი "ემპათიას" ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელ დასკვნას აქვეყნებენ - რა წერია დოკუმენტში?

ცენ­ტრი "ემ­პა­თი­ას" ექ­სპერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მა­ჯა­მე­ბელ დას­კვნა­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს ავ­რცე­ლე­ბენ.

რო­გორც დას­კვნა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, არა­ე­ფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა – რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გა­მო­იწ­ვევს მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბას, კერ­ძოდ, დი­დია კორ­სა­კო­ვის სინ­დრო­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის რის­კი, რაც გა­მო­იწ­ვევს პა­ცი­ენ­ტის ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ას.

"პა­ცი­ენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლოს მე – 3 პრე­ზი­დენტს, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფს, წა­მე­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­დე­გად გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი შიმ­ში­ლო­ბის შე­დე­გად გა­ნუ­ვი­თარ­და შემ­დე­გი დი­აგ­ნო­ზე­ბი:

Victims of torture and ill-treatment – Z 65.4 (წა­მე­ბის მსხვერ­პლი) (ნე­ი­რო­ლეფ­სი­ურ სინ­დრომ­ზე) –ICD თავი Y 40 – 59: სამ­კურ­ნალ­წამ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გენს არა­სა­სურ­ვე­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის მი­ზეზს მათი თე­რა­პი­უ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის დროს: Y 49.5. სხვა ან­ტიფ­სი­ქო­ზუ­რი და ნე­ი­რო­ლეფ­სი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (Other antipsychotics and neuroleptics).

Effects of hunger: T73.0. (შიმ­ში­ლო­ბის ეფექ­ტი/შე­დე­გი)

მწვა­ვე პე­რი­ოდ­ში:

ვერ­ნი­კეს ენ­ცე­ფა­ლო­პა­თია – E 51.2.;

გულყრა, გო­ნე­ბის და­კარ­გვის ეპი­ზო­დით 20 წთ – ის გან­მავ­ლო­ბა­ში – და­უდ­გე­ნე­ლი და სხვა კონ­ვულ­სი­ე­ბი – R 56.8.

დე­ლი­რი, დე­მენ­ცი­ის ფო­ნის გა­რე­შე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი (მწვა­ვე ორ­გა­ნუ­ლი ფსი­ქო – სინ­დრო­მი) – F 05.0.

ჰი­პო­ვო­ლე­მი­უ­რი სინ­დრო­მი (გა­უ­წყლო­ე­ბა პლაზ­მის ან უჯრედ­გა­რე სი­თხის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა ჰი­პო­ვო­ლე­მია (Dehydration Depletion of volume of plasma or extracellular fluid Hypovolaemia) – E 86.

სი­თხის, ელექტრო­ლი­ტუ­რი და მჟა­ვა-ტუ­ტო­ვა­ნი ბა­ლან­სის სხვა დარ­ღვე­ვე­ბი (Other disorders of fluid, electrolyte and acid-base balance) – E 87.8.

ამ­ჟა­მა­დაც აღე­ნიშ­ნე­ბა:

ვერ­ნი­კეს ენ­ცე­ფა­ლო­პა­თია – E 51.2.;

და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ცი­ლო­ვან – ენერ­გე­ტი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა Unspecified protein-energy malnutrition – E 46, პო­ლი­ნე­ი­რო­პა­თია კვე­ბი­თი დე­ფი­ცი­ტის დროს – (Polyneuropathy in nutritional deficiency (E40-E64†) ) – G 63.4.

პოსტტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა – F 43.1

თა­ვის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბი­თა და დის­ფუნ­ქცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ორ­გა­ნუ­ლი ემო­ცი­უ­რად ლა­ბი­ლუ­რი (ას­თე­ნი­უ­რი) აშ­ლი­ლო­ბა – F 06.6.

მკურ­ნა­ლო­ბა – რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია:

ხან­გრძლი­ვი შიმ­ში­ლო­ბის შე­დე­გად პა­ცი­ენტს გა­ნუ­ვი­თარ­და თი­ა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი ვერ­ნი­კეს ენ­ცე­ფა­ლო­პა­თია, რო­მე­ლიც იქნა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი დაგ­ვი­ა­ნე­ბით, არ მოხ­და პრე­დიქ­ტო­რე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა და პრე­ვენ­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტი­სა და დრო­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით.

შემ­დგომ­ში მკურ­ნა­ლო­ბა ვერ­ნი­კეს ენ­ცე­ფა­ლო­პა­თი­ის არ გაგ­რძელ­და თი­ა­მი­ნის სა­ჭი­რო დო­ზე­ბით, 30/12/2021 წლი­დან შე­წყვე­ტი­ლი იქნა ტაბ­ლე­ტი­ზი­რე­ბუ­ლი ფორ­მით მი­ღე­ბაც. შე­სა­ბა­მი­სად, გან­ვი­თარ­და მე­ო­რა­დად ცე­რებ­რო – ორ­გა­ნუ­ლი დის­ფუნ­ქცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. მდგო­მა­რე­ო­ბა და­ამ­ძი­მა და ურ­თი­ერ­თზე­მოქ­მე­დე­ბის ჯაჭ­ვუ­რი მე­ქა­ნიზ­მი წარ­მოქ­მნა წა­მე­ბამ და არა­ა­და­მი­ა­ნურ­მა მო­პყრო­ბამ პოსტტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი დარ­ღვე­ვის გან­ვი­თა­რე­ბით.

შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია თი­ა­მი­ნით მკურ­ნა­ლო­ბის აღ­დგე­ნა, მო­ცე­მულ დას­კვნა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით (500 მგ. დღი­უ­რი დოზა); ფსი­ქი­ატ­რე­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­ცი­ენტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა – რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის გან­სა­ზღვრა, გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში არ არის ამ­ჟა­მად სი­ტუ­ა­ცია ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი ინ­ტე­რე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის, ვი­დეო – თვალ­თვა­ლი­სა და შე­საძ­ლო მი­ყუ­რა­დე­ბის ფონ­ზე.

ჰე­მა­ტო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცი­ით სა­ჭი­როა მკურ­ნა­ლო­ბა­ში ფო­ლი­უ­მის მჟა­ვის 15 მგ. ჩარ­თვა. ენ­დოკ­რო­ნი­ლო­გი­სა და ჰე­მა­ტო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცი­ით სა­ჭი­რო­ებს და­მა­ტე­ბით ჰორ­მო­ნულ თუ სხვა ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და ინ­სტრუ­მენ­ტულ კვლე­ვებს. და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ასე­ვე ასა­ხუ­ლია ნევ­რო­ლო­გე­ბი­სა და ფსი­ქი­ატ­რე­ბის დას­კვნა­ში: თა­ვის ტვი­ნის მრტ, ექ­სტრა და ტრანსკრა­ნი­უ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბის დოპ­ლე­როგ­რა­ფი­ას, ელექტრო­ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­ფი­ულ კვლე­ვას დი­ნა­მი­კა­ში და ელექტრო­ნე­ი­როგ­რა­ფი­ულ კვლე­ვას, ნე­ი­რო – ფსი­ქო­ლო­გი­ურ გა­მოკ­ვლე­ვას.

ზო­გა­დად, პა­ცი­ენ­ტი სა­ჭი­რო­ებს ძი­რი­თა­დად მარ­თვას ნევ­რო­ლო­გი­სა და ნე­ი­რო – რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მკურ­ნა­ლო­ბა – რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნას მულ­ტი – დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი: ფსი­ქი­ატ­რის, ფსი­ქი­ო­ლო­გის, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის, ენ­დოკ­რი­ო­ნო­ლო­გის, ჰე­მა­ტო­ლო­გის, გას­ტრო – ენ­ტე­რო­ლო­გის და სხვა შე­საძ­ლო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

ამ­გვა­რად, პა­ცი­ენ­ტი სა­ჭი­რო­ებს და­მა­ტე­ბით ინ­სტრუ­მენ­ტულ და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვებს, ასე­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა – რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის შე­მუ­შა­ვე­ბას, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნე­ი­რო – ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის კლი­ნი­კა­ში შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა – რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა სტა­ცი­ო­ნა­რულ პი­რო­ბებ­ში. ამ­ჟა­მად გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა – რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ვერ შე­ფას­დე­ბა ეფექ­ტუ­რად. პა­ცი­ენტს უნდა მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ძი­ე­ბუ­ლი იქ­ნას ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო – სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მისი მდგო­მა­რე­ო­ბის ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბი­სათ­ვის. არა­ე­ფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა – რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გა­მო­იწ­ვევს მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბას, კერ­ძოდ, დი­დია კორ­სა­კო­ვის სინ­დრო­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის რის­კი, რაც გა­მო­იწ­ვევს პა­ცი­ენ­ტის ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ას“, -ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილე
0

ექსპერტებო რა ნამუსგარეცხილები ხართ, რას გიხდით ლომჯარია ამისთანას. რომელ წამებაზე ლაპარაკობთ, მიშას ნაწამები ხალხი არ გინახავთ? მაშინ რატომ არ დადეთ დასკვნები სამარცხვინეებო!!!!!!!!!

დათო
1

...სექტა რა სასაცილოები ხართ)!!! 39 დისლაიქი ჩამოურიგეს ყველა კომენტარს)))!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ცენტრი "ემპათიას" ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელ დასკვნას აქვეყნებენ - რა წერია დოკუმენტში?

ცენტრი "ემპათიას" ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელ დასკვნას აქვეყნებენ - რა წერია დოკუმენტში?

ცენტრი "ემპათიას" ექსპერტები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელ დასკვნასა და რეკომენდაციებს ავრცელებენ.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, არაეფექტური მკურნალობა – რეაბილიტაცია გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას.

"პაციენტს მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მე – 3 პრეზიდენტს, ამჟამად პატიმრობაში მყოფს, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების შედეგად გახანგრძლივებული შიმშილობის შედეგად განუვითარდა შემდეგი დიაგნოზები:

Victims of torture and ill-treatment – Z 65.4 (წამების მსხვერპლი) (ნეიროლეფსიურ სინდრომზე) –ICD თავი Y 40 – 59: სამკურნალწამლო საშუალებები, მედიკამენტები და ბიოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენს არასასურველი რეაქციების მიზეზს მათი თერაპიული გამოყენების დროს: Y 49.5. სხვა ანტიფსიქოზური და ნეიროლეფსიური საშუალებები (Other antipsychotics and neuroleptics).

Effects of hunger: T73.0. (შიმშილობის ეფექტი/შედეგი)

მწვავე პერიოდში:

ვერნიკეს ენცეფალოპათია – E 51.2.;

გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით 20 წთ – ის განმავლობაში – დაუდგენელი და სხვა კონვულსიები – R 56.8.

დელირი, დემენციის ფონის გარეშე აღმოცენებული (მწვავე ორგანული ფსიქო – სინდრომი) – F 05.0.

ჰიპოვოლემიური სინდრომი (გაუწყლოება პლაზმის ან უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება ჰიპოვოლემია (Dehydration Depletion of volume of plasma or extracellular fluid Hypovolaemia) – E 86.

სითხის, ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის სხვა დარღვევები (Other disorders of fluid, electrolyte and acid-base balance) – E 87.8.

ამჟამადაც აღენიშნება:

ვერნიკეს ენცეფალოპათია – E 51.2.;

დაუზუსტებელი ცილოვან – ენერგეტიკული უკმარისობა Unspecified protein-energy malnutrition – E 46, პოლინეიროპათია კვებითი დეფიციტის დროს – (Polyneuropathy in nutritional deficiency (E40-E64†) ) – G 63.4.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა – F 43.1

თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ორგანული ემოციურად ლაბილური (ასთენიური) აშლილობა – F 06.6.

მკურნალობა – რეაბილიტაცია:

ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად პაციენტს განუვითარდა თიამინის დეფიციტით გამოწვეული ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელიც იქნა დიაგნოსტირებული დაგვიანებით, არ მოხდა პრედიქტორების დიაგნოსტიკა და პრევენციული მიდგომა შიმშილობის შეწყვეტისა და დროული მკურნალობის მიზნით.

შემდგომში მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპათიის არ გაგრძელდა თიამინის საჭირო დოზებით, 30/12/2021 წლიდან შეწყვეტილი იქნა ტაბლეტიზირებული ფორმით მიღებაც. შესაბამისად, განვითარდა მეორადად ცერებრო – ორგანული დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები. მდგომარეობა დაამძიმა და ურთიერთზემოქმედების ჯაჭვური მექანიზმი წარმოქმნა წამებამ და არაადამიანურმა მოპყრობამ პოსტტრავმული სტრესული დარღვევის განვითარებით.

შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია თიამინით მკურნალობის აღდგენა, მოცემულ დასკვნაში წარმოდგენილი დანიშნულებით (500 მგ. დღიური დოზა); ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების კონსულტაციით, აუცილებელია ინდივიდუალური პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის განსაზღვრა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ არის ამჟამად სიტუაცია ფსიქოთერაპიული ინტერევენციისათვის, ვიდეო – თვალთვალისა და შესაძლო მიყურადების ფონზე.

ჰემატოლოგის კონსულტაციით საჭიროა მკურნალობაში ფოლიუმის მჟავის 15 მგ. ჩართვა. ენდოკრონილოგისა და ჰემატოლოგის კონსულტაციით საჭიროებს დამატებით ჰორმონულ თუ სხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს. დამატებითი კვლევების საჭიროება ასევე ასახულია ნევროლოგებისა და ფსიქიატრების დასკვნაში: თავის ტვინის მრტ, ექსტრა და ტრანსკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას, ელექტროენცეფალოგრაფიულ კვლევას დინამიკაში და ელექტრონეიროგრაფიულ კვლევას, ნეირო – ფსიქოლოგიურ გამოკვლევას.

ზოგადად, პაციენტი საჭიროებს ძირითადად მართვას ნევროლოგისა და ნეირო – რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობით, აუცილებელია, მკურნალობა – რეაბილიტაციაში ჩართული იქნას მულტი – დისციპლინური გუნდი: ფსიქიატრის, ფსიქიოლოგის, ფსიქოთერაპევტის, ენდოკრიონოლოგის, ჰემატოლოგის, გასტრო – ენტეროლოგის და სხვა შესაძლო სპეციალისტების მონაწილეობით.

ამგვარად, პაციენტი საჭიროებს დამატებით ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს, ასევე ინდივიდუალური მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის შემუშავებას, აუცილებელია ნეირო – ფსიქოლოგიური მიმართულების კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის ჩატარება სტაციონარულ პირობებში. ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა – რეაბილიტაცია ვერ შეფასდება ეფექტურად. პაციენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოძიებული იქნას ალტერნატიული სამკურნალო – სარეაბილიტაციო დაწესებულება მისი მდგომარეობის ეფექტური მკურნალობისათვის. არაეფექტური მკურნალობა – რეაბილიტაცია გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას“, -ნათქვამია დასკვნაში.