მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა
ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი და ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" ყო­ფი­ლი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია ან­სამ­ბლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჭკუ­ა­სელს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მას პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა აწუ­ხებ­და. "ერი­სი­ო­ნის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი კლიკ­ნი­კა­ში ორი დღის წინ გა­და­იყ­ვა­ნეს, ის წუ­ხელ გარ­და­იც­ვა­ლა.

"ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი! .... იგი მთელს მსოფ­ლი­ო­ში უდი­დეს შე­მოქ­მე­დე­ბით ან­სამ­ბლად აღი­ა­რე­ბულ „ერი­სი­ონს“ უკავ­შირ­დე­ბა. ყვე­ლა გზა, დი­დიც და პა­ტა­რაც ბავ­შვო­ბით იწყე­ბა. ამ ბავ­შვო­ბას კი თა­ვად ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი საკ­მა­ოდ თბი­ლად და ლა­მა­ზად იხ­სე­ნებ­და. 1935 წლის 18 მა­ისს სო­ფელ წი­თელმთა­ში (შე­მოქ­მე­დის თემი) ღა­მის სიმ­ყუდ­რო­ვე თო­ფის გრი­ალ­მა და­არ­ღვია.

„ბი­ჭია, ბი­ჭია!“ - და­ე­დევ­ნა გას­რო­ლის ექოს მა­მა­კა­ცის ხა­ვერ­დო­ვა­ნი, ძლი­ე­რი ხმა. ამ ალი­ა­ქო­თის მი­ზე­ზი კი გახ­ლდით მე, „მა­მის იმე­დი, დე­დის ბედ­ნი­ე­რე­ბა“, თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლი, რო­მელ­ზეც ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მამ, შერ­მან­დი ჭკუ­ა­სელ­მა, გა­ი­ხუმ­რა - ნა­მე­ტა­ნი აბდ­ლუ­რად გა­ვის­რო­ლე თოფი ჰა­ერ­ში. სი­მარ­თლე თუ გინ­და, მაი თოფი აგერ ა, სა­ფეთ­ქელ­ში უნდა მეს­რო­ლაო. - იგო­ნებს ჯე­მალ ჭკუ­სე­ლი.

ხუმ­რო­ბა იქით იყოს და სწო­რედ ბა­ტო­ნი შერ­მან­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მან თა­ვი­სი ვაჟი სის­ხლხორ­ცე­უ­ლად აზი­ა­რა გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი, უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და სა­ერ­თოდ, ფოლკ­ლო­რის დიდ სიყ­ვა­რულს. ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლის ბავ­შვო­ბის წლებ­მა მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლის წა­რუშ­ლელ სი­ლა­მა­ზე­ში, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის უსა­ზღვრო სიყ­ვა­რულ­ში, მშობ­ლე­ბის და კუ­თხე-მე­ზობ­ლე­ბის სიყ­ვა­რულ­ში ჩა­ი­ა­რა.იმ დროს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტში გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი ან­სამ­ბლი არ­სე­ბობ­და, რო­მელ­საც ლოტ­ბა­რი გოგი გუ­გუშ­ვი­ლი ხელ­მძრვა­ნე­ლობ­და. ან­სამ­ბლის სიყ­ვა­რუ­ლით მო­ხიბ­ლულ­მა გა­დად­გა გა­დამ­წყვე­ტი ნა­ბი­ჯი და ჯე­მა­ლი 1962 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტად ჩა­ი­რი­ცხა. მერე ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­მა მოყ­ვა­რულ მსა­ხი­ობ­თა დას­მა გა­ი­ტა­ცა. პირ­ვე­ლად „მაია წყნე­თელ­ში“ ითა­მა­შა.

მერე მის­მა „ბეჟა­ნამ“ ნამ­დვი­ლი სენ­სა­ცია გა­მო­იწ­ვია თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ურ­ჩევ­დნენ კი­დეც ამ გზას გაჰ­ყო­ლო­და, მაგ­რამ გენი მა­ინც გე­ნია... ისევ საყ­ვა­რელ ან­სამ­ბლს მი­ა­შუ­რა.1976 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლში (დღე­ვან­დე­ლი „ერი­სი­ო­ნი“) კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და, სა­დაც ბა­ტონ­მა ჯე­მალ­მა მისი მე­გობ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.მერე იყო ქუ­თა­ი­სი...

1979 წელს ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი მის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი, ქუ­თა­ი­სის სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა. 7 წლის და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით მან მო­ა­ხერ­ხა, რომ ან­სამ­ბლი მა­ღალ შე­მოქ­მე­დე­ბით დო­ნე­ზე აეყ­ვა­ნა. სწო­რედ ქუ­თა­ის­ში გა­მო­ავ­ლი­ნა ბა­ტონ­მა ჯე­მალ­მა უდი­დე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და საქ­მის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბა.პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი 1982 წლის 4 მარტს, მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სცე­ნა­ზე გა­ი­მარ­თა.

მთელ­მა ქუ­თა­ის­მა იზე­ი­მა იმ დღეს სიმღრი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის და­ბა­დე­ბა. ან­სამ­ბლმა თბი­ლის­ში სტუმ­რო­ბაც არ და­ა­ყოვ­ნა და 10 მარტს, ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში კონ­ცერ­ტმა უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა.1986 წელს კი იმ­დრო­ინ­დე­ლი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის - ვა­ლე­რი ასა­თი­ა­ნის ბრძა­ნე­ბით ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ან­სამ­ბლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა.

1990 წლის 31 მა­ისს კი დიდ ან­სამ­ბლს აკა­დე­მი­უ­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. არ იქ­ნე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი თუ ვი­თყ­ვით, რომ ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი­სა და რე­ვაზ ჭო­ხო­ნე­ლი­ძის ტან­დე­მით და­ი­წყო „ერი­სი­ო­ნის“ ოქ­როს ხანა. 1999 წელს კი ბა­ტონ ლე­ვან ღვინ­ჯი­ლი­ას რჩე­ვით ან­სამ­ბლს ეწო­და „ერი­სი­ო­ნი“, რო­მე­ლიც სულ­ხან-სა­ბას გან­მარ­ტე­ბით, „ცი­სი­ერს, მთის თავს ზე­ითს“ ნიშ­ნავს.2010 წელს „ერი­სი­ონს“ თბილსში, ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდი სა­კო­ნეცრ­ტო დარ­ბა­ზის წინ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლის­თვის ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნეს.თა­ვად ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი კი ამ­ბობ­და: „გა­ლა­ღე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა არას­დროს მქო­ნია, მაგ­რამ მე ვარ კაცი, რო­მელ­საც გა­თე­ნე­ბა მი­ხა­რია, ვი­ნა­ი­დან ყო­ველ­დღე დი­დე­ბუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბით ვტკბე­ბი“.სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი არა­ერ­თი ჯილ­დო­სა და სტა­ტუ­სის მფლო­ბე­ლი გახ­და.

1. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი

2. ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე

3. რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი

4. სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი

5. ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი

6. პრე­ზი­დენ­ტის ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი

7. ხე­ლოვ­ნე­ბის ქუ­რუ­მი

8. ვარ­სკვლა­ვო­სა­ნი

9. ღვაწლ­მო­სი­ლი ლოტ­ბა­რი

10. ხე­ლო­ვან­თა ოქ­როს ფონ­დის კულ­ტუ­რის რა­ინ­დის წო­დე­ბა

11. თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე

12. უნი­ვერ­სი­ტე­ტის (სდა­სუ) სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის წო­დე­ბა

13. დი­დუ­ბის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე

14. ოზურ­გე­თის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე

15. შე­მოქ­მე­დის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე

16. ეა­მა­ყე­ბა თბი­ლისს

17. ჯე­მალ ჭკუ­ა­სელს და ან­სამ­ბლ „ერი­სი­ონს“ მი­ე­ნი­ჭა – ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის, ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის – შვე­ი­ცა­რი­ის სა­რე­ი­ტინ­გო ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბიზ­ნეს რე­ი­ტინ­გე­ბის კავ­ში­რის ერ­თობ­ლი­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო.

პა­ნაშ­ვი­დე­ბი: შა­ბა­თი და კვი­რა 17:00 სა­ა­თი­დან"ერი­სი­ონ­ში" ,მის: რუს­თვე­ლის 16დაკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ ყვე­ლა დე­ტალს შე­გა­ტყო­ბი­ნებთ მოგ­ვი­ა­ნე­ბით" - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი 1935 წლის 18 მა­ისს და­ი­ბა­და. 1970 წელს და­ამ­თავ­რა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის აგ­რო­ნო­მი­ის ფა­კულ­ტე­ტი.

1971-1973 წლებ­ში იყო გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის მთა­ვა­რი აგ­რო­ნო­მი; 1976-1979 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის მომ­ღე­რა­ლი; 1979-1986 წლებ­ში ქუ­თა­ი­სის სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის დი­რექ­ტო­რი, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი. 1986-2015 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლის (1999 წლი­დან ეწო­და „ერი­სი­ო­ნი“) სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და დი­რექ­ტო­რი; 2015 წლი­დან ან­სამ­ბლის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი. 1997 წლი­დან არის ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის დი­რექ­ტო­რი.

2013 წლის 18 მა­ისს ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის წინ მისი სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა.

2015 წლის 17 მა­ისს, ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს უმაღ­ლე­სი ჯილ­დო — „ხე­ლოვ­ნე­ბის ქუ­რუ­მი“ გა­და­ე­ცა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

საქართველოს უდიდესი მოამაგე!!! გაანათლოს უფალმა!!! მოზიარე ვარ ქვეყნის მწუხარების!!!

....
4

კიდევ ერთი კარგი ადამიანი გამოაკლდა ქვეყანას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

ქართველი მომღერალი და ანსამბლ "ერისიონის" ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ანსამბლის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ჭკუასელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას პარკინსონის დაავადება აწუხებდა. "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი კლიკნიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, ის წუხელ გარდაიცვალა.

"ჯემალ ჭკუასელი! .... იგი მთელს მსოფლიოში უდიდეს შემოქმედებით ანსამბლად აღიარებულ „ერისიონს“ უკავშირდება. ყველა გზა, დიდიც და პატარაც ბავშვობით იწყება. ამ ბავშვობას კი თავად ჯემალ ჭკუასელი საკმაოდ თბილად და ლამაზად იხსენებდა. 1935 წლის 18 მაისს სოფელ წითელმთაში (შემოქმედის თემი) ღამის სიმყუდროვე თოფის გრიალმა დაარღვია.

„ბიჭია, ბიჭია!“ - დაედევნა გასროლის ექოს მამაკაცის ხავერდოვანი, ძლიერი ხმა. ამ ალიაქოთის მიზეზი კი გახლდით მე, „მამის იმედი, დედის ბედნიერება“, თქვენი მონა-მორჩილი, რომელზეც ცოტა მოგვიანებით მამამ, შერმანდი ჭკუასელმა, გაიხუმრა - ნამეტანი აბდლურად გავისროლე თოფი ჰაერში. სიმართლე თუ გინდა, მაი თოფი აგერ ა, საფეთქელში უნდა მესროლაო. - იგონებს ჯემალ ჭკუსელი.

ხუმრობა იქით იყოს და სწორედ ბატონი შერმანდის დამსახურებაა, რომ მან თავისი ვაჟი სისხლხორცეულად აზიარა განუმეორებელი, უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და საერთოდ, ფოლკლორის დიდ სიყვარულს. ჯემალ ჭკუასელის ბავშვობის წლებმა მშობლიური სოფლის წარუშლელ სილამაზეში, ქართული სიმღერის უსაზღვრო სიყვარულში, მშობლების და კუთხე-მეზობლების სიყვარულში ჩაიარა.იმ დროს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გამორჩეულად კარგი ანსამბლი არსებობდა, რომელსაც ლოტბარი გოგი გუგუშვილი ხელმძრვანელობდა. ანსამბლის სიყვარულით მოხიბლულმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და ჯემალი 1962 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტად ჩაირიცხა. მერე ინსტიტუტში ჩამოყალიბებულმა მოყვარულ მსახიობთა დასმა გაიტაცა. პირველად „მაია წყნეთელში“ ითამაშა.

მერე მისმა „ბეჟანამ“ ნამდვილი სენსაცია გამოიწვია თეატრალურ საზოგადოებაში. ურჩევდნენ კიდეც ამ გზას გაჰყოლოდა, მაგრამ გენი მაინც გენია... ისევ საყვარელ ანსამბლს მიაშურა.1976 წელს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (დღევანდელი „ერისიონი“) კონკურსი გამოცხადდა, სადაც ბატონმა ჯემალმა მისი მეგობრების დაჟინებული თხოვნით მიიღო მონაწილეობა.მერე იყო ქუთაისი...

1979 წელს ჯემალ ჭკუასელი მის მიერ დაარსებული, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. 7 წლის დაუზოგავი შრომით მან მოახერხა, რომ ანსამბლი მაღალ შემოქმედებით დონეზე აეყვანა. სწორედ ქუთაისში გამოავლინა ბატონმა ჯემალმა უდიდესი პროფესიონალიზმი და საქმის მიმართ ერთგულება.პირველი კონცერტი 1982 წლის 4 მარტს, მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართა.

მთელმა ქუთაისმა იზეიმა იმ დღეს სიმღრისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დაბადება. ანსამბლმა თბილისში სტუმრობაც არ დააყოვნა და 10 მარტს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა.1986 წელს კი იმდროინდელი კულტურის მინისტრის - ვალერი ასათიანის ბრძანებით ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.

1990 წლის 31 მაისს კი დიდ ანსამბლს აკადემიურის წოდება მიენიჭა. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვითყვით, რომ ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით დაიწყო „ერისიონის“ ოქროს ხანა. 1999 წელს კი ბატონ ლევან ღვინჯილიას რჩევით ანსამბლს ეწოდა „ერისიონი“, რომელიც სულხან-საბას განმარტებით, „ცისიერს, მთის თავს ზეითს“ ნიშნავს.2010 წელს „ერისიონს“ თბილსში, ფილარმონიის დიდი საკონეცრტო დარბაზის წინ დამსახურებული ღვაწლისთვის ვარსკვლავი გაუხსნეს.თავად ჯემალ ჭკუასელი კი ამბობდა: „გალაღებული ცხოვრება არასდროს მქონია, მაგრამ მე ვარ კაცი, რომელსაც გათენება მიხარია, ვინაიდან ყოველდღე დიდებული სანახაობით ვტკბები“.საქართველოს სახალხო არტისტი არაერთი ჯილდოსა და სტატუსის მფლობელი გახდა.

1. საქართველოს სახალხო არტისტი

2. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

3. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი

4. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

5. ღირსების ორდენის კავალერი

6. პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერი

7. ხელოვნების ქურუმი

8. ვარსკვლავოსანი

9. ღვაწლმოსილი ლოტბარი

10. ხელოვანთა ოქროს ფონდის კულტურის რაინდის წოდება

11. თბილისის საპატიო მოქალაქე

12. უნივერსიტეტის (სდასუ) საპატიო დოქტორის წოდება

13. დიდუბის საპატიო მოქალაქე

14. ოზურგეთის საპატიო მოქალაქე

15. შემოქმედის საპატიო მოქალაქე

16. ეამაყება თბილისს

17. ჯემალ ჭკუასელს და ანსამბლ „ერისიონს“ მიენიჭა – ქართული ფოლკლორის, ქართული საგანძურის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის – შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო.

პანაშვიდები: შაბათი და კვირა 17:00 საათიდან"ერისიონში" ,მის: რუსთველის 16დაკრძალვის შესახებ ყველა დეტალს შეგატყობინებთ მოგვიანებით" - წერია განცხადებაში.

ჯემალ ჭკუასელი 1935 წლის 18 მაისს დაიბადა. 1970 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი.

1971-1973 წლებში იყო გარდაბნის რაიონის მთავარი აგრონომი; 1976-1979 წლებში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი. 1986-2015 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა „ერისიონი“) სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.

2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

2015 წლის 17 მაისს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.