ავტორი:

"ძნელია უდედობა და უმამობა" - 11 წლის ანრის წერილი თოვლის ბაბუას და თორნიკე რიჟვაძის პოსტი ძმებზე, რომლებმაც მამა ავარიით, დედა კი კოვიდით დაკარგეს

"ძნელია უდედობა და უმამობა" - 11 წლის ანრის წერილი თოვლის ბაბუას და თორნიკე რიჟვაძის პოსტი ძმებზე, რომლებმაც მამა ავარიით, დედა კი კოვიდით დაკარგეს

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილი გააერთიანა ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები ძმების,15 წლის კახას და 11 წლის ანრის დახმარების სურვილმა, რომელთაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა კი ავტოავარიით.

მოზარდების მძიმე საცხოვრებელ პირობებზე სტატია ვებპორტალმა "ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა.

ამ ცოტა ხნის წინ კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნდა ფოტოები, წარწერით:

"ანრის და კახას მშობლებს სურდათ შვილებს კარგი განათლება და ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონოდათ. მათი სურვილი აუცილებლად ასრულდება“.

ანრი

როგორც ჩანს ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე იღებს ბიჭების მომავალზე ზრუნვას. რიჟვაძე ასევე აქვეყნებს თოვლის ბაბუისთვის მიწერილ ანრის წერილს.

"გამარჯობა, ძვირფასო თოვლის ბაბუა! მე ვარ ანრი ბერიძე, 11 წლის, მარტში გავხდები 12-ის. 11 წლის წინ დავკარგე მამა, 1 თვის წინ დედა. ძალიან ძნელია უდედობა და უმამობა. როცა დედაჩემი ცოცხალი იყო, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან დედა უმამობას არ მაგრძნობინებდა“, - წერს ანრი. ანრი და კახაც კოვიდსასტუმროში იყვნენ, როცა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ბოლო რჩევა, რაც დედისგან მოისმინეს, იყო - "კარგად ისწავლეთ“.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ძმებს ბინა გადაეცემათ.

"„თორნიკე რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქის კომპლექსს 11 წლის ანრისთან და 15 წლის კახასთან ესტუმრა და ბავშვებთან ერთად ის ბინა დაათვალიერა, რომელიც მათ 2022 წლის დასაწყისში გადაეცემათ. ასევე ესტუმრნენ ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონს. ბავშვები ფეხბურთის გულშემატკივრები არიან. ისინი ბათუმის "დინამოს" აკადემიაში ისწავლიან. ბავშვებს მამა ავარიაში, ხოლო დედა კორონავირუსით 1 თვის წინ გარდაეცვალათ. ოჯახი "ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.