მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წალენჯიხის საკრებულოს სხდომა მესამედ ჩაიშალა, დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს
წალენჯიხის საკრებულოს სხდომა მესამედ ჩაიშალა, დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს

წა­ლენ­ჯი­ხის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა მე­სა­მედ ჩა­ი­შა­ლა, დე­პუ­ტა­ტებ­მა საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ვერც ამ­ჯე­რად აირ­ჩი­ეს.

სხდო­მის და­წყე­ბამ­დე პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რებს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის წევ­რო­ბა­ზე სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა უნდა და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნათ, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი მხარს და­უ­ჭერ­დნენ, თუმ­ცა "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლეს.

რო­გორც წა­ლენ­ჯი­ხის ვიცე-მერ­მა, "ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რმა თა­მარ ბელ­ქა­ნი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს აქვთ, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვა არ უნდა გას­ჭირ­ვე­ბო­დათ, თუმ­ცა ცხა­დია, რომ "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას­თან პო­ლი­ტი­კურ გა­რი­გე­ბა­შია და ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლად შლი­ან ყვე­ლა პრო­ცესს“.

"წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სივ­რცე, სა­დაც არამ­ხო­ლოდ მე­რია ოპო­ზი­ცი­უ­რი, არა­მედ საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბას წარ­მო­ად­გენს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი. 11 წევ­რი არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“, 11 "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ 1 "ლე­ლო­დან“ 3 პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“. რე­ა­ლუ­რად, ოპო­ზი­ცი­ას არ უნდა გას­ჭირ­ვე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­რი­გე­ბუ­ლია გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას­თან და ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლად შლი­ან ყვე­ლა პრო­ცესს. ბი­უ­ჯე­ტი ყველ­გან დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, აქ არ გვაძ­ლე­ვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბამ­დე მი­ვი­დეს საქ­მე. სამ­ჯერ ჩა­ვარ­დნი­ლი ბი­უ­ჯე­ტის სხდო­მა ნიშ­ნავს იმას, რომ შე­იძ­ლე­ბა დად­გეს იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხიც, მაგ­რამ აქ ეს ერთხე­ლაც არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ვთა­ვა­ზობთ ყვე­ლა წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებს საკ­რე­ბუ­ლო­ში, გა­ხა­რი­ას პარ­ტია ამ­ბობ­და, რომ კან­დი­და­ტუ­რას და­ა­ყე­ნებ­და, თუმ­ცა არ და­ა­ყე­ნა. გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის სამი წევ­რი­დან ორს უნდა, რომ იყოს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, არა­და ეს სკა­მი ერ­თია", - აღ­ნიშ­ნა თა­მარ ბელ­ქა­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

წალენჯიხის საკრებულოს სხდომა მესამედ ჩაიშალა, დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს

წალენჯიხის საკრებულოს სხდომა მესამედ ჩაიშალა, დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს

წალენჯიხის საკრებულოს სხდომა მესამედ ჩაიშალა, დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს.

სხდომის დაწყებამდე პარტია "საქართველოსთვის“ წევრებს საკრებულოს თავმჯდომარის წევრობაზე საკუთარი კანდიდატურა უნდა დაესახელებინათ, რომელსაც ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერდნენ, თუმცა "საქართველოსთვის“ დეპუტატებმა საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალეს.

როგორც წალენჯიხის ვიცე-მერმა, "ლელო საქართველოსთვის“ წევრმა თამარ ბელქანიამ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ, პოლიტიკური პროცესების წარმართვა არ უნდა გასჭირვებოდათ, თუმცა ცხადია, რომ "ხელისუფლება გახარიას პარტიასთან პოლიტიკურ გარიგებაშია და ურთიერთშეთანხმებულად შლიან ყველა პროცესს“.

"წალენჯიხის მუნიციპალიტეტი არის განსაკუთრებული სივრცე, სადაც არამხოლოდ მერია ოპოზიციური, არამედ საკრებულოს უმრავლესობას წარმოადგენს ოპოზიციური პარტიები. 11 წევრი არის "ნაციონალური მოძრაობიდან“, 11 "ქართული ოცნებიდან“ 1 "ლელოდან“ 3 პარტია "საქართველოსთვის“. რეალურად, ოპოზიციას არ უნდა გასჭირვებოდა პოლიტიკური პროცესების წარმართვა, მაგრამ ხელისუფლება გარიგებულია გახარიას პარტიასთან და ურთიერთშეთანხმებულად შლიან ყველა პროცესს. ბიუჯეტი ყველგან დამტკიცებულია, აქ არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ ბიუჯეტის დამტკიცებამდე მივიდეს საქმე. სამჯერ ჩავარდნილი ბიუჯეტის სხდომა ნიშნავს იმას, რომ შეიძლება დადგეს იმპიჩმენტის საკითხიც, მაგრამ აქ ეს ერთხელაც არ ჩატარებულა. ვთავაზობთ ყველა წამყვან პოზიციებს საკრებულოში, გახარიას პარტია ამბობდა, რომ კანდიდატურას დააყენებდა, თუმცა არ დააყენა. გახარიას პარტიის სამი წევრიდან ორს უნდა, რომ იყოს საკრებულოს თავმჯდომარე, არადა ეს სკამი ერთია", - აღნიშნა თამარ ბელქანიამ.

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"