ავტორი:

"მაინც მთელი ცხოვრება მომიწევს ამ ტრაგედიის მხრებით ტარება" - მერაბ კობიაშვილის კომენტარი გამამართლებელი ვერდიქტის შემდეგ

"მაინც მთელი ცხოვრება მომიწევს ამ ტრაგედიის მხრებით ტარება" - მერაბ კობიაშვილის კომენტარი გამამართლებელი ვერდიქტის შემდეგ

გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი, რომელიც ნაფიც მსაჯულებმა გაამართლეს, პირველ კომენტარს აკეთებს.

ის სასამართლოს გამოტანილი ვერდიქტისთვის მადლობას უხდის, თუმცა ამბობს, რომ ამ ტრაგედიის მხრებით ტარება მთელი ცხოვრება მოუწევს.

"ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება. მადლობა მინდა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს, სიმართლისთვის და სწორი გადაწყვეტილებისთვის. ემოციებში ვარ და მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით" - აღნიშნა კობიაშვილმა.

გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშუალოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და ძალადობას ედავებოდნენ.

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.