ავტორი:

ტექნიკის ყველაზე ფართო არჩევანი Extra-ზე

ტექნიკის ყველაზე ფართო არჩევანი Extra-ზე

ტექნიკის შეძენისას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის ხარისხს, მიუხედავად ამისა, საოჯახო ტექნიკას 8-10 წელიწადში ერთხელ მაინც შესაცვლელია. მუშაობის თვალსაზრისით პრობლემა კიდევაც რომ არ ჰქონდეს, ახლდება დიზაინი, ემატება ფუნქციები, უფრო კომფორტულ და მოსახერხებელ მოდელებზე აკეთებენ აქცენტს მწარმოებლები, შესაბამისად, ცვლილებაც უფრო მეტად სასურველია.

გარდა ფიზიკური მაღაზიებისა, ტექნიკის ფართო არჩევანი წარმოდგენილია ყველაზე დიდ ინტერნეტმოლ Extra.ge-ზე. ექსტრა საკუთარ სივრცეში აერთიანებს ქართულ ბაზარზე არსებულ ტექნიკის თითქმის ყველა მაღაზიას, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მათი ონლაინ წარმომადგენელია ვებ სამყაროში.

ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტექნიკის ყველა მაღაზია ერთადაა თავმოყრილი. შესაბამისად, მომხმარებელს არ უწევს საცობებსა და რიგებში დგომა, სასურველი მოდელის ძებნა სხვადასხვა ფილიალში, ფასდაკლების დღეებში კონსულტანტების ლოდინი კითხვაზე პასუხის მისაღებად.

ამ ყველაფრის თავიდან აცილების მიზნით, შეგიძლიათ თბილად მოთავსდეთ ლეპტოპთან და ერთი ნაბიჯის გადადგმის გარეშე „მოიაროთ“ ტექნიკის ყველა მაღაზია, ნახოთ როგორც წამყვანი და ცნობილი ბრენდების პროდუქცია, ასევე შედარებით ბიუჯეტური ხაზიც. შეაფასოთ და შეადაროთ მოდელები ერთმანეთს, მარტივად და წყნარად განსაზღვროთ უპირატესობები, საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ ექსტრას კონსულტანტს, რომელიც უმალვე გაგცემთ ამომწურავ პასუხს კითხვაზე და გააკეთოთ შენაძენი.

გარდა იმისა, რომ ექსტრას ხშირად აქვს ფასდაკლებები, ის ასევე მომხმარებელს ქეშბექ აქციებსაც სთავაზობს, რაც გულისხმობს ექსტრაზე დახარჯული თანხის 30%-ის დაბრუნებას ექსტრას ბალანსზე, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი თქვენი სურვილის მიხედვით.

Mastercard-ით გადახდისას მიტანის უფასო სერვისი დამატებითი ხარჯებს აცილებს მომხმარებელს თავიდან. თან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ უფასო მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. დიდი, საოჯახო თუ კომპიუტერული ტექნიკის თბილისიდან რეგიონებში წაღება ნამდვილად არის ფინანსებთან დაკავშირებული, ექსტრაზე შოპინგის დროს კი ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს, კურიერები მაქსიმალურად ცდილობენ, დროულად მიაწოდონ მომხმარებელს შენაძენი.

რა სახის ტექნიკაა წარმოდგენილი ექსტრაზე?

რაც გაგიხარდება, რასაც ინატრებ და რაც აუცილებლად უნდა გქონდეს - ყველაფერს ნახავ ექსტრაზე, მაგალითად,

  • საოჯახო ტექნიკას - მაცივარი, ბლენდერი, გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, მტვერსასრუტი, ცენტრალური გათბობის ქვაბი, რადიატორები, წყლის გამათბობლები და.ა.შ.
  • კომპიუტერულ ტექნიკას - ლეპტოპები, პერსონალური კომპიუტერები, მონიტორები, პლანშეტური კომპიუტერები, პრინტერები, მაუსები, ყურსასმენები და.სხვა
  • TV აუდიო სისტემას - ტელევიზორები და მათი საკიდი, ფირსაკრავები, მუსიკალური ცენტრები, სახლის კინო-თეატრები, ადაპტერები, კაბელები
  • მობილურები - ნებისმიერი ბრენდის - Apple, Samsung, Xiaomi, Alcatel... სხვადასხვა ოპერაციული სისტემის, მეხსიერების და კამერის მახასიათებლით

ეს ექსტრაზე წარმოდგენილი პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, დეტალურად დასათვალიერებლად ეწვიეთ Extra.ge-ს და იშოპინგეთ სახლიდან გაუსვლელად.

R