რჩევები ექიმი პედიატრებისგან - როგორ შევარჩიოთ სასმელი წყალი
სუფთა წყაროს წყალი „ბაკურიანი“ საბავშვო წყლის სეგმენტში პირველობას არ კარგავს და მომხმარებელს სრულიად ახალ, ინოვაციურ პროდუქტს „ბაკურიანი 0+” სთავაზობს. სპეციალურად ჩვილი ბავშვებისთვის შექმნილი წყალი ბაკურიანის მთებიდან, ორმაგი ფილტაციით, რომელიც სასარგებლო მინერალებს დუღილის შემდეგაც ინარჩუნებს. მისი გამოყენება რეკომენდებულია პატარებისთვის, როგორც საჭმლის მოსამზადებლად, ასევე დასალევად.
“ბაკურიანი 0+“ იწარმოება ყვიბისში, ბორჯომის ჩამომსხმელ N2 ქარხანაში, ორი შეფუთვით: 1.5ლ. პეტი - საკვების მოსამზადებლად, ხოლო დასალევად - 0.33ლ. პეტი „ჭკვიანი თავსახურით“, რომელიც აბსოლუტურად ჰიგიენურია. წყალი მხოლოდ თავსახურზე მიწოლის შედეგად გადმოდის ბოთლიდან, შესაბამისად, გამორიცხულია წყლის შემთხვევით დაქცევაც კი. კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს“ მიერ წარმოებული ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი 0 +“ უკვე გაყიდვაშია და მის შეფუთვაზე, კომპანიის დიზაინერმა, ანა ჭოღოშვილმა იმუშავა.
„ბავშვის ორგანიზმი ძალიან სათუთია. ამიტომ, დაბადების, პირველივე წუთიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, მას შევთავაზოთ ის პროდუქტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჯანსაღ ზრდა-განვითარებას. ბავშვის ჯანმრთელობაში, წყალს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ამიტომ ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია, რომ წყალს, რომელსაც საკუთარ პატარას აძლევს, იყოს სრულიად უვნებელი, ხარისხიანი და სასარგებლო თვისებებით სავსე. “ბაკურიანი 0+” ეს არის წყალი ჩვილი ბავშვებისთვის, ორმაგი ფილტრაციით და ბუნებრივი მინერალებით და მისი გამოყენება შესაძლებელია ცხოვრების პირველივე დღიდან, როგორც პატარებისთვის საჭმლის მოსამზადებლად, ასევე საჭიროებისამებრ, დასალევად. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და „ბაკურიანის“ მომხმარებლები ბავშვობიდან მივაჩვიოთ ისეთ კარგ ჩვევას, როგორიც წყლის დალევაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ბაკურიანი“, როგორც ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი, მხარს უჭერს ბავშვების ბუნებრივ კვებას,“ - საბავშვო წყლის ხაზის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს „ბაკურიანი“ ბრენდ მენეჯერი სოფო დიდიძე.
თანამედროვე და ინოვაციური, არაგაზირებული წყაროს წყალი „ბაკურიანი“ 15 წელზე მეტია, საქართველოს ბუტილირებული წყლის მთლიან ბაზარზე მოწინავე ბრენდია. 2017 წელს, „ბაკურიანმა“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, საბავშვო წყლის ხაზი, განავითარა და გამოუშვა საბავშვო წყალი „ბაკურიანი ციდა“, რომლის სამიზნე აუდიტორია 2-6 წლის ასაკის ბავშვები არიან. 2018 წელს კი, 5-10 წლის ასაკის ბავშვებისთვის, უოლტ დისნეისთან კოლაბორაციით, სათამაშო ბოთლების სერია შეიქმნა.
წყალი ჩვილი ბავშვებისთვის „ბაკურიანი 0+“-ის და ზოგადად, ბავშვების ორგანიზმისთვის წყლის მნიშვნელობაზე სასაუბროდ, ambebi.ge პედიატრებს დაუკავშირდა.
ორგანიზმის არც ერთ უჯრედს არ შეუძლია ფუნქციონირება წყლის გარეშე, მასზეა დამოკიდებული ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირება, სხეულის ტემპერატურის რეგულაცია, სხვადასხვა მეტაბოლური პროცესების განხორციელება, საჭმლის მონელება, მავნე ნივთიერებების გამოყოფა და სხვა. ქვეყნის წამყვანი ბავშვთა ექიმები მიესალმებიან აღნიშნული პროდუქტის გამოსვლას და ბავშვისთვის წყლის მიღების და მიჩვევის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
„თუ ქუჩაში, ან სახლში ძალიან ცხელა, ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტია, ბავშვმა წონის ყოველ კილოგრამზე და ყოველ დამატებით გრადუსზე, უნდა მიიღოს დამატებით 30 მლ სითხე. თუ ჩვილს ან მოზრდილს აღენიშნება კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები, გულისრევა ან დიარეა, ასევე თუ ბავშვს აღენიშნება ტემპერატურა, რომელსაც თან ახლავს გაძლიერებული ოფლის გამოყოფა, ამ შემთხვევაში, უნდა გაიზარდოს მისთვის მისაღები წყლის რაოდენობა 10% -ით მისი ტემპერატურის ყოველ გრადუსზე, რომელიც აჭარბებს 37 °C-ს- წყლის მიღების განსაკუთრებულ შემთხვევებზე საუბრობს პედიატრი თამარ ობგაიძე.
როგორც პედიატრები გვირჩევენ, წყლის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ ის იყოს უსაფრთხო, თავისუფალი დაბინძურებისაგან. მნიშვნელოვანია, მცირე ასაკში მივაწოდოთ სპეციალურად ბავშვისთვის შემუშავებული, მინერალების შემცველი წყალი.
„ბავშვისთვის განკუთვნილ წყალში არ უნდა იყოს მავნე მინარევები. მაგალითად - ვერცხლი, ტყვია, ნახშირის დიოქსიდი, ასევე დაავადების გამომწვევი მიკრობები. წყალი უსაფრთხო ჭურჭელში უნდა იყოს ჩამოსხმული. ამის გათვალისწინებით, რეკომენდებულია ბოთლირებული წყალი, რომელიც გაფილტრულია და მხოლოდ სასარგებლო მინერალებს შეიცავს,“ - განმარტავს პედიატრი მაია ხერხეულიძე.
პედიატრები საუბრობენ წყლის მიღების ასაკზეც და აღნიშნავენ, რომ 6 თვიდან წყლის მიცემა პატარებისთვის აუცილებელია.
„ბავშვთა კვების ოქროს სტანდარტია დედის რძე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბავშვის წყლის, მიკრო და მაკრონუტრიენტების მოთხოვნილებებს. ექსკლუზიური ძუძუთი კვება (მხოლოდ დედის რძეზე) უნდა გაგრძელდეს 6 თვემდე, შესაძლოა, 2 წლამდე. ბავშვის ჯანმრთელობისთვის ყველაზე კარგი ინვესტიცია დედის რძით კვებაა. ბავშვისთვის წყლის მიღება აუცილებელია 6 თვიდან, მისი სადღეღამისო მოთხოვნილების გათვალისწინებით. ხელოვნური კვების შემთხვევაში, ბავშვი წყალს იღებს 0 დღის ასაკიდან, როგორც ხელოვნურ ნარევში, ასევე დასალევად.“ - აღნიშნავს პედიატრი თემურ მიქელაძე.
ალბათ ყველა მშობელს აინტერესებს და მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ “ბაკურიანი 0 +“ წარმოებულია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიის შესაბამისად და რეკომენდებულია ააიპ „ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის” და ააიპ „საქართველოს პედიატრთა ასოციაციის“ მიერ.
R