სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სახელმწიფოა თუ ბაბუამ დატოვა შთამომავლობით, შეგიძლიათ ამიხსნათ?" - არმაზ ახვლედიანი ნათია თურნავას
"ეს სახელმწიფოა თუ ბაბუამ დატოვა შთამომავლობით, შეგიძლიათ ამიხსნათ?" - არმაზ ახვლედიანი ნათია თურნავას

ქალ­ბა­ტო­ნო ნა­თია, ძა­ლი­ა­ნაც რომ მინ­დო­დეს, მე თქვენ მად­ლო­ბას ვე­რაფ­რით ვერ გა­და­გიხ­დით. ეს სა­ხელ­მწი­ფოა თუ ბა­ბუ­ამ და­ტო­ვა შთა­მო­მავ­ლო­ბით, შე­გიძ­ლი­ათ ამიხ­სნათ?, - ასე მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნისტრს ნა­თია თურ­ნა­ვას პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე და ჰკი­თხა ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზე, რომ ბახ­მა­რო­სა და გო­მის მთა­ზე სა­ხელ­მწი­ფო მი­წე­ბი მი­ტა­ცე­ბუ­ლია.

ამას­თა­ნა­ვე, ახვლე­დი­ა­ნი ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი­თაც და­ინ­ტე­რეს­და და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს­მის ამ პრო­ექ­ტის ეკო­ნო­მი­კუ­რი და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგე­ნე­ლი, რა­ტომ არის ის ამ დრომ­დე შე­ჩე­რე­ბუ­ლი.

„იცით რა­ტომ ვერ გა­და­გიხ­დით ამ მად­ლო­ბას?! იმი­ტომ, რომ თქვენ მე ვერ გა­მე­ცით პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, ვერც თქვენ, ვერც თქვე­ნი უწყე­ბის ვერც ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რა­ტო­მაა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც თქვენს სა­მი­ნის­ტროს აქვს მარ­თვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო მიწა ბახ­მა­რო­სა და გო­მის მთა­ზე არის მი­ტა­ცე­ბუ­ლი. ასო­ბით მი­წის ნაკ­ვე­თი არის მი­ტა­ცე­ბუ­ლი. თქვენ გაქვთ პა­სუ­ხი ამ კი­თხვა­ზე? მე არ ვიც­ნობ ამ ადა­მი­ანს და მინ­და გკი­თხოთ, თქვენს გვერ­დით თუ არის ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, იქ­ნე­ბა ხელი ას­წი­ოს და და­მე­ნა­ხოს მა­ქე­დან მა­ინც, თუ არა, მი­თხა­რით, რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ეს? ეს სა­ხელ­მწი­ფოა თუ ბა­ბუ­ამ და­ტო­ვა ეს შთა­მო­მავ­ლო­ბით, შე­გიძ­ლი­ათ ამიხ­სნათ? გო­მის მთა­ზე და ბახ­მა­რო­ში რაც ხდე­ბა, ეს არის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი და ეს არის პირ­და­პირ თქვე­ნი უწყე­ბის და­ნა­შა­უ­ლი, უპირ­ვე­ლე­სად და თქვე­ნი რო­გორც მი­ნის­ტრის.

რაც შე­ე­ხე­ბა ანაკ­ლი­ას, და­ვუშ­ვათ, რომ ხა­ზა­რა­ძემ თავი ვერ გა­არ­თვა და არ ვარ­გა - ეს თქვე­ნი პო­ზი­ცი­აა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­ტომ არის გა­ყი­ნუ­ლი ეს პრო­ექ­ტი? ეს შე­გიძ­ლი­ათ ამიხ­სნათ? თქვენ ხომ იაზ­რებთ ამ საქ­მის ეკო­ნო­მი­კურ და გე­ო­პო­ლი­ტი­კურ შე­მად­გე­ნელს. ამის შემ­დეგ თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა დარ­ბაზ­ში, ვინც თქვენ მად­ლო­ბას გე­ტყვით, კი მა­ინ­ტე­რე­სებს, რომ შევ­ხე­დო“, - გა­ნა­ცხა­და არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა.

ბახმარო
4

ბახმარო და გომის მთაი ჩემო კარგო არმაზი

ალბათიწა შენ არ შეგხვდა 

და მაგიზა გაბრაზდი

კიმარა რო გაჰყვირიხარ ამ ორი მთის სახელს და იძახი მიიტაცეს მიწაო, ვიზე იძახი , არცერთი ბიზნესმენი არაა იქ , არის ჩვეულებრივი ხალხი , რომელიც ზოგიც აქამდე ცხოვრობდა , ზოგიც ახლა დასახლდა, რატომ მოდიხარ ხალხის წინააღმდეგ და ცდილობ მათ ჩათრევასსისხლის სამართალში თუ სხვა ბავში, როგორც ვხვდები თქვენიოსვლით მომავალში ხელოსუფლებაში ეს ხალხი დაიჩაგრება , ამიტომ ვეტც მოხვალთ ვერასდროს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ეს სახელმწიფოა თუ ბაბუამ დატოვა შთამომავლობით, შეგიძლიათ ამიხსნათ?" - არმაზ ახვლედიანი ნათია თურნავას

"ეს სახელმწიფოა თუ ბაბუამ დატოვა შთამომავლობით, შეგიძლიათ ამიხსნათ?" - არმაზ ახვლედიანი ნათია თურნავას

ქალბატონო ნათია, ძალიანაც რომ მინდოდეს, მე თქვენ მადლობას ვერაფრით ვერ გადაგიხდით. ეს სახელმწიფოა თუ ბაბუამ დატოვა შთამომავლობით, შეგიძლიათ ამიხსნათ?, - ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას პლენარულ სხდომაზე და ჰკითხა ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ბახმაროსა და გომის მთაზე სახელმწიფო მიწები მიტაცებულია.

ამასთანავე, ახვლედიანი ანაკლიის პროექტითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლებას ესმის ამ პროექტის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მდგენელი, რატომ არის ის ამ დრომდე შეჩერებული.

„იცით რატომ ვერ გადაგიხდით ამ მადლობას?! იმიტომ, რომ თქვენ მე ვერ გამეცით პასუხი კითხვაზე, ვერც თქვენ, ვერც თქვენი უწყების ვერც ერთმა წარმომადგენელმა, რატომაა, რომ სახელმწიფო ქონება, რომელიც თქვენს სამინისტროს აქვს მართვაში, სახელმწიფო მიწა ბახმაროსა და გომის მთაზე არის მიტაცებული. ასობით მიწის ნაკვეთი არის მიტაცებული. თქვენ გაქვთ პასუხი ამ კითხვაზე? მე არ ვიცნობ ამ ადამიანს და მინდა გკითხოთ, თქვენს გვერდით თუ არის ქონების სააგენტოს ხელმძღვანელი, იქნება ხელი ასწიოს და დამენახოს მაქედან მაინც, თუ არა, მითხარით, რა პასუხისმგებლობაა ეს? ეს სახელმწიფოა თუ ბაბუამ დატოვა ეს შთამომავლობით, შეგიძლიათ ამიხსნათ? გომის მთაზე და ბახმაროში რაც ხდება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ეს არის პირდაპირ თქვენი უწყების დანაშაული, უპირველესად და თქვენი როგორც მინისტრის.

რაც შეეხება ანაკლიას, დავუშვათ, რომ ხაზარაძემ თავი ვერ გაართვა და არ ვარგა - ეს თქვენი პოზიციაა, ამ ხნის განმავლობაში, რატომ არის გაყინული ეს პროექტი? ეს შეგიძლიათ ამიხსნათ? თქვენ ხომ იაზრებთ ამ საქმის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ შემადგენელს. ამის შემდეგ თუ მოიძებნება დარბაზში, ვინც თქვენ მადლობას გეტყვით, კი მაინტერესებს, რომ შევხედო“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.