პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმოჩენა მექსიკაში - არქეოლოგებმა იპოვეს აცტეკების აგებული უძველესი საკურთხეველი
აღმოჩენა მექსიკაში - არქეოლოგებმა იპოვეს აცტეკების აგებული უძველესი საკურთხეველი

მას შემ­დეგ, რაც ეს­პა­ნე­ლებ­მა 1521 წელს, სის­ხლისმღვრე­ლი შეჭ­რით აცტე­კე­ბის დე­და­ქა­ლა­ქი ტე­ნო­ჩტიტ­ლა­ნი და­ი­პყრეს, შე­მო­ტე­ვას გა­დარ­ჩე­ნილ­მა ოჯახ­მა, სა­კურ­თხე­ვე­ლი მო­ა­წყო საკ­მევ­ლი­თა და ადა­მი­ა­ნის ფერ­ფლის შე­სა­ნა­ხი ქოთ­ნით. ამ დახ­ვე­წი­ლი ნა­გე­ბო­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი გა­რი­ბალდ პლა­ზას­თან, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სულ ახ­ლა­ხან აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მექ­სი­კის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ისა­უბ­რა ამ აღ­მო­ჩე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხის­თვის ამ­გვა­რი ძღვე­ნი ნიშ­ნავ­და მათი ცხოვ­რე­ბი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ციკ­ლის და­სას­რულ­თან მი­ახ­ლო­ე­ბას.

საკ­მევ­ლის ასან­თე­ბი

ნა­გე­ბო­ბის ინ­ტე­რი­ე­რის ნა­წი­ლი, სა­დაც რი­ტუ­ა­ლე­ბი უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, მი­წი­დან 4 მეტ­რის სიღ­რმე­შია. არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ასე­ვე აღ­მო­აჩ­ნი­ნეს რამ­დე­ნი­მე ფენა ად­გი­ლი­სა, სა­დაც წე­სით ოჯა­ხის სახ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. აქვე იპო­ვეს საკ­მევ­ლის 13 ასან­თე­ბი ნივ­თი, ჭიქა, თეფ­ში და ქო­თა­ნი, რო­მელ­შიც კრე­მა­ცი­ის შემ­დგომ გარ­დაც­ვლი­ლის ფერ­ფლი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა, აცტე­კე­ბის დე­და­ქა­ლა­ქის და­პყრო­ბის 500 წლის­თავს ემ­თხვე­ვა. მექ­სი­კის მთავ­რო­ბამ, ამ ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნას მი­უ­ძღვნა Templo Mayor-ის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბაც, რო­მე­ლიც აცტეკ­თა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ყვე­ლა­ზე წმინ­და ად­გი­ლი იყო და ახლა ის მე­ხი­კოს ცენ­ტრში იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

აღმოჩენა მექსიკაში - არქეოლოგებმა იპოვეს აცტეკების აგებული უძველესი საკურთხეველი

აღმოჩენა მექსიკაში - არქეოლოგებმა იპოვეს აცტეკების აგებული უძველესი საკურთხეველი

მას შემდეგ, რაც ესპანელებმა 1521 წელს, სისხლისმღვრელი შეჭრით აცტეკების დედაქალაქი ტენოჩტიტლანი დაიპყრეს, შემოტევას გადარჩენილმა ოჯახმა, საკურთხეველი მოაწყო საკმევლითა და ადამიანის ფერფლის შესანახი ქოთნით. ამ დახვეწილი ნაგებობის ნარჩენები გარიბალდ პლაზასთან, არქეოლოგებმა სულ ახლახან აღმოაჩინეს.

მექსიკის კულტურის მინისტრმა ისაუბრა ამ აღმოჩენის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ოჯახისთვის ამგვარი ძღვენი ნიშნავდა მათი ცხოვრებისა და ცივილიზაციის ციკლის დასასრულთან მიახლოებას.

საკმევლის ასანთები

ნაგებობის ინტერიერის ნაწილი, სადაც რიტუალები უნდა ჩატარებულიყო, მიწიდან 4 მეტრის სიღრმეშია. არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩნინეს რამდენიმე ფენა ადგილისა, სადაც წესით ოჯახის სახლი უნდა ყოფილიყო. აქვე იპოვეს საკმევლის 13 ასანთები ნივთი, ჭიქა, თეფში და ქოთანი, რომელშიც კრემაციის შემდგომ გარდაცვლილის ფერფლი იყო მოთავსებული.

ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა, აცტეკების დედაქალაქის დაპყრობის 500 წლისთავს ემთხვევა. მექსიკის მთავრობამ, ამ ისტორიულ მოვლენას მიუძღვნა Templo Mayor-ის მშენებლობის დასრულებაც, რომელიც აცტეკთა ცივილიზაციის ყველაზე წმინდა ადგილი იყო და ახლა ის მეხიკოს ცენტრში იქნება განთავსებული.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა