კიანუ რივზმა 11 წლის შემდეგ, ორშაბათის "The Late Show”-ში სტუმრობისას, "მოწყენილი კიანუს“ ფოტოს მიღმა არსებულ რეალობას ფარდა ახადა.
"მატრიცას“ 57 წლის ვარსკვლავი, 2010 წელს ინტერნეტსენსაციად იქცა პარკში, სკამზე გადაღებული ფოტოს გამო, რომელზეც მოწყენილი მიირთმევს საჭმელს.
"უბრალოდ, სენდვიჩს ვჭამდი!“ - მიუგო წამყვანს კიანუმ ფოტოს თაობაზე დასმული კითხვაზე პასუხად..
"ანუ "მოწყენილი კიანუს“ ფოტოზე, რეალურად არ ხარ მოწყენილი?“ - შეუბრუნა კითხვა სტივენ კოლბერტმა, რაზეც კიანუმ თქვა, რომ ბევრი რამ უტრიალებდა თავში და უბრალოდ, ჩაფიქრებული იყო: "რაღაც პრობლემა მქონდა. მშიოდა".
სტივენ კოლბერტმა კიანუს ეს ფოტო მისავე კომიქსების წიგნის "BRZRKR”-ის ერთ-ერთ ილუსტრაციას შეადარა და ჰკითხა, ამ ნახატის ავტორისთვის, თვითონ ხომ არ იყო ინსპირაცია. კიანუ რივზმა კი ილუსტრატორის საქციელი ასე შეაფასა:" არ მეგონა რონ გარნი (ილუსტრაციების ავტორი) ამას თუ იზამდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ზუსტად ასე მოიქცა. ჩემი აზრით, ძალიან მაგარია!“ - თქვა მან.
"The Matrix Resurrections“ კიანუს მონაწილეობით უკვე კინოთეატრებშია. მსახიობი უახლოეს მომავალში საკუთარი კომიქსის წიგნის მიხედვით, Netflix-ის სერიების გადაღებასაც კი აპირებს.
მოამზადა ანა სიბოშვილმა
აი,ესეც ერთი დიდი ბულინგი! ადამიანს არა აქვს თურმე უფლება, დაჯდეს თავისთვის, თან დანაყრდეს და თანაც ფიქრებში წავიდეს! და ამას 11 წელია,კუდი აქვს გამობმული და კაცმა რომ უპასუხა, ეს შებერტყილი კიდევ უტრიალებს კითხვებს! რა ჰქვია ახლა ამას? ეს არაა ძალადობა კიანუ რივზისადმი ან ნებისმიერი მის ადგილზე მყოფი ადამიანისადმი?! ამას ჟურნალისტობა ჰქვია?!რა სამწუხაროა, ყველგან ასე რომაა! რამდენი რამისგან და ვინმესგან გვაქვს თავი დასახსნელი ადამიანებს:((